ბელგრადში და მის გზად ილიას ზუროსმა არაერთი სახელიანი ნაცნობი ნახა: მოსკოვის ცსკა-ს ბერძენი მთავარი მწვრთნელი – დიმიტრის იტუდისი და მოთამაშე კოსტას კუფოსი ჩვენს მწვრთნელს სასტუმროში შეხვდნენ და მეგობრულად მოიკითხეს. საქართველოს ნაკრების მწვრთნელს გულთბილად შეხვდა ასევე ლეგენდარული სერბი მწვრთნელი ჟელკო ობრადოვიჩი,
საქართველოს ნაკრებს დღეს ვარჯიში აქვს დაგეგმილი, რომელიც ალეკსანდარ ნიკოლიჩის სახელობის დარბაზში საღამოს 6 საათზე (თბილისის დროით 21:00) გაიმართება. ღამით ნამგზავრ კალათბურთელებს მხოლოდ მსუბუქი დატვირთვა და ენერგიის აღმდგენი ვარჯიშები ელით.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა. შვეიცარიასთან 12-კაციან განაცხადში მყოფი ბექა ბექაური ილია ლონდარიძემ ჩაანაცვლა, რომელიც ბელგრადშია და სერბეთთან მატჩისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს ევროპისა და მსოფლიო ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ეთამაშება, რომელმაც ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი სტუმრად ფინეთის განადგურებით დაიწყო.
სერბეთი საქართველოს ალეკსანდარ ნიკოლიჩის (პარტიზანის) დარბაზში უმასპინძლებს. შეხვედრა 23 თებერვალს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი განახორციელებს.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
ნერვების მატჩი: საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია ოვერტაიმში გატეხა [VIDEO]
ბექა ბურჯანაძე: დავლაგდით და ერთხელ მოგებული მატჩი მეორედ მოვიგეთ