NBA. ბითაძემ გუნდს სარგებელი 6 წუთშიც მოუტანა - "ინდიანამ" "პორტლენდს" აჯობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 28 თებერვლის დილით, NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრაში "ინდიანა პეისერსმა" საკუთარ დარბაზში "პორტლენდ ბლეიზერსი" დაამარცხა - 106:100.

აღნიშნულ მატჩში პარკეტზე 6:40 წუთი გაატარა "ინდიანას" ცენტრმა გოგა ბითაძემ. ამ დროში ახალგაზრდა ქართველმა 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 ბლოკი მოუტანა თავის გუნდს. გოგამ 2 სამქულიანი ააცილა, ხოლო 1 ორქულიანი ჩააგდო. გოგას პარკეტზე ყოფნისას "ინდიანამ" მეტოქეს 2 ქულით აჯობა.

"ინდიანას" შემადგენლობაში საუკეთესო ისევ დომანტას საბონისი იყო, რომელმაც ჩაგდებულ 20 ქულასთან ერთად 11-ჯერ მოხსნა ბურთი.

შემდეგ თამაშში ქართველის გუნდი გასვლაზე "კლივლენდ კავალიერსს" დაუპირისპირდება.


სხვა შეხვედრები

ფილადელფია - ნიუ იორკი 115:106
ოკლაჰომა - საკრამენტო 112:108
გოლდენ სტეიტი - ლეიკერსი 86:116

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
aq problema psiqologiuria dzalian ganicdis nerviulobs moatavsebs tu ara zustad amitom upro aacilebs vidre moatavsebs amitom wnexisgan unda gantavisupldes unda shemoudzaxos sakutar tavs da saertod daikidos mere ra aacilebs da aacilebs acilebam piriqit stimuli misces rom ibrdzolos iomos meti iniciativa ganagldi swori gagebit nuravis uyyreb da elodebi gaakete is rac yvelaze kargad shegidzlia da es kargad samianebiscsrolaa romelshic magari xar da bareors daiglej moeshvi tamashis dros isiamovne brdzolit gaigizhe tavi yvelaperi scade tundac polebis xarjze ar moeshva dges ara xval es shedegs mogcems. waakitxet gtxovt gogas.
kaxa
18:44 28-02-2020
0
სამქულიანი სროლა ძალიან გაუფუჭდა გოგას.ალბათ დამატებით უნდა ივარჯიშოს.შერმადინიც შესანიშნავად ტყორცნიდა სამქულიანნებს,საქართველოში თამაშისას,ახლა კი,როცა სიტუაცია მოითხოვს,მაშინაც აღარ ისვრის.არადა რამდენად მოიმატებდა მისი ღირებულება,ეს კომპონენტი ისევ რომ შეიტანოს თავის არსენალში.თუ ყურადღება მიაქციეთ,ბოლო,გადამწყვეტი სამქულიანი ტერნერმა ჩააგდო,გოგას კონკურენტმა ცენტრის პოზიციაზე,გოგამ კი ორიდან ორივე ააცილა და საერთოდაც ძალიან გაუფუჭდა სამქულიანების სიზუსტის პროცენტი.
სოსო
15:37 28-02-2020
1

სიახლეები პოპულარული