დიდებულია - საქართველოს ნაკრებმა ბელგრადში სერბეთი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად სერბეთი 94:90 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა თამაში შეცდომებით დაიწყო, მეტოქე 7:0 დაწინაურდა და ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ილიას ზუროსმა წუთშესვენება აიღო. სერბებმა უპირატესობა თანდათან გაზარდეს, 14 ქულით გაიჭრნენ წინ. მათ რიგებში ყველაზე აქტიური იარამაცი იყო, რომელმაც 10 ქულა ჩააგდო. პირველი მეოთხედი 28:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ხშირად კარგავდა ბურთს, ხოლო მოწინააღმდეგე ეფექტურად იყენებდა პრესინგს.

მეორე პერიოდის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა, მაკფადენის მეცადინეობით, ჩამორჩენის 5 ქულამდე შემცირება მოახერხა. ამის შემდეგ ზუროსმა თავის გამოჩენის საშუალება
ახალგაზრდებს მისცა. კარგად ჩაერთო თამაშში ტურძილაძე. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 48:41 მოიგეს.

მესამე მეოთხედის დასაწყისში კოკოშკოვის შეგირდებმა რამდენიმე შეცდომა დაუშვეს და კონტრშეტევებზე ჩვენმა გუნდმა სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. ჩინებულად ირჯებოდნენ მაკფადენი და შერმადინი. ბოლო წუთზე ანდრონიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოებით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა სერბებმა ბოლო შეტევა გამოიყენეს და სამი პერიოდის შემდეგ ანგარიში 67:65 იყო.

მეოთხე მეოთხედის დასაწყისშივე მასპინძლებმა ჯარიმების ლიმიტი ამოწურეს. შერმადინმა ფარზე რადულიცა და კრავიჩი დაჯაბნა, ანდრონიკაშვილმა ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა და თამაში ქულა-ქულაში წავიდა. ბოლოს მაკფადენმა სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ ჩვენმა გუნდმა იერიში მოიგერია, მაკფადენმა ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა და მოვიგეთ. რა თამაში მოვიგეთ!

33 ქულით ბომბარდირი და მარგი ქმედების 31-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP მაკფადენი გახდა.

23 ქულა, 11 მოხსნა და 1 პასი შერმადინის ანგარიშზეა. 11 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი ბურჯანაძემ მიითვალა. ანდრონიკაშვილმა 8 ქულა ჩააგდო, სანაძემ - 7 (პლუს 4 მოხსნა და 3 პასი), ბერიშვილმა - 6, ტურძილაძემ - 4 (5 მოხსნა), ცინცაძემ კი - 2.

სერბეთის გუნდში გამორჩეულები ავრამოვიჩი (27 ქულა) და იარამაცი (22 ქულა, 6 პასი და მარგი ქმედების 29-იანი კოეფიციენტი) იყვნენ.

მკითხველის კომენტარები / 69 /
გილოცავთ,ძალიან მაგარი იყო ! თავიდან,თამაში რომ დაიწყო, გადართვა მინდოდა -მეგონა გავნადგურდებოდით,მაგრამ კიდევ კარგი ვუყურე! მოკლედ ეს ორი დღეა გახარებული დავდივარ და ღმერთმა არ მოაკლოს ჩვენს ქვეყანას ასეთი სიხარული!
dima
24 თებერვალი 2020 01:23
1
ბედნიერება ქართველებო... მოვინდომოთ და შეგვიძლია... წარმატებები თითოეულ თქვენგანს და თუშის ოქრო ამ საღამოს
ირაკლი
23 თებერვალი 2020 22:21
1
გილოცავთ, მაგარი თამაში მოვიგეთ უმოტივაციოებმა (სატურნირო კუთხით) და ნახევრად საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ბიჭებით. თუშიმ კიდე დიუსელდორფი მოიგო!
Irakli Apkhaidze
23 თებერვალი 2020 22:47
1
ბრძოლა იყო, ბოლომდე და თავდადებული. დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოაცხო ეს გამარჯვება
მერაბ1970
23 თებერვალი 2020 22:15
1
ფანტასტიკა.ამ ბიჭებმა ისტორია დაწერეს.უძლიერესი შემადგენლობითაც კი,საქართველოს გამარჯვება სერბიაში,თითქმის შეუძლებლად ჩანდა ამ შემადგენლობით,თანაც შვეიცარიასთან ნაჩვენები თამაშის შემდეგ კი ოცნებაც აღარ შეიძლებოდა.მატჩის დასაწყისმა დაამტკიცა ეს მოლოდინი და პირველი სამი წუთი, სროლამდეც კი ვერ მივიყვანეთ ბურთი.ქება და ქება ტედ მაკფადენს.იმ დროს როცა ყველა დაბნეული და დათრგუნული იყო,მან აიღო ბელადობა თავზე აიღო და ბოლომდე ღირსეულად ატარა.გამარჯვების ქულებიც მან ჩაყარა.თანდათან დაიქოქა გიო შერმადინიც და მიუხედავად იმისა,რომ გიო ცინცაძე პირველი მეოთხედის შემდეგ მოედანზე აღარ გამოსულა,გამოუცდელ რატის,ძალიან ავიწროებდნენ სერბიის ძველი მგელი უკანახაზელები და მთელი თამაში არ წაუვიდა სროლები დუდას და მიშას,მაინც შევძელით ანგარიშის სხვაობისა და თამაშში სხვაობის შემცირება.შვეიცარიასთან მატჩისაგან განსხვავებით გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ ტურძელაძე და კორსანტია.სწორედ ისინი აძლევდნენ შერმადინს და ბურჯანაძეს სულის მოთქმის საშუალებას და ძალიანაც წარმატებით სცვლიდნენ მათ.მგონი სწორედ ეს აღმოჩნდა კოკოშკოვისა და მისი ბიჭებისათვის მოულოდნელი სიურპრიზი.ბოლო პერიოდში კი,სერბებს უკვე ნერვიულობაც დაეტყოთ და თამაში აერიათ,ჩვენც თავდაჯერებულობა შევიძინეთ და ის მოხდა,შვეიცარიასთან თამაშის შემდეგ,ამის დაშვებაზე რომ გავიცინებდი.ბრავო ბიჭებო და ბრავო ზუროს,თანაც თამაშის დამთავრებისთანავე გადავრთე ჭიდაობაზე და იმასღა მივუსწარი,თუშიშვილის მეტოქემ,ჰაერში მოხაზული წრე როგორ დაამთავრა ტატამიზე.იპონი და ოქროს მედალი გურამ თუშიშვილს.ღვინიაშვილმაც ბრინჯაო აიღო.არც ეს არის ცუდი.ასე რომ შესანიშნავი საღამო გამოუვიდათ ჩვენს ბიჭებს.გმადლობთ ბიჭებო, ამისათვის.
სოსო
23 თებერვალი 2020 22:51
2
სოსო გეთანხნები 100%!!! ძალიან კარგი კომენტარია!!!
დათო
23 თებერვალი 2020 23:48
1
სოსო გეთანხნები 100%!!! ძალიან კარგი კომენტარია!!!
დათო
23 თებერვალი 2020 23:48
1
გილოცავთ ყველას სერბეთან გამარჯვებას
გიგი
23 თებერვალი 2020 22:08
1
გილოცავთ ყველას! იმედია კალათბურთელების, რაგბისტების და ძიუდოისტების წარმატება გადამდები იქნება და მარტში ფეხბურთელებიც გაგვახარებენ ევროპაზე გასვლით!
barsa
23 თებერვალი 2020 23:33
1
ჩვენი მოგება ხომ მაგარია, მარა გრანდების დამარცხებას სხვა მუღამიც ააქ, აგერ წინა ტურში სლოვენია, ლიტვა დამარცხდა დღეს სერბეთ და იქნებ ბობოლებმაც ამოიღონ ხმა ევროლიგის თავგასულობის წინააღდეგ და ეს კალათბურთელების არ გამოშვების პრობლემა იქნებ, როგორმე მოგვარდეს.
Kkk
23 თებერვალი 2020 23:03
1
აი ამას ქვია ძლევაი საკვირველი! მეშინოდა მეგონა დიდი სხვაობით წავაგებდით და თურმე როგორ ვცდებოდი.ლომებივით იომეს ბიჭებმა და სიხარული გვაჩუქეს მთელ ერს. ზუროსი ხომ კიდე ცალკე თემაა, უმაღლესი დონის სპეციალისტია. გილოცავთ ყველას ამ გამარჯვებას.
irakli81
23 თებერვალი 2020 22:39
3
ყოჩაღ ზუროსს ძალიან მებრძოლი გუნდი დააყენა... არ დაუწყია სხვებივით წუწუნი არ მყავს ვარსკვლავები და რა ვქნაო?! ბიჭებმაც ბოლომდე იბრძოლეს, გული ჩადეს თამაშში და მოიგეს... გილოცავთთთთ
ბექა
23 თებერვალი 2020 22:39
1
აი ნომერ პირველი ნაკრები საქართველოში რაგბისტებო და ფეხბურთელებო!მერამდანედ გრანდს ვუგებთ მერამდენედ
ომბუცმენი
23 თებერვალი 2020 22:54
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული