ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად სერბეთი 94:90 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა თამაში შეცდომებით დაიწყო, მეტოქე 7:0 დაწინაურდა და ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ილიას ზუროსმა წუთშესვენება აიღო. სერბებმა უპირატესობა თანდათან გაზარდეს, 14 ქულით გაიჭრნენ წინ. მათ რიგებში ყველაზე აქტიური იარამაცი იყო, რომელმაც 10 ქულა ჩააგდო. პირველი მეოთხედი 28:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ხშირად კარგავდა ბურთს, ხოლო მოწინააღმდეგე ეფექტურად იყენებდა პრესინგს.

მეორე პერიოდის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა, მაკფადენის მეცადინეობით, ჩამორჩენის 5 ქულამდე შემცირება მოახერხა. ამის შემდეგ ზუროსმა თავის გამოჩენის საშუალება ახალგაზრდებს მისცა. კარგად ჩაერთო თამაშში ტურძილაძე. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 48:41 მოიგეს.

მესამე მეოთხედის დასაწყისში კოკოშკოვის შეგირდებმა რამდენიმე შეცდომა დაუშვეს და კონტრშეტევებზე ჩვენმა გუნდმა სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. ჩინებულად ირჯებოდნენ მაკფადენი და შერმადინი. ბოლო წუთზე ანდრონიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოებით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა სერბებმა ბოლო შეტევა გამოიყენეს და სამი პერიოდის შემდეგ ანგარიში 67:65 იყო.

მეოთხე მეოთხედის დასაწყისშივე მასპინძლებმა ჯარიმების ლიმიტი ამოწურეს. შერმადინმა ფარზე რადულიცა და კრავიჩი დაჯაბნა, ანდრონიკაშვილმა ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა და თამაში ქულა-ქულაში წავიდა. ბოლოს მაკფადენმა სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ ჩვენმა გუნდმა იერიში მოიგერია, მაკფადენმა ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა და მოვიგეთ. რა თამაში მოვიგეთ!

33 ქულით ბომბარდირი და მარგი ქმედების 31-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP მაკფადენი გახდა.

23 ქულა, 11 მოხსნა და 1 პასი შერმადინის ანგარიშზეა. 11 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი ბურჯანაძემ მიითვალა. ანდრონიკაშვილმა 8 ქულა ჩააგდო, სანაძემ - 7 (პლუს 4 მოხსნა და 3 პასი), ბერიშვილმა - 6, ტურძილაძემ - 4 (5 მოხსნა), ცინცაძემ კი - 2.

სერბეთის გუნდში გამორჩეულები ავრამოვიჩი (27 ქულა) და იარამაცი (22 ქულა, 6 პასი და მარგი ქმედების 29-იანი კოეფიციენტი) იყვნენ.

არა პოპულიზმს!
გლახუნა აქ მაინც დაანებე თავი შენ საყვარელ ნაცებს! თქვენ არ ხართ თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს ამშენებელები.
სოსო
ვინც ამდენ გახარებულ ხალხს დისლაიქები ჩამოურიგა,იმას."ავსა კაცსა ავი სიტყვა,ურჩევნია სულსა,გულსა".
ZURA
გლახუნა ბიძიკო, კაი დაგემართოს სრულყოფილი ადამიანი არ დაგეთანხმოს შეუძლებელია, მარა დღეს მაგის გამკეთებელი საქართველოში არ მეგულება, ყველა თავისკენ ექაჩება, ვისაც პრეტენზია აქვს ევროპისკენო ზუსტათ ისენი დარბიან პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნით რითაც ჩვენს მწარმს და თქვენსასაც ალბათ თავს ლაფს ასხამს. ამიტომ?????????
გია
ყველაფერში ვეთანხმები პირველ კომენტარს, მაგრამ მანამდე საქართველო ეკონომიკურად მნიშვნელოვნად არ განვითარდება ჩვენი ნიჭიერებით უნდა ვისარგებლოთ. როგორც რაგბიში ასევე კალათბურთშიც ახალგაზრდულმა ენერგიამ თავისი დადებითი როლი უნდა შეასრულოს. ყოჩაღ ზუროსი.
გლახუნა
- ვულოცავ ყველას ამ გამარჯვებას...ახლა წარმოვიდგინოთ -მაგარი -სერიოზული ფინანსები ეროვნულ ჩემპიონატებში- რაგბი,კალათბურთი, ფეხბურთი, წყალბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი...მოკლედ ყველა გუნდურ სახეობაში,გადაჭედილი სტადიონები-მაყურებელი და არ ვიქნებით სპორტის ყველა სახეობაში მძლავრები ?! მთელი კავკასია კი არა- მთელი ევროპიდანაც არ გვეყოლება ლეგიონერები ყველა სპორტში, ძლიერი კონკურენცია?! მით ... ახალგაზრდობის დასაქმებით და ძლიერი ფინანსებით-წარმატებულები ?! და ამისათვის -ბიჭებოო- ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო გვჭირდება,ძლიერი სახელმწიფო,ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით- სტრუქტურებით-მაღალი პასუხისმგებლობით, ანუ თანამედროვე -დასავლური, დასავლური მმართველობის პოლიტიკური სისტემით, თავისი ძლიერი უსაფრთხოება- თავდაცვით,სამართლებრივი წესრიგით,ანუ ძლიერი -სამართლებრივი პოლიცია, სასამართლო, პროკურატურით...თავისი სტრატეგიული ეკონომიკური პროექტებით, იმ დასავლეთის გამოცდილება საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებისათვის, სოფლის მეურნეობის აღორძინებისათვის, განათლების მაღალი ხარისხის დამკვიდრებით, დასავლური ბიზნეს-მ ე ნ ე ჯ მ ე ნ ტ ი- ინვესტიციები(და არა ჩინურ,რუსულ,აზიურ,არაბულ,რუსულ,ირანურ,ინდურ ე.წ. ,,ბიზნესი-ინვესტიციები,,?!რაც უნდა მ ო ვ ი შ ო რ ო თ!!!) ...მისთვის სწორად დასავლეთთან თანამშრომლობა- მხარდაჭერა-თანადგომით?!- ა რ ა- რუსულ-აზიური, დღესაც შუა საუუკუნეების ავტორიტარულ-კრიმინალური,ან ოლიგარქიულ-კრიმინალურ კლანური რეჟიმები,მით ერის ნიჭიერების, თავისუფლება-სამართლიანობის მისწრაფებების,შემოქმედებითი ბუნების დახშობა- ჩახშობა-დეგრადირება და მით შეუქცევადი- სიღატაკე უპერსპექტივობა?! უდიდესი ნიჭის ერი ვართ, მაგრამ უ ნ დ ა მოვძებნოთ ურთიერთთანხმობის,მით ერის იდეურ -მენტალური გაერთიანების საშულებები-შესაძლებლობები და შვეიცარია,დანია, ავსტრია, შვეცია, ბელგიის დონის ეკონომიკურად ძლიერი ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ვიქნებით,მით ზოგადად სპორტის მ ძ ლ ა ვ რ ი სამყარო, მით ჯანსაღი მენტალიტეტის -ძლიერი ერი!- ეს ა რ არის რთული გასაგები!
ჯერი
რა პოლიტიკური მიზეზები რას მიედ-მოედები. სად ნახე საქართველოში ნაკრებს არ გულშემატკივრობდეს ადამიანი პოლიტკის გამო.
tngh
ყველა გამარჯვება მისალოცია!!! გაიხარეთ!!! გულწრფელად მეცოდება ყველა ის, რომელიც პოლიტიკური მიზეზით საქართველოს სპორტის ბოლო გამარჯვებებით არ ხარობს...
qomagi
თქვენი გამჩენის ჭირიმე, თქვენი! კაცნი ყოფილხართ ბურთის დამშვენნი!

ძალიან მაგარი შედეგი, უდიდესი დადებითი ემოცია, დიდი მადლობა ყველას ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო! ნუ ჩავვარდებით ეიფორიაში, გავაგრძელოთ განვითარება უფრო მაღალი მიზნების მისაღწევად და ტიტულების მოსაგებად, მითუმეტეს, რომ ამის რესურსი ნაკრებს ნამდვილად გააჩნია! P.S. მაკფადენს და შერმადინს თუ არ ჩავთვლით ფაქტიურად ამ მატჩში (სხვა მატჩებშიც) სტაბილური მსროლელი არ გვყავდა არც საშუალოდან და არც პერიმეტრიდან, ამასთანავე წლებია უკვე მატჩის სრულად სტაბილურად, კონცენტრაციის დაკარგვის გარეშე ჩატარების პრობლემაც ააქვს ნაკრებს და ამ საკითხებს თუ გამოვასწორებთ ნაკრები ალბათ უფრო დიდი მიზნებისთვის შეძლებას ბრძოლას ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობა და ერთეული მატჩების მოგებაა. წარმატებები კალათბურთელებსაც, ფეხბურთელებსაც და ყველა სპორტსმენს!
ბმბ
ამ კომენტატორებს სად შოულობენ ეს ტელევიზიები, სამსახურს აშოვნინებენ თუ რა ხდება, რა კრიტერიუმებით არჩევენ, მაცოდინა და არ მინდა არაფერი, დარწმუნებული ვარ, ქასტინგები რომ მოაწყონ, უამრავ ნიჭიერ ხალხს ამოარჩევენ, ვინები მოყარეს: "ჯერჯერობით 7-4ს ვიგებთ მესამე პერიოდს", "ახლა რომ ჩაგვეგდო წინ გავიდოდით"ასეთი სისულელეები და უამრავი სხვა როგორი სასმენია
ME
გადეირიეთ ახლა,ესაო და ისაო,ისე როგორც ჩვენი ფეხბურთელების მიერ ესპანეთთან მოგების შემდეგ არაფრისმომცემ ამხნაგურში,გაიხსენეთ რას წერდით სამი დღის წინ შვეცარიასთან თამაშის შემდეგ,როგორც ამბობენ ხბოს აღტაცებას საზღვარი არ აქვსო,მიდით ბოლომდე!!!!!
რივერ პლეიტი
თქვენ შემოგევლეთ ბიჭებო მთელი საქართველოს გახარებისთვის.ჯიგრები ხართ.
დაშოშმინდით
ისე აიქაფეთ პირები გეგონება მსოფლიო ჩემპიონები გავხდით.ჩვენ ორი კაცი გვაკლდა სერბებს 12.ფაქტიურად მაგფადენმა მოიგო თამაში.ქართველებიდან მხოლოდ შერმადინია დონე დანარჩენები საშუალოებიც ვერ არიან.არ მოგბეზრდათ ეს სულელური ტრაბახი.
მარკი
ყოჩაღ.სიტყვები არ მყფნის.ზუროსი გენიოსია.გილოცავთ.
ირაკლი ქუთაისელი
შეირგე შე კაცო ეს ლამაზი მოგება, რა მთავრობა აგიტყდა. ისე ვინ გაგაგდებია ხელიდან ლაფათქა
dima
მაკფადენი გასაოცარი კალათბურთელია,საერთოდ არ იღლება! სხვა ნატურალიზირებულის ასეთი თამაში არ მახსოვს.....
dima
გილოცავთ,ძალიან მაგარი იყო ! თავიდან,თამაში რომ დაიწყო, გადართვა მინდოდა -მეგონა გავნადგურდებოდით,მაგრამ კიდევ კარგი ვუყურე! მოკლედ ეს ორი დღეა გახარებული დავდივარ და ღმერთმა არ მოაკლოს ჩვენს ქვეყანას ასეთი სიხარული!
ბმბ
მაგას ყისმათი არ ჰქვია, სხვა რამე ჰქვია.
ika-s
ლეიბორისტთა ოფისიდან ხარ,მართლა უვარგისო?!
Gela
Magari gaabandzet saiti ra. Rac ar unda dzlieri interneti mqondes video chedavs da palitratv sac exeba . Egec tqvenia.
dima
ეს მთავრობა უშლის ხელს სპორტის განვითარებას და სპორტმოძულე ვაშაძე და ნათელაშვილი ეხმარება?!ტვინი გაანძრიე,თუ გაქვს, სანამ რამეს დაწერ! ბიჭებს ვულოცავ,მაგარი იყო მტრების გულის გასახეთქად!
ika-s
ერთი შენი თავი მომცა-გაგბედრავდი რუსის ბარაბანივით!
მაკფადენი
ბრწყინვალე გამარჯვება! დიდი პატივისცემით თქვენივე გულშემატკივარი, უმჯობესი არ იქნება სტატისტიკაც რომ დაურთოთ ხოლმე როგორც თამაშის ასევე ინდივიდუალურად მოთამაშეების.
მარი
დედა რაიყო ეს...
ემირ
არ მესიამოვნა მაკფადენი რო არჩია ზუროსმა დიქსონს , მაგრამ ყისმათა ყოფილა ეგ ბ(ე)რძენი , არა მგონია დიქსონს ეგრე წასვლოდა თამაში
დათო
სოსო გეთანხნები 100%!!! ძალიან კარგი კომენტარია!!!
დათო
სოსო გეთანხნები 100%!!! ძალიან კარგი კომენტარია!!!
თემურ თათარაშვილს
თემურ, აი ესენი არიან ყ....ბიანი კაცები და არა თვათხარია შსს მინისტრი.
იკა
მადლობა ზუროსს, მადლობა ბიჭებს.უვარგისი მთავრობა ხალხს ცხოვრებაში ხელს რომ არ უშლიდეს , რა გააჩერებდა ხალხის და ქვეყნის წინსვლას. გენაცვალეთ ყველას ჟილკიანო ჯიგარო ქართველებო,,,,,,,,,,,
თემური
მადლობა ბიჭებს.გილოცავთ ყველას
barsa
გილოცავთ ყველას! იმედია კალათბურთელების, რაგბისტების და ძიუდოისტების წარმატება გადამდები იქნება და მარტში ფეხბურთელებიც გაგვახარებენ ევროპაზე გასვლით!
ემირ
Gentis tamashis linki daweret tu icit vinmem
დუდუ
კიდევ ერთხელ გადავახვიე და თავიდან ვუყურე თამაშს. მადლობა ბიჭებო
მიროსან
საღოლ ბიჭეეებს... ამას ქვია ბრძილა... ბრავი მაკდაფენს... ზუროსი პროფესორია რაა.... და წარმოიდგინეთ ამ ნაკრებს სამატებული შენგელია და ბითაძე.... ვიღაცეებს ნაღდად აღარ დაეძინება მშვიდად
მიროსან
:)))))))) გაგაბრაზეს ძმაა?
ვახო
ნაღდი ხარ )
Kkk
ჩვენი მოგება ხომ მაგარია, მარა გრანდების დამარცხებას სხვა მუღამიც ააქ, აგერ წინა ტურში სლოვენია, ლიტვა დამარცხდა დღეს სერბეთ და იქნებ ბობოლებმაც ამოიღონ ხმა ევროლიგის თავგასულობის წინააღდეგ და ეს კალათბურთელების არ გამოშვების პრობლემა იქნებ, როგორმე მოგვარდეს.
rustavi
სადა ხართ აბვა? ვინც წინასწარ წაგებას ამბობდით.სად მამაჩემის მამასთან გაძვერით?
ომბუცმენი
აი ნომერ პირველი ნაკრები საქართველოში რაგბისტებო და ფეხბურთელებო!მერამდანედ გრანდს ვუგებთ მერამდენედ
ზაზა
გენაცვალეთ ბიჭებო.მაგრები ხართ,გილოცავთ. გვეამაყებით. ოღონდ ეს ცინცაძე მოაშორეთ გუნდს და კომიკური პერსონაჟი ლონდარიძე))) და ყველაზე უფრო მოაშორეთ ეს საშინელი და უვიცი კომენტატორები.ბიჭებს წარმატებები.ბრავო
სოსო
ფანტასტიკა.ამ ბიჭებმა ისტორია დაწერეს.უძლიერესი შემადგენლობითაც კი,საქართველოს გამარჯვება სერბიაში,თითქმის შეუძლებლად ჩანდა ამ შემადგენლობით,თანაც შვეიცარიასთან ნაჩვენები თამაშის შემდეგ კი ოცნებაც აღარ შეიძლებოდა.მატჩის დასაწყისმა დაამტკიცა ეს მოლოდინი და პირველი სამი წუთი, სროლამდეც კი ვერ მივიყვანეთ ბურთი.ქება და ქება ტედ მაკფადენს.იმ დროს როცა ყველა დაბნეული და დათრგუნული იყო,მან აიღო ბელადობა თავზე აიღო და ბოლომდე ღირსეულად ატარა.გამარჯვების ქულებიც მან ჩაყარა.თანდათან დაიქოქა გიო შერმადინიც და მიუხედავად იმისა,რომ გიო ცინცაძე პირველი მეოთხედის შემდეგ მოედანზე აღარ გამოსულა,გამოუცდელ რატის,ძალიან ავიწროებდნენ სერბიის ძველი მგელი უკანახაზელები და მთელი თამაში არ წაუვიდა სროლები დუდას და მიშას,მაინც შევძელით ანგარიშის სხვაობისა და თამაშში სხვაობის შემცირება.შვეიცარიასთან მატჩისაგან განსხვავებით გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ ტურძელაძე და კორსანტია.სწორედ ისინი აძლევდნენ შერმადინს და ბურჯანაძეს სულის მოთქმის საშუალებას და ძალიანაც წარმატებით სცვლიდნენ მათ.მგონი სწორედ ეს აღმოჩნდა კოკოშკოვისა და მისი ბიჭებისათვის მოულოდნელი სიურპრიზი.ბოლო პერიოდში კი,სერბებს უკვე ნერვიულობაც დაეტყოთ და თამაში აერიათ,ჩვენც თავდაჯერებულობა შევიძინეთ და ის მოხდა,შვეიცარიასთან თამაშის შემდეგ,ამის დაშვებაზე რომ გავიცინებდი.ბრავო ბიჭებო და ბრავო ზუროს,თანაც თამაშის დამთავრებისთანავე გადავრთე ჭიდაობაზე და იმასღა მივუსწარი,თუშიშვილის მეტოქემ,ჰაერში მოხაზული წრე როგორ დაამთავრა ტატამიზე.იპონი და ოქროს მედალი გურამ თუშიშვილს.ღვინიაშვილმაც ბრინჯაო აიღო.არც ეს არის ცუდი.ასე რომ შესანიშნავი საღამო გამოუვიდათ ჩვენს ბიჭებს.გმადლობთ ბიჭებო, ამისათვის.
civi
ზუროსმა დაჯაბნა კოკოშკოვი ამ შემთხვევაში კოკოშკოვის გაკვალულ გზაზე ჩვენი გუნდი კარგად გაყვა ზუროსს მადლობა ბიჭებს დავალები ზედმიწევნით შესრულებისთვის.
Irakli Apkhaidze
გილოცავთ, მაგარი თამაში მოვიგეთ უმოტივაციოებმა (სატურნირო კუთხით) და ნახევრად საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ბიჭებით. თუშიმ კიდე დიუსელდორფი მოიგო!
irakli
არ გვინდა ჯენინგი და დიქსონი, მხოლოდ თად მაკფადენი,მაკფადენ მაგარი ხარ
ქართველი
ეს უვარგისი პოლიტანალები რომ არ არსებობდნენ, გაგიხარდება ამ ქვეყანაში ცხოვრება. გაიხარეთ ჯიგრიანებო, მადლობა.............
irakli81
აი ამას ქვია ძლევაი საკვირველი! მეშინოდა მეგონა დიდი სხვაობით წავაგებდით და თურმე როგორ ვცდებოდი.ლომებივით იომეს ბიჭებმა და სიხარული გვაჩუქეს მთელ ერს. ზუროსი ხომ კიდე ცალკე თემაა, უმაღლესი დონის სპეციალისტია. გილოცავთ ყველას ამ გამარჯვებას.
ბექა
ყოჩაღ ზუროსს ძალიან მებრძოლი გუნდი დააყენა... არ დაუწყია სხვებივით წუწუნი არ მყავს ვარსკვლავები და რა ვქნაო?! ბიჭებმაც ბოლომდე იბრძოლეს, გული ჩადეს თამაშში და მოიგეს... გილოცავთთთთ
ირაკლი
უხ თქვენ გენაცვალეთ ქართულ ჯიგარშიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
გიორგი
ჩაკვეტაძე და ქვილითაია ძირითადში არიან :)
bmb
ყოჩაღ ბიღებს, ზუროსს ჩემი პატივისცემა, სად მოძებნეთ ეს კაცი, გენაცვალეთ ვინც ეს კაცი საქართველოში ჩამოიყვანა.
lebrona
მე ვფიქრობ რომ ფსიქოლოგიური წnეხის გარეშე ვითამაშეთ და იმიტომ მოვიგეთ
შოთა
ნაღდად არ მეგონა სერბებს თუ მოუგებდით გასვლაზე, ყოჩაღ ბიჭები რაა!! არავინ არაა ჩვენთვის დაუმარცხებელიი!!!
ილია თითქმის მართალი
ბრავოოო!!! გილოცავთ ყველას ამ მართლაც და რომ ბრწყინვალე და დიდებულ გამარჯვებას!!! თუშშვილმა დიუსელდორფი მოიგო და ახლა ვნაზე ფლეშქორზე ჩაკვე და ქვილითაია სასტავში არიან მგონია რომ ესენიც დააგვირგვინებენ დღევანდელ დღეს!! წარმატება გიორგებსაც!!!
macbook pro
ეს. ერთი სხვა მრავალი
ირაკლი
ბედნიერება ქართველებო... მოვინდომოთ და შეგვიძლია... წარმატებები თითოეულ თქვენგანს და თუშის ოქრო ამ საღამოს
მერაბ1970
ბრძოლა იყო, ბოლომდე და თავდადებული. დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოაცხო ეს გამარჯვება
გოგა
კარგები ხართ. გილოცავთ! რა 10 კუში ამოაგდეს:)
ირაკლი
გამარჯვება ხომ კარგია, მაგრამ სულ რომ არ ელოდები და ესეთ თამაშში რომ გაიმარჯვებ ეს არის დიდი წარმატება! მაგარი ხარ ზუროს, მადლობა! გილოცავთ ყველას !
გაგა
დიდებულია!!! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! გილოცავთ!
Grisha
Molodwi arli
გიგი
გილოცავთ ყველას სერბეთან გამარჯვებას
irakli
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო, მთელი საქართველო გაახარეთ, ყოჩაღ თქვენ მაგრები ხართ.
Vvvv
გილოცავთ ყველას ვისიამოვნე შესანიშნავი თამაში იყო ელემენტალური შეცდომები რომ აღარ დავუშვათ ტოპ გუნდი ვიქნებით და ნებისმიერი მეტოქის დამარცხებას შევძლებთ მაპატიეთ კრიტიკა არ მინდოდა უბრალოდ მინდოდა ამეღნიშნა რომ შეგვიძლია გრანდი გუნდების სიაში შევიდეთ გილოცავთ
Dato
ყოჩაღ ბიჭებო! ყოჩაღ ზუროს!
Nnn
ეხო იგორამ თქვა არ უნდა მესწავლებინა ამათთვის ხეზე ასვლაო.დდდდ
Shoti
Vamayobtt tqvenittt bicheboo gilocavtt!!!
დათო
ყოჩაღ!!! სიტყვები არ მყოფნის!!! მადლობა!!!
gigi
გილოცავ ყველას ამ გამარ ჯვებას
d d d
yochag bijebi3
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება
შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა
კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს
"მეფე აქ არის" - "ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიმატა
ასეთი შეხვედრა მოუწყვეს "კვარას" და პსჟ-ს აშშ-ში - ლუის ენრიკე პარიზში გამარჯვებული დაბრუნებას აპირებს
ზურიკოს შეძენის სურვილი კიდევ ერთმა ფრანგულმა კლუბმა გამოთქვა
სპალეტის ზღაპრული ანაზღაურება შესთავაზეს და შეიძლება რონალდოს გუნდის მწვრთნელი გახდეს
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან პირველი ტაიმი 7 ქულით წააგო
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა[VIDEO]
საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება
ალეკსანდარ ჯიკიჩი: მონდომება არ არის საკმარისი ისეთი კარგი გუნდების დასამარცხებლად, როგორიც სერბეთია
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია