საქართველოს ნაკრებთან დამარცხება (90:94) სერბეთის მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა ასე ახსნა:
"მინდა გულშემატკივრებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადავუხადო. მათ გასახარებლად ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ხანდახან კალათბურთში ყველაფერი სასურველად არ ხდება. ქართველებს გამარჯვებას ვულოცავ. ეს სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია, ხუთი წელია ერთი მწვრთნელი უდგას სათავეში, ჩამოყალიბებული სისტემა გააჩნიათ.
თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, ენერგიულად. მოგება გვსურდა. მე მართლა მიმაჩნია, რომ სპორტსმენები თამაშობენ, მწვრთნელები კი - აგებენ. ყოველი მარცხის შემდეგ მიზეზს ეძებ. ბევრი შეცდომა დავუშვით. ბევრი რაღაცის დანერგვას ვცდილობდით. ქართველთა გუნდმა უკეთ იასპარეზა. ბოლო ორი დღე ცოტა
ვინერვიულეთ. ფინეთთან ბევრად ადვილი თამაში გვქონდა. მეტოქის კალათში ბურთს ადვილად ვერ ვაგდებდით. ზოგიერთ ჩვენს ახალგაზრდას ნერვიულობა დაეტყო.
მათ შერმადინი და მაკფადენი ჰყავთ, რომლებიც დომინირებდნენ - საქართველო უკეთესი გუნდი იყო და დამსახურებულად გაიმარჯვა", - ციტირებს კოკოშკოვს sportklub.rs.