დიდებულია - საქართველოს ნაკრებმა ბელგრადში სერბეთი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად სერბეთი 94:90 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა თამაში შეცდომებით დაიწყო, მეტოქე 7:0 დაწინაურდა და ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ილიას ზუროსმა წუთშესვენება აიღო. სერბებმა უპირატესობა თანდათან გაზარდეს, 14 ქულით გაიჭრნენ წინ. მათ რიგებში ყველაზე აქტიური იარამაცი იყო, რომელმაც 10 ქულა ჩააგდო. პირველი მეოთხედი 28:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ხშირად კარგავდა ბურთს, ხოლო მოწინააღმდეგე ეფექტურად იყენებდა პრესინგს.

მეორე პერიოდის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა, მაკფადენის მეცადინეობით, ჩამორჩენის 5 ქულამდე შემცირება მოახერხა. ამის შემდეგ ზუროსმა თავის გამოჩენის საშუალება
ახალგაზრდებს მისცა. კარგად ჩაერთო თამაშში ტურძილაძე. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 48:41 მოიგეს.

მესამე მეოთხედის დასაწყისში კოკოშკოვის შეგირდებმა რამდენიმე შეცდომა დაუშვეს და კონტრშეტევებზე ჩვენმა გუნდმა სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. ჩინებულად ირჯებოდნენ მაკფადენი და შერმადინი. ბოლო წუთზე ანდრონიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოებით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა სერბებმა ბოლო შეტევა გამოიყენეს და სამი პერიოდის შემდეგ ანგარიში 67:65 იყო.

მეოთხე მეოთხედის დასაწყისშივე მასპინძლებმა ჯარიმების ლიმიტი ამოწურეს. შერმადინმა ფარზე რადულიცა და კრავიჩი დაჯაბნა, ანდრონიკაშვილმა ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა და თამაში ქულა-ქულაში წავიდა. ბოლოს მაკფადენმა სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ ჩვენმა გუნდმა იერიში მოიგერია, მაკფადენმა ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა და მოვიგეთ. რა თამაში მოვიგეთ!

33 ქულით ბომბარდირი და მარგი ქმედების 31-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP მაკფადენი გახდა.

23 ქულა, 11 მოხსნა და 1 პასი შერმადინის ანგარიშზეა. 11 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი ბურჯანაძემ მიითვალა. ანდრონიკაშვილმა 8 ქულა ჩააგდო, სანაძემ - 7 (პლუს 4 მოხსნა და 3 პასი), ბერიშვილმა - 6, ტურძილაძემ - 4 (5 მოხსნა), ცინცაძემ კი - 2.

სერბეთის გუნდში გამორჩეულები ავრამოვიჩი (27 ქულა) და იარამაცი (22 ქულა, 6 პასი და მარგი ქმედების 29-იანი კოეფიციენტი) იყვნენ.

მკითხველის კომენტარები / 69 /
კიდევ ერთხელ გადავახვიე და თავიდან ვუყურე თამაშს. მადლობა ბიჭებო
დუდუ
23 თებერვალი 2020 23:16
1
საღოლ ბიჭეეებს... ამას ქვია ბრძილა... ბრავი მაკდაფენს... ზუროსი პროფესორია რაა....
და წარმოიდგინეთ ამ ნაკრებს სამატებული შენგელია და ბითაძე.... ვიღაცეებს ნაღდად აღარ დაეძინება მშვიდად
მიროსან
23 თებერვალი 2020 23:15
2
ჩვენი მოგება ხომ მაგარია, მარა გრანდების დამარცხებას სხვა მუღამიც ააქ, აგერ წინა ტურში სლოვენია, ლიტვა დამარცხდა დღეს სერბეთ და იქნებ ბობოლებმაც ამოიღონ ხმა ევროლიგის თავგასულობის წინააღდეგ და ეს კალათბურთელების არ გამოშვების პრობლემა იქნებ, როგორმე მოგვარდეს.
Kkk
23 თებერვალი 2020 23:03
1
სადა ხართ აბვა? ვინც წინასწარ წაგებას ამბობდით.სად მამაჩემის მამასთან გაძვერით?
rustavi
23 თებერვალი 2020 23:01
7
:)))))))) გაგაბრაზეს ძმაა?
მიროსან
23 თებერვალი 2020 23:09
2
აი ნომერ პირველი ნაკრები საქართველოში რაგბისტებო და ფეხბურთელებო!მერამდანედ გრანდს ვუგებთ მერამდენედ
ომბუცმენი
23 თებერვალი 2020 22:54
6
გენაცვალეთ ბიჭებო.მაგრები ხართ,გილოცავთ. გვეამაყებით. ოღონდ ეს ცინცაძე მოაშორეთ გუნდს და კომიკური პერსონაჟი ლონდარიძე))) და ყველაზე უფრო მოაშორეთ ეს საშინელი და უვიცი კომენტატორები.ბიჭებს წარმატებები.ბრავო
ზაზა
23 თებერვალი 2020 22:52
20
ამ კომენტატორებს სად შოულობენ ეს ტელევიზიები, სამსახურს აშოვნინებენ თუ რა ხდება, რა კრიტერიუმებით არჩევენ, მაცოდინა და არ მინდა არაფერი, დარწმუნებული ვარ, ქასტინგები რომ მოაწყონ, უამრავ ნიჭიერ ხალხს ამოარჩევენ, ვინები მოყარეს: "ჯერჯერობით 7-4ს ვიგებთ მესამე პერიოდს", "ახლა რომ ჩაგვეგდო წინ გავიდოდით"ასეთი სისულელეები და უამრავი სხვა როგორი სასმენია
ბმბ
24 თებერვალი 2020 10:47
0
ნაღდი ხარ )
ვახო
23 თებერვალი 2020 23:04
9
ფანტასტიკა.ამ ბიჭებმა ისტორია დაწერეს.უძლიერესი შემადგენლობითაც კი,საქართველოს გამარჯვება სერბიაში,თითქმის შეუძლებლად ჩანდა ამ შემადგენლობით,თანაც შვეიცარიასთან ნაჩვენები თამაშის შემდეგ კი ოცნებაც აღარ შეიძლებოდა.მატჩის დასაწყისმა დაამტკიცა ეს მოლოდინი და პირველი სამი წუთი, სროლამდეც კი ვერ მივიყვანეთ ბურთი.ქება და ქება ტედ მაკფადენს.იმ დროს როცა ყველა დაბნეული და დათრგუნული იყო,მან აიღო ბელადობა თავზე აიღო და ბოლომდე ღირსეულად ატარა.გამარჯვების ქულებიც მან ჩაყარა.თანდათან დაიქოქა გიო შერმადინიც და მიუხედავად იმისა,რომ გიო ცინცაძე პირველი მეოთხედის შემდეგ მოედანზე აღარ გამოსულა,გამოუცდელ რატის,ძალიან ავიწროებდნენ სერბიის ძველი მგელი უკანახაზელები და მთელი თამაში არ წაუვიდა სროლები დუდას და მიშას,მაინც შევძელით ანგარიშის სხვაობისა და თამაშში სხვაობის შემცირება.შვეიცარიასთან მატჩისაგან განსხვავებით გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ ტურძელაძე და კორსანტია.სწორედ ისინი აძლევდნენ შერმადინს და ბურჯანაძეს სულის მოთქმის საშუალებას და ძალიანაც წარმატებით სცვლიდნენ მათ.მგონი სწორედ ეს აღმოჩნდა კოკოშკოვისა და მისი ბიჭებისათვის მოულოდნელი სიურპრიზი.ბოლო პერიოდში კი,სერბებს უკვე ნერვიულობაც დაეტყოთ და თამაში აერიათ,ჩვენც თავდაჯერებულობა შევიძინეთ და ის მოხდა,შვეიცარიასთან თამაშის შემდეგ,ამის დაშვებაზე რომ გავიცინებდი.ბრავო ბიჭებო და ბრავო ზუროს,თანაც თამაშის დამთავრებისთანავე გადავრთე ჭიდაობაზე და იმასღა მივუსწარი,თუშიშვილის მეტოქემ,ჰაერში მოხაზული წრე როგორ დაამთავრა ტატამიზე.იპონი და ოქროს მედალი გურამ თუშიშვილს.ღვინიაშვილმაც ბრინჯაო აიღო.არც ეს არის ცუდი.ასე რომ შესანიშნავი საღამო გამოუვიდათ ჩვენს ბიჭებს.გმადლობთ ბიჭებო, ამისათვის.
სოსო
23 თებერვალი 2020 22:51
2
სოსო გეთანხნები 100%!!! ძალიან კარგი კომენტარია!!!
დათო
23 თებერვალი 2020 23:48
1
სოსო გეთანხნები 100%!!! ძალიან კარგი კომენტარია!!!
დათო
23 თებერვალი 2020 23:48
1
ზუროსმა დაჯაბნა კოკოშკოვი ამ შემთხვევაში კოკოშკოვის გაკვალულ გზაზე ჩვენი გუნდი კარგად გაყვა ზუროსს მადლობა ბიჭებს დავალები ზედმიწევნით შესრულებისთვის.
civi
23 თებერვალი 2020 22:48
1
არ გვინდა ჯენინგი და დიქსონი, მხოლოდ თად მაკფადენი,მაკფადენ მაგარი ხარ
irakli
23 თებერვალი 2020 22:44
4
ეს უვარგისი პოლიტანალები რომ არ არსებობდნენ, გაგიხარდება ამ ქვეყანაში ცხოვრება. გაიხარეთ ჯიგრიანებო, მადლობა.............
ქართველი
23 თებერვალი 2020 22:40
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული