დღეს, 28 თებერვლის დილით, NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრაში "ინდიანა პეისერსმა" საკუთარ დარბაზში "პორტლენდ ბლეიზერსი" დაამარცხა - 106:100.
აღნიშნულ მატჩში პარკეტზე 6:40 წუთი გაატარა "ინდიანას" ცენტრმა გოგა ბითაძემ. ამ დროში ახალგაზრდა ქართველმა 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 ბლოკი მოუტანა თავის გუნდს. გოგამ 2 სამქულიანი ააცილა, ხოლო 1 ორქულიანი ჩააგდო. გოგას პარკეტზე ყოფნისას "ინდიანამ" მეტოქეს 2 ქულით აჯობა.
"ინდიანას" შემადგენლობაში საუკეთესო ისევ დომანტას საბონისი იყო, რომელმაც ჩაგდებულ 20 ქულასთან ერთად 11-ჯერ მოხსნა ბურთი.
შემდეგ თამაშში ქართველის გუნდი გასვლაზე "კლივლენდ კავალიერსს" დაუპირისპირდება.
სხვა შეხვედრები
ფილადელფია - ნიუ იორკი 115:106
ოკლაჰომა - საკრამენტო 112:108
გოლდენ სტეიტი - ლეიკერსი 86:116