იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი

AutoSharing Option
#Sixth_Man

პირველ რიგში, იგორ კოკოშკოვისა და ილიას ზუროსის შედარების დროს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე გვაქვს აბსოლუტურად სხვადასხვა სტილის სპეციალისტებთან.

დავიწყოთ კოკოშკოვით:
უძლიერესი მწვრთნელია (ევროპის დონეზე), მაგრამ საქართველოს ნაკრებში მისი დრო უკვე ამოწურული იყო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმეს თავს ვერ ართმევდა კარგად. უბრალოდ, ჩვენი ნაკრები იმ კონდიციაში ჩადგა, ევროპის ერთ-ერთ სერიოზულ ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა და ითვლება. შესაბამისად, ასეთი დონის გუნდს სჭირდება ჩამოყალიბებული სისტემა. ამას კი იგორის ტაქტიკა ვეღარ ესადაგებოდა.

კოკოშკოვი არის მწვრთნელი, რომელიც ძალიან პროდუქტიულად ათამაშებს გუნდს, რომელსაც ჰყავს
მსროლელები. ამის ნათელი მაგალითია სლოვენიის ეროვნული ნაკრების წარმატება იგორის "თავკაცობით". საქართველოს ნაკრებს კი, რამდენი სტაბილურად კარგი "სნაიპერი" ჰყავს? -  ძალიან ცოტა.

ჩვენ, გვინდა თუ არ გვინდა, ჯერ კლასიკური სტილით თამაში მოგვიწევს (მეპასე გამთამაშებელი, აქტიური ცენტრი და მძიმე ფორვარდი, დაცვაზე ორიენტირებული Role Player-ები). ვიმეორებ - ჯერ!

სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც სერბი სპეციალისტის წასვლის დრო იყო და ასეც მოხდა, თორემ მას ენთუზიაზმს არავინ უკარგავს. გუნდისა და მწვრთნელის სტილი ვეღარ მიესადაგა ერთმანეთს, უბრალოდ.

რა მოხდა შემდეგ? მოვიდა ილიას ზუროსი, რომელიც ნამდვილადაა კლასიკური კალათბურთის მიმდევარი, მაგრამ, კოკოშკოვისგან განსხვავებით, ენთუზიაზმის ნასახიც არ ეტყობა...

გაგიჩნდათ ბოლო ფრაზაზე პროტესტის გრძნობა? მესმის, იმიტომ, რომ თამაშების დროს მთელი მონდომებით ცდილობს მოგებას, მაგრამ სად ჩანს ენთუზიაზმი, როცა კონკრეტული სისტემის შექმნაა საჭირო? სწორედ ამაზეა საუბარი.

ვამბობთ კლასიკური სტილიო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ გამთამაშებლისა და 3-წამიანი ზონის "მაღლებით" უნდა ხდებოდეს შეტევა.

ილიას ზუროსი ზედმეტად ინერტულად უდგება საკითხს და მისი შეტევა მთლიანად წინახაზელების იმპროვიზაციაზეა დამოკიდებული, სამწუხაროდ...

ამის შემდეგ ისმის კითხვა: მწვრთნელი მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ მოთამაშეები ვარჯიშებზე დაიბაროს და შეხვედრების დროს ცვლილებები გააკეთოს? - არა, რა თქმა უნდა... ტაქტიკა, სტრატეგია... სადაა ეს ყველაფერი? მაღლებისთვის ბურთის ჩაგდება და იმპროვიზაციის ლოდინი არც ერთია და არც - მეორე.

არ ვიცი, ფედერაცია რას აპირებს, მაგრამ ამ კაცს ან სწორად მუშაობა უნდა მოეთხოვოს, ან იმ კონტრაქტს გადაეხედოს, რომელიც კიდევ ორი წელი გვავალდებულებს ამ ყველაფრის ყურებას...

მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ გვჭირდება ილიას ზუროსი, რომელიც იგორ კოკოშკოვის ენთუზიაზმითა და კლასიკური სტილის ნოვატორულთან სინთეზის მიდგომით დააბალანსებს საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს.

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე
მკითხველის კომენტარები / 28 /
რა იდიოტობა, ვინ დაწერა ეს? შედეგებს გადახედეთ რა დონის გუნდებს ვუგებთ და საკმაოდ ხშირადაც. ზუროსი ჭკვიანი და პრაგმატული მწვრთნელია, ყველა თამაში მოგება უნდა, არაქვს მნიშვნელობა რა შემადგენლობა ყავს და რა თამაშია ამხანაგური თუ ოფიციალური, აი ზუსტად ასეთი მწვრთნელი გვჭირდება და გვყავს კიდევაც.
გოგა
16 სექტემბერი 2020 00:30
1
ჯერ ერთი თუ ანალიზს აკეტებთ მეტი კვალიფიკაცია მოგეთხოვებათ, მიზეზები იხილეთ.
1. საერთოდ კოკოშკოვმა ამოწურა თავის თავი ნაკრებში. აგვიანებდა შეცვლებს, არ ათამაშებდა მთლიანად ნაკრებს, ეყრდნობოდა ერთეულებს, ეშინოდა ცვლილებების, კონსერვატორი ხედვები ქონდა.
2. ზუროსი ენერგიას გადასცემს გუნდს, ძლერი ტაქტიკოსია ვიდრე სტრატეგი, არ ეშინია ექსპერიმენტების, მინიმალური რესურსებით შეუძლია შედეგის დადება, შანს აძლევს ახალგაზრდებს, გუნდი განახლებადია მის ხელში, არ ცნობს ავტორიტეტებს.
პრაგმატიზმი
15 სექტემბერი 2020 19:58
2
დაგავალეს ბაბუ? თუ შენით დაასკვენი?
sixmans
15 სექტემბერი 2020 17:31
1
დავალებულს წააგავს
არდილეს
15 სექტემბერი 2020 19:53
0
სასწაული,რას უწუნებთ ზუროსს?ზუროსის დროს რომ გუნდები დავამარცხეთ ისეთები კოკოშკოვს არც დაესიზმრებოდა.გაცილებით შედეგიან კალათბურთს ათამაშებს,თანაც ვინებით,ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე კალათბურთელებით.ავტორ ალბათ აგერია,ზუროსი კოკოშკოვი გგონია და კოკოშკოვი ზუროსი,თორემ ასეთ სულელურ სტატიას არ გამოაცხობდი.რა ენთუზიაზმზე საუბრობ ნეტა,რა ფილოსოფიური აზრები მოგდის.შედეგებს მაინც შეხედე და მაშინ ვინ გვყავდა კალათბურთელები დაახლა ვინ გვყავს.
Master
15 სექტემბერი 2020 16:04
1
ზუსტად ზუროსმა ააწყო სისტემა, მეორე შემადგენლობით რო ვთამაშობდეთ უძლიერეს ნაკრებებთან მაინც წინასწარ ვერავინ იტყვის რო დიდი ანგარიშით წავაგებთ, იმიტო რო ზუროსის დროს რო დაცვას ვთამაშობთ დამოუკიდებლობის შემდეგ არ გვითამაშია ესეთი დაცვა, კაცმა იცის როდის უნდა აიღოს წუთშესვენება და კოკოშკოვისგან განსხვავებით ისიც იცის რომ 5-6 კაცით არ უნდა ითამაშოს მთელი თამაში, 40 წუთი ვერ ითამაშებს ყველა თამაშს ვინც არ უნდა იყოს, მაგიტო ეროვნული ლიგიდანაც ათამაშებს ხალხს და სწორიც არის
კოკოშკოვი
15 სექტემბერი 2020 19:38
1
აშკარაა რომ კალათბურთის ანალიზი შენი ძლიერი მხარე არ არის... იქნებ სხვა რამ გეცადა , რა ვიცი რაც უფრო გამოგდის..
ავტორს
15 სექტემბერი 2020 19:16
1
ძაან დიდი უმადურობაა ეს სტატია ზუროსის მიმართ
ჭანტუ
15 სექტემბერი 2020 21:51
0
ერთი ჟურნალისტი როგორ ვერ მოიძებნა, რომელიც ოდნავ მაინც ერკვევა სპორტის კონკრეტულ სახეობაში??? ზუროსმა მთელი წინა შესარჩევი სათადარიგო მოთამაშეებით ჩაატარა (მათ შორის საქართველოს და ლიბანის ჩემპიონატის მოთამაშეებით), გარდა ამისა ემატება ფედერაციიდან ზეწოლა და ისეთი გადაბერებული მოთამაშეების გამოყენება იძულებით უწევს, როგორიც იყო (ანატოლი ბოისა) და არის (ცინცაძე). ამის მიუხედავად გერმანიას და სერბეთს 2 მეოთხედის შემდეგ ვუგებდით გასვლაზე. სამქულიანების % მაჩვენებლით ჯგუფის ლიდერები ვიყავით. ხოდა ბიძიკო, წარმოდგენა თუ არ გაქვს რატომ წერ საერთოდ??? მე კალათბურთი მიყვარს, საქართელოს ნაკრების მიერ ჩატარებულ ყველა ევრობასკეტზე ვარ ნამყოფი და მსგავსი უვიცი განცხადებები, როგორც გულშემატკივარსა და კალატურთის მოყვარულს ძალიან მაღიზიანებს.
fani
15 სექტემბერი 2020 18:25
3
რადენი ახალწვეული, საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშით ატარებს შეხვედრებს ზუროსი? სერბეთს რა შემაგენლობით მოუგო სებეთში!? ზუროსი კოკოშკოვის ნახევარი და მესამედი კადრებით დებს შედეგს. ვერ ვხდები აკ კაცს კიდევ რა უნდა მოვთხოვოთ.
Irakli
15 სექტემბერი 2020 16:26
1
აჰა რეგბის მერე წავიდა შეკვეთილი სტატიები კალათბურთზე... ზუსტად ესეთი სტატიებით დაიღუპა ფეხბურთიც, რეგბიც და დაიღუპება კალათბურთიც. კრიტიკა კარგია მარა არა ესეთი უვიცი ავტორების მიერ სტატიების შეთხზვით!!!
mitro
15 სექტემბერი 2020 23:59
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული