ევრობასკეტი-2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე მატჩის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას 56:49 მოუგო.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა იგივე სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომლითაც ფინეთთან თამაში დაიწყო: შენგელია, შერმადინი, მაკფადენი, ბოქოლიშვილი, კორსანტია. ჩვენი გუნდი დებიუტში 7:0 დაწინაურდა, მაგრამ მეტოქემ მოახერხა ანგარიშის სხვაობის შემცირება და პირველი მეოთხედი ჩვენმა გუნდმა 27:24 მოიგო. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელები შერმადინს ყურადღებით მეურვეობდნენ და ჩვეულად შედეგიანი არ იყო.
მეორე პერიოდის მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა, შერმადინიც გააქტიურდა, 9 ქულითაც გაიქცა, პირველი ტაიმი კი 56:49 მოიგო.