კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

ზუროსი: შენგელიამ ფინალის შემდეგ მომწერა, რომ ასეთივე წარმატების მიღწევა ნაკრებში სურს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გუნდის კაპიტან თორნიკე შენგელიას თაობაზე eurohoops-ის ჟურნალისტ ახილიას მავროდონტისთან ისაუბრა.

"შენგელია მართლაც კონცენტრირებულია თავის ეროვნულ გუნდზე. ესპანეთის ჩემპიონატი "ბასკონიასთან" ერთად მოიგო და ამაყად ააფრიალა საქართველოს დროშა. ფინალის შემდეგ სულ რაღაც ერთ საათში მომწერა, რომ ერთი სული აქვს, ასეთ წარმატებას ნაკრებში როდის მიაღწევს.

ის საკუთარ ქვეყანას უმაღლეს დონეზე საუკეთესოდ წარმოაჩენს. სპორტი ხალხს აერთიანებს და პოლიტიკასთან არაფერი საერთო არა აქვს".

შეგახსენებთ, შენგელიას ცსკა-ში გადასვლას საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ