თორნიკე შენგელია: ჩემთვის მთავარი არა საკუთარი მონაგარი, არამედ გუნდის გამარჯვებაა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ფინეთშიც წარმატებით გააგრძელა წაუგებელი სერია და მასპინძელთა მძლავრი ნაკრების ძლევით ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში ლიდერობა განიმტკიცა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ისაუბრა:

"კარგად მოგეხსენებათ, უმნიშვნელოვანესი თამაში იყო ჩვენთვის, ვიცოდით, რომ მთელი საქართველო ელოდა ამ შეხვედრას. რთულ პერიოდში ვართ, კორონავირუსის გამო დიდი შეფერხებებია, ასეთ დროს კი ხალხის გულების გახარება ჩვენთვის ბევრს ნიშნავს.

ვამაყობ ჩემი გუნდით, ექიმიდან დაწყებული ნაკრების ნაკრების თითოეული წევრით დამთავრებული".

თორნიკეს ფინელებმა პრესკონფერენციისას საკუთარი სტატისტიკა შეახსენეს: 19 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი.

"და 7 შეცდომა. ჩემთვის მთავარი არა საკუთარი მონაგარი, არამედ გუნდის გამარჯვებაა. კიდევ გავიმეორებ - ძალიან ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით".

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
თორნიკე "გთხოვ" დათმე კაპიტნობა, ვერასდროს ვიგუებ საქართველოს ნაკრებს წითელარმიელი მედროშე ჰყავდეს, დავიჯერო ვერ ხვდები რომ ეს ძალიან მტკივნეულია ქართველებისთვის! მოგვეცი საშუალება გულით ვუქომაგოთ ქართულ კალათბურთს!!!
გიორგი
18:22 30-11-2020
4
ჩემი აზრით, კალათბურთელთა ნაკრები საქართველოს საუკეთესო გუნდია ამ ეტაპზე და შეიძლება წინა ეტაპებზეც...
კახაკ
23:01 29-11-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული