რატომ არ იქნება თორნიკე შენგელიასთვის ოპტიმალური NBA-ში თამაში?
აქვე, აღვწეროთ თოკოს, როგორც მძიმე ფორვარდის, ძირითადი შესაძლებლობები უმაღლესი ლიგის დონეზე (NBA-ში მისი ფიზიკური კონდიციები 4 ნომერზე დაბლა დგომას არ ექვემდებარება):
ზომა/ათლეტურობა - ნამდვილად არ აკლია არც ერთი (206სმ. 110კგ.), თუნდაც - NBA-ის დონისთვის.
დაცვა - ნორმალურზე უკეთეს დამცველად ითვლება ევროლიგაში, მაგრამ ეს დონე საკმარისია უმაღლეს ასოციაციაში?
აქ თოკო, მხოლოდ, ნორმალურთან მიახლოებული დამცველი შეიძლება, იყოს, ისიც, მარტო, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რაც შეუძლია, გააკეთებს.
სროლა - თითქოს, დაიყენა სასროლი სელექცია, მაგრამ
ძალა - ფიზიკურად, ძალიან ძლიერი კალათბურთელია, ზოგადად.
სისწრაფე - მოდით, ვაღიაროთ, არ ეთქმის თოკოს NBA-სთვის სწრაფი ფორვარდი, თუმცა, არც ნელია.
ლიდერობა - ევროლიგაში ეს მშვენივრად გამოსდის, მაგრამ NBA-ში....
არც სჭირდება, პრინციპში, ყველამ ვიცით, რომ ის გუნდის ლიდერად ვერსად მივა.
ინტელექტი - არა, როგორც კალათბურთელს, არამედ, როგორც სპორტსმენსაც, თორნიკეს ამ ასპექტში არაფერი დაეწუნება.
მოხსნა - ჩემი აზრით, ევროლიგის დონეზეც კი, მხოლოდ, ნორმალური მომსნელი ეთქმის.
პოსტ-მოძრაობები - ეს მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა და ლიგაში გამოიყენებდა კიდეც. უბრალოდ, ერთი პრობლემაა, დღეს NBA-ში ამ კრიტერიუმზე აქცენტს აღარავინ აკეთებს, თვით - გრეგ პოპოვიჩიც კი, რომელსაც ყოველთვის ძალიან უყვარდა ასეთი სტილის კალათბურთი.
მოდით სიმართლეს თვალებში შევხედოთ, ლიგის რომელიმე გუნდს რომ აზრად მოუვიდეს შენგელიას შემადგნელობაში აყვანა, ძირითადი ხუთეულის გასაძლიერებლად არ აიყვანს. მაშინ - სად? - სათადარიგოთა სკამზე?
ვიმსჯელოთ ამაზე, თუ რა პრინციპით ხვდებიან ,,ბენჩზე" კალათბურთელები და რა პრინციპით იღებენ გარკვეულ დროს?
პასუხი ასეთია - როცა მწვრთნელის სტრატეგიულ სისტემაში გარკვეული როლი აქვთ, ეს, როგორც წესი, შეიძლება, იყოს კარგად მსროლელის ან კარგი დამცველის როლი. სხვა შემთხვევაში, როცა არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს მოთამაშე, მას გაამწესებენ ხოლმე სარეზერვო ხუთეულში. აქ კი, თორნიკე შენგელიას ნებისმიერი გუნდი სიხარულით მიიღებდა.
კარგი, რეზერვში გარანტირებული ადგილი ვიპოვეთ, მაგრამ კითხვაც ხომ ჩნდება, უღირს თოკოს ასეთი როლი, როცა, მთლიანად, ევროლიგაში უამრავი გულმხურვალე გულშემატკივარი ჰყავს?
ერთი კარგი ქართული გამოთქმა არსებობს (სამწუხაროდ, ზუსტად არ მახსოვს, როგორ ამბობენ, ამიტომ, დაახლოებით, ასე ჟღერს) : ,,ჯობია, ცხვრებში იყო მგელი, ვიდრე მგლის ხროვაში რიგითი წევრი".
მგონი, როგორც ვიცი, თორნიკე ამას მშვენივრად ხვდება.
იყო პერიოდი, როცა, მე პირადად, ვფიქრობდი, რომ ღირდა მისი NBA-ში დაბრუნება მანამ, სანამ ოპტიმალურ ფიზიკურ და მენტალურ კონდიციებს მიიღებდა, როგორც ფიზიკაზე გათვლილი სტილით მოთამაშე 4 ნომერი, მაგრამ ლიგის ტენდენციები იცვლება.
თორნიკე შენგელია, როგორც პროფესიონალი კალათბურთელი, მშვენიერ სიტუაციაშია ახლა და, ვფიქრობ, უკეთესია, ამ ყველაფრით მაქსიმალურად დატკბეს, სანამ შეუძლია.
მცირე შეჯამება (კითხვების გამოსარიცხად):
● თოკო არის უძლიერესი მძიმე ფორვარდი.
● მას სიხარულით აიყვანს ნებისმიერი გუნდი NBA-ში.
● შენგელია, NBA-ის დონისთვის, არ არის გამორჩეული დამცველი ან მსროლელი, რომელთა გათვალისწინებითაც ხდებიან აქ ბენჩის სტაბილური წევრები სტაბილური და რესპექტაბელური დროით.
● თორნიკეს ვერ მისცემენ გარანტირებულ წუთებს და ვფიქრობ, ეს მისი დონის კალათბურთელისათვის არასწორი ნაბიჯი იქნება.
● ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი ბიჭი იმ ლიგაშია, სადაც უნდა იყოს.
პ.ს. გარდაუვალია ის ფაქტი, როცა თორნიკე შენგელია NBA-ში დაბრუნდება, მაგრამ ეს მოხდება ვეტერანობის პერიოდის საწყის ეტაპზე, რადგან გუნდებს მისი გამოცდილება დასჭირდებათ. სტაგნაციადაწყებული თოკოსთვის კი, ეს სიტუაცია აბსოლუტურად სწორი იქნება.
წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე