ზუროსი: შენგელიამ ფინალის შემდეგ მომწერა, რომ ასეთივე წარმატების მიღწევა ნაკრებში სურს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გუნდის კაპიტან თორნიკე შენგელიას თაობაზე eurohoops-ის ჟურნალისტ ახილიას მავროდონტისთან ისაუბრა.

"შენგელია მართლაც კონცენტრირებულია თავის ეროვნულ გუნდზე. ესპანეთის ჩემპიონატი "ბასკონიასთან" ერთად მოიგო და ამაყად ააფრიალა საქართველოს დროშა. ფინალის შემდეგ სულ რაღაც ერთ საათში მომწერა, რომ ერთი სული აქვს, ასეთ წარმატებას ნაკრებში როდის მიაღწევს.

ის საკუთარ ქვეყანას უმაღლეს დონეზე საუკეთესოდ წარმოაჩენს. სპორტი ხალხს აერთიანებს და პოლიტიკასთან არაფერი საერთო არა აქვს".

შეგახსენებთ, შენგელიას ცსკა-ში გადასვლას საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
პოლიტიკა=სპორტი+კინო+თეატრი+მუსიკა. დაგუგლეთ მაინც იაროსლავ ჰოლიკი ვინ იყო და რა გააკეთა.
1. მავანთა გასაგონად კალათბურთი იმდენად კარგად ვიცი, ვერც კი წარმოუდგენიათ;
2. ცსკა არ უდრის (=) არც რუბინს და არც სპარტაკს და არც ზენიტს და რატომ ამის ახსნა თუ საჭიროა აღარ ვიცი..
3. შენგელია არ უდრის (=) არც კვარაცხელიას, არც ანანიძეს, არც ტაბიძეს. ღმერთმა ქნას მალე მათ შორის სპორტულ კლასსა და დონეზე ტოლობა დამეწეროს...
4. ევროპის ვარსკვლავი ნაკრების კაპიტანი რამდენი გვყავს ან გვყავდა??? რომელი მათგანი მოიქცეოდა ასე უგუნურად? კალაძე, გორგოძე თუ ფაჩულია? არცერთი...ერთი მათგანი მაინც ფერმკრთალად დაასველებდა სიტყვას...
5. კარიერაც მესმის, ჩემპიონობის წყურვილიც, ტიტულების მოპოვების სურვილიც, გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს, მართლა გამიხარდება, მაგრამ ეროვნული ნაკრების კვართი და კაპიტნის სამკლაური ღირსეულ შემცვლელს უნდა ჩაბარდეს. მტკივნეულია ამის თქმა, მაგრამ მაგალითი უნდა იყოს მომავალი თაობისთვის. მიშა ფოცხვერიაც არ გახსოვს ახმატოვი "შახტარის"მილიონებს უარი რომ უთხრა და საქართველოს ნაკრებში ითამაშა? კარიერა დაინგრია ადამიანმა, გამართულად ქართულად ვერ მეტყველებდა...
Segestrya
12 აგვისტო 2020 17:58
1
რა პოლიტიკა ამხელა ხალხი მართლა რეებს წერთ? ყველას ხო გყავთ შენგელია სოც. ქსელებში 8 აგვისტოს რამე დადო?? ზაზამ დადო სთორი, შენგელიამ ვერა :)) და საქართველოს კაპიტანს პოსტის დადება რო ეშინია კიდე კაპიტანია ?! აპრავეთ ეხლა შენგელია კაცია ევროლიგას მოიგებსო :) მოიგოს ვულოცავ !!!
არჩი
12 აგვისტო 2020 17:01
2
სწორედ ამას გავუსვი მეც ხაზი, და ამ რუსეთუმეებს ან "სპორტი პოლიტიკა არაა"-ს მძახებლებს უნდა წააკითხო რა "ტკბილი" სიტყვები უძღვნეს რუსულ საიტზე ნაცვლიშვილს როდესაც ვითომ გააპრავა თოკო და დაწერა შენგელიაზე ჩემი მეგობარია და რუსეთი ოკუპანტიო. რატომ არაფერი თქვა მერე თავზე რომ დაახურეს ყველაფერი !!
მაგრამ ესენი ფულის გამო ყველაფერზე იტყვიან უარს . ღირსება არ გააჩნიათ
mikhael
12 აგვისტო 2020 17:40
1
"რუბინი", "სპარტაკი", "ლოკომოტივი", "ალანია" და სხვები რუსული კლუბები არ არის და მხოლოდ ცსკა არის რუსული? თუ სიტყვა არმია გაღიზიანებთ, რომელიც მხოლოდ დასახელებაშია, რეალურად კი კერძო კლუბია. მართლა მეცინება მათზე, ვინც საქართველოს ჩემპიონატის ერთ მატჩზე არ არის ნამყოფი და კალათბურთელის რომელიღაც გუნდში გადასვლაზე საუბრისას ლამის უდიდესი გულშემატკივარი ხდება. მოკლედ, არავის აინტერესებს ეს უსაგნო დაპირისპირება. შენგელია თამაშობს ევროპის საუკეთესო საკალათბურთო კლუბში, სადაც არავინ უკრავს რუსეთის ჰიმნს, ყავს ბერძენი მწვრთნელი, ამერიკელი კაპიტანი და 90% უცხოელი მოთამაშე. ვუსურვებ წარმატებას ცსკა-ში და რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებში
ლევანი
12 აგვისტო 2020 13:26
11
მტერი და მოყვარე ვერ გაგირჩევია. რა უნდა გელაპარაკო
გიორგი
12 აგვისტო 2020 18:00
1
შენგელია ჩემთვის დამთავრებულია. თვითონ გამოუტანა განაჩენი საკუთარ თავს. მის ნაკრებში გამოჩენას გულშამატკივრის რეაქცია ექნება. მე პირადად მექნება რეაქცია.
გენა
12 აგვისტო 2020 13:07
11
ბრავო ილო, ნამდვილი პროფესიონალი ხარ !!!

ნეტა შენნაირი ბევრი გვყავდეს საქართველოში , არა მარტო სპორტში !!!
გიო
12 აგვისტო 2020 10:43
8
შენგელიას სახის შენარჩუნება იქნება კაპიტნობის ნებაყოფლობით ჩაბარება და არა ჩამორთმევა, ყორანის გათეთრების 0,00001% შანსი რომ ყოფილიყო ზაზა ფაჩულიას ამას ვერავინ დაასწრებდა, რაც მთავარია ღირსეული ექს კაპიტნის სიტყვას დიდი ფასი აქვს....ძალიან მტკივნეულია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველ კალათბურთელ ვარსკვლავზე სიტყვა ობსტრუქციის გამოყენება...მაგრამ....არის რაღაც რასაც არ უნდა გადააბიჯო ადამიანმა, არანაირ ფასად და კარიერის მწვერვალად არ ღირს...შავი პურს უფრო გემრიელად შეჭამ ვიდრე ხამონის ან ასეტრინის სტეიკს...მართლა გული მწყდება..
Segestrya
12 აგვისტო 2020 10:26
19
რუსოფილო,შეიგნე ერთხელ და სამუდამოდ ის,რომ ამ ქვეყნად ყველაფერი,აბსოლუტურად ყველაფერი პოლიტიკაა!!! ასე იყო ოდითგან და ასე იქნება მანამ,სანამ
კაცობრიობა იარსებებს!!! შენგელიას კი მინიმუმ უნდა ჩამოერთვას კაპიტნის სამკლავური,მას კაპიტნის სამკლავურის ტარების მორალური უფლება აღარ აქვს!!!
შაკო-ს
12 აგვისტო 2020 13:17
7
გეტყობა, კალათბურთზე წარმოდგენა არ გაქვს და ცდილობ პოლიტიკაში გადაიტანო ყველაფერი. სწორედ ცსკა-ში გადასვლა იყო მართებული გადაწყვეტილება. მას იმ ადამიანების აზრი აინტერესებს, ვინც სპორტთან არის დაკავშირებული და საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობს და არა იმათი, ვინც სრულიად შეუსაბამო და დაპირისპირებაზე აგებულ აზრებს აფრქვევს! მისთვის ზუროსი და თანაგუნდელებია მთავარი.
შაკო
12 აგვისტო 2020 12:38
21
ე.ი. მთელი ჩვენი საკალათბურთო "ელიტა" მამა-შვილი შენგელიების "გაპრავებაშია" ჩართული...გულისამრევი გახდა უკვე თქვენი კომენტარები!!!
პაატა
12 აგვისტო 2020 07:54
16
სპორტი ხალხს აერთიანებს და პოლიტიკასთან არაფერი საერთო არა აქვს".

სულ მაინტერესებდა ასეთ რამეს ვინც წერს შეგნებულათ წერს თუ მართლა ასე გონია?


10 წლისა ქვეყნიდან გამაგდეს
და ეხლა ჩემ შვილს ვეტყვი: მიდი მამი წათი იქ სპორტი ხომ პოლიტიკა არაა. პროსტა მე მამა მომიკლეს, 300.000 ქართველი გამოგვაგდეს, ყველაფერი მაგათ გამო დავკარგეთ, მარა სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთან ხომ არაფერ შუაშია შვილო? იქ ჰიმნი რომ გაიჟღერებს იმათი გულზე ხელი დაიდე.
მერე საქართველოში რომ ჩახვალ სუფრაზე გმირების სადღეგრძელო არ დაგაბიწყდეს.



ქართველებისგან რომ ვისმენ ასეთ სირობას დანასავით მხვდება გულში ხოლმე.

ილია
12 აგვისტო 2020 03:55
10
სოსოს-ს.პატივს გცემო და გმადლობ რომ პატივს მცემ.ესე იგი ხშირად ეთანხმები ჩემს ნააზრევს და სულელად არ მთვლი.ამიტომ შევეცდები ჩემი აზრი დავიცვა.სად ნახე უადგილო პარალელები?ყველა ომი საბოლოოდ მთავრდება მოლაპარაკებით და ჭკვიანი დიპლომატები,ზოგჯერ იმასაც კი ახერხებენ,რომ ომით დაკარგული,მოლაპარაკებით დაიბრუნონ,ვახერხებთ ჩვენ ამას?არა,აი სხვები კი ჩვენთან ყოველ ნაბიჯზე ახერხებენ.შესაძლოა ომით დაკარგულს არა, მაგრამ ის რაც ჩვენი იყო და კანონით ჩვენად უნდა დარჩეს ხოლმე,მოლაპარაკების შემდეგ,უეცრად სხვისი ხდება.ვისი ბრალია?იმათი ბრალი,ნამდვილად არ არის.ისინი თავისას ცდილობენ.ბრალი ჩვენია,რადგან ისეთ ხალხს ვუშვებთ მოლაპარაკებაზე,ვინც ამ საქმისა არაფერი იცის,უფრო ხშირად კი არც იცის,არც სხვას ეკითხება,არც აინტერესებს და იქიდან პირად გამორჩენას ცდილობს.როდესაც პარალელებს მიწუნებდი,ალბათ იმიტომ,რომ ეს ყველაფერი ველი უბედურებაა და ახლა ნაკლებად გვტკივა,მაგრამ ქართველი მეფეები მაშინ აწარმოებდნენ მტერთან მოლაპარაკებებს,როცა ხალხს ჭრილობები ჯერ მოშუშებული არ ჰქონდათ,ცდილობდნენ ქვეყანას სული მოეთქვა,უკეთ მომზადებულიყო,მოსახლეობა მოემრავლებინა.მეორე მხრივ "არ დაილევა სახნისი,არ გამოვიდეს სახნისიო"ჩვენ ვერასოდეს გავხდებით ისე ძლიერი,რომ რაც გინდა განადგურდეს რუსეთი,ჩვენზე ძლიერი მაინც იქნება.რუსეთი,თიხის ფეხებზე შემდგარი გოლიათი აღმოჩნდაო,ჯერ კიდევ კომუნისტები ამტკიცებდნენ მეფის რუსეთზე.მეფის რუსეთი დაემხო,მაგრამ მის ადგილზე საბჭოთა კავშირი ამოიზარდა და კვლავ ევროპის ჟანდარმის როლი მოირგო.დაიშალა საბჭოთა კავშირი, მის ადგილზე რუსეთის ფედერაცია დარჩა და ახლა სნგ-ს,ის აკოწიწებს.რუსეთს აქვს უზარმაზარი ტერიტორია და რესურსები,რომელიც მას მოსახლეობასთან ერთად,რომელსაც სისხლში აქვს გამჯდარი რწმენა,რომ ოღონდ ქვეყანამ სხვა დაჩაგროს,თვითონ საშიმშილოდაც მზად არის,ფაქტობრივად დაუმარცხებელია.შესაძლოა აქ დომინანტები, რუსები აღარც იყვნენ,მაგრამ ეს ტერიტორია ვისიც გახდება,ისიც იგივე პოლიტიკას გააგრძელებს.რუსეთში რუსების წილი სულ უფრო მცირდება და მატულობს ჩინელების და მაჰმადიანი მოსახლეობის წილი.მალე სწორედ ამ ორ ძალას შორის ატყდება წამყვან ძალად ქცევისათვის ბრძოლა.ჩვენი მთავარი პრობლემა რაღაა?ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა,რომ ერი ვკვდებით.ქართველების რიცხოვნობა სულ უფრო მცირდება და 30 წელში,განახევრებას გვპირდებიან.ესეც იმ შემთხვევაში,თუ მოსახლეობა საქართველოში დარჩება.ჩვენთან კი რა ხდება?ადრე თუ გურული იბადებოდა და გული თბილისისაკენ მიმიწევსო,ახლა გული უცხოეთისაკენ მიუწევთ და ეს აათმაგებს პრობლემის სიმძაფრეს.რუსეთზე უფრო გაძლიერებას ვისით აპირებ?მე რომ სკოლა დავამთავრე,სკოლაში 700-მდე ბავშვი სწავლობდა,ჩვენ სამი პარალელური კლასი ვიყავით,კლასში 27-28 მოსწავლით,ახლა კი ერთი კლასი ვეღარ კომპლექტდება,20 ბავშვით.განათლების დონე რომ კატასტროფულზე ქვევით დავარდა და განათლების სისტემა მთლიანად დაანგრიეს და არა შემთხვევით,ეს კიდევ სხვა საკითხია.ახალგაზრდობა რომ ჯარის მაგივრად გირჩში მიდის,მათ უნდა დაამარცხონ რუსეთი?ერის ფიზიკური გადარჩენა და და შენარჩუნებაა ჩვენი მთავარი საზრუნავი და ესეც კი მიუღწევადი ჩანს ჩვენი გაყიდული მთავრობის,ოპოზიციის,არასამთავრობო სექტორის პატრონი.როცა შენ თვითონ ხარ,საკუთარი ქვეყნის გამყიდველი და მტერი,ყველა შენი მეზობელი ხელის მოთბობას შეეცდება,შენ ხარჯზე.ეს მათი ბრალი კი არ არის, შენი ბრალია და მას ნუ დაემდურები.გადამყრელი, კაცს უყვარდა,ღმერთს ეჯავრებოდაო.ჩვენ ვყრით,სხვები კი ჰკრეფენ.90 წლიდან დავიწყეთ,როცა მთელი საქონელი თურქეთში ჭინჭებზე გადაცვალეთ,მრეწველობა კი ჯართის ფასად გავყიდეთ და ახლა უკვე მიწების გაყიდვაზე გადავედით.არავინ არის უფრო მეტი მტერი,ვიდრე ჩვენ თვითონ ვართ.აქ მთავრობაც არ არის მარტო,იმიტომ რომ მთავრობაც ზუსტად ის არის,რაც ჩვენ,მთელი ერი ვართ.რაც ერი,ის ბერიო.ესეც ხომ ქართული სიბრძნეა.ვინც მოყვარესა არ ეძებს,იგი თავისა მტერიაო და ჩვენც ყოველ ნაბიჯზე ვცდილობთ მტრები გავიჩინოთ.კი ბატონო,კარგია მუდამ მტრიანიო,ვაჟამ ბრძანა,მაგრამ მტრისა რომ არ გეშინოდეს,შენ მასზე ძლიერი უნდა იყო.ვართ კი?გულში ჩაიხედეთ და ისე თქვით სიმართლე.რეგიონში ყველაზე სუსტები და ყველაზე უმეგობროები ჩვენ აღმოვჩნდით.აღმოვჩნდით იმიტომ,რომ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში ყველაფერს თავისი ფასი აქვს.ყველა ჩვენ გვიფასებდა თავის სამსახურს,დახმარებას და მხოლოდ ჩვენ ვეხმარებით ყველას უანგაროდ,ან მხოლოდ პირადი ანგარებით.როცა შენ შენსას არ მოითხოვ,გიჟი ვინ არის თავისი სურვილით მოგცეს?ამ სისტემაში ასეთი რამე არ არსებობს.ჰოდა ვღვრით სხვის ნაცვლად ცრემლებს,სისხლს,ვკარგავთ ტერიტორიებს და კიდევ უფრო დამოკიდებულები ვხდებით სხვებზე.არ ვიცი გამომიქვეყნებენ თუ არა ამას,მაგრამ თუ არ დაბლოკეს,ვფიქრობ დამეთანხები,რომ ეს ნამდვილად არ არის წარუსოფილება.უბრალოდ ჩვენ ქვეყანაში ისე ხდება,რომ თუ ქვეყნის სატკივარზე კაცმა ხმა ამოიღო,მაშინვე ეჭვი შეაქვთ,რომ პრო ვიღაცა ხარ.უკვე აღარც კი გვჯერა,რომ ვინმეს,რომელიც შენ არ ხარ,შეუძლია საკუთარი ქვეყანა უყვარდეს.ისე ეს აზრიც შეგნებულად შემოგვაპარეს,რომ კიდევ უფრო დავექსაქსეთ და ერთ აზრზე ვერ მივსულიყავით.
სოსო
12 აგვისტო 2020 20:54
3
პატივს გცემ და ძალიან გთხოვ,ნუ წაირუსოფილებ!!! აბსოლუტურად უადგილო პარალელებს ავლებ,სიმართლე გითხრა მიკვირს კიდეც შენგან...და ბოლოს,შეიგნე(თ) ერთხელ და სამუდამოდ ის,რომ რუსეთის ძირგამომპალი და აქოთებული ყოფილი იმპერია,აღიარებს მხოლოდ ძალას,რაც დღეს თუ არ გვაქვს,სულაც არ ნიშნავს იმას,რომ არც ხვალ გვექნება!!!
სოსო-ს
12 აგვისტო 2020 13:24
4
ყველა გამოხმაურება
შენგელია არასოდეს იფიქრო რომ დაგვავიწყდება. იმედი მაქვს ყველა საშინაო თამაშზე იგრძნობ თუ რამხელა უპასუხისმგებლო ნაბიჯი გადადგი. გაახარე და აგუგუნე ღორისტანის ტრიბუნები.
David
12 აგვისტო 2020 02:26
26
ჰო აბა არაფერი აქვს საერთო და ამიტომ არის ბერძნები და თურქები ასე რომ "ძმობთ" ერთურთს. როგორ ყველა ჩვენ გვარიგებს ჭკუას . ახლა აქედანვე ამზადებენ ხალხს ობსტრუქცია რომ არ მოუწყონ რუბლს დახარბებულს!!!!
08.08.08 რომ იყო ზაზამ ინსტაგრამში დადო სურათი წარწერით we remember 08 08.08 და თოკომ მთელ ქვეყანას და საკუთარ ერს დაადო !!!!
მსგავსი უპატივცემულო მოქცევა არავის უნდა ეპატიოს!
მიხაელ
12 აგვისტო 2020 01:52
17

სიახლეები პოპულარული