თბილისში დაბრუნებულ საქართველოს ნაკრებს აეროპორტში დახვდნენ და ისტორიული გამარჯვება მიულოცეს - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ და სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ.
კალათბურთელთა ნაკრებმა სერბეთში გამარჯვებამდე თბილისის სპორტის სასახლეში შვეიცარიის ნაკრები 96:88 დაამარცხა, მომდევნო
შეგახსენებთ, რომ ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ერთ-ერთ ჯგუფს თბილისი მასპინძლობს. ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატზე თამაში აქედანვე გარანტირებული აქვს, თუმცა შესარჩევ ეტაპს, როგორც სხვა მასპინძელი ქვეყნები – გერმანია, ჩეხეთი და იტალია - მაინც თამაშობს, რაც მწვრთნელებს გუნდის მომზადების და ახალი ტაქტიკური სქემების გამოცდის შესაძლებლობას აძლევს, ნაკრების ახალგაზრდა კალათბურთელები კი ძლიერ მეტოქეებთან პაექრობით დიდ გამოცდილებას იძენენ.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით