ილიას ზუროსი: მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდებმა კარგად ითამაშეს

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინეთის დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა:

"ვულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას. ყველამ დიდებულად იმუშავა. ზოგადად, რთულია გულშემატკივრის გარეშე თამაში. ამ მატჩმაც ბევრი დაკარგა ქომაგის არყოფნაში, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს.

როგორც თამაშამდე აღვნიშნე, შანსი მივეცით ახალგაზრდებს და მოხარული ვარ, რომ ძალიან კარგად ითამაშეს. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. უპირველესად ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მოგებას ფასს მატებს ისიც, რომ ვარჯიშისთვის სულ ორდღენახევარი გვქონდა.

ფინეთი ძალიან კარგი გუნდია და მიხარია, რომ სწორედ მასთან ბრძოლაში აჩვენეს ჩემმა კალათბურთელებმა მებრძოლი სული.

შემდეგი მეტოქე შვეიცარიაა. ფინეთზე აღარ ვფიქრობთ. შვეიცარიელებს მებრძოლი და მობილური გუნდი ჰყავთ. მათ ეს სერბეთის ძლევითაც დაამტკიცეს. ჩვენი 30 ნოემბრის მეტოქე სამქულიანებს კარგად სტყორცნის და დიდი მოცულობის სამუშაო უნდა გავწიოთ, რათა მათი პერიმეტრიდან შეტევა შევაფერხოთ".

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული