საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიაც დაამარცხა და დიდი პერსპექტივაც გამოუჩნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრობასკეტი-2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია 91:84 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა იგივე სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომლითაც ფინეთთან თამაში დაიწყო: შენგელია, შერმადინი, მაკფადენი, ბოქოლიშვილი, კორსანტია - დებიუტში 7:0 დაწინაურდა, მაგრამ მეტოქემ მოახერხა ანგარიშის სხვაობის შემცირება და პირველი მეოთხედი ჩვენმა გუნდმა 27:24 მოიგო. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელები შერმადინს ყურადღებით მეურვეობდნენ და ჩვეულად შედეგიანი არ იყო.

მეორე პერიოდის მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა, შერმადინიც გააქტიურდა, 9 ქულითაც გაიქცა, პირველი ტაიმი კი 56:49 მოიგო.

დიდი შესვენების შემდეგ შვეიცარია სწრაფად დაიტვირთა ჯარიმებით,
კლასში სხვაობაც თვალსაჩინო გახდა. კვლავ კარგად ირჯებოდნენ ბაქრაძე და ფევაძე და არა მარტო ერთი და ორი კონკრეტული კალათბურთელის, არამედ საერთო გუნდური ძალისხმევით დასკვნითი მეოთხედის წინ - 65:54. თუმცა, რომ არა ბოლოსკენ შეცდომები, ანგარიში გაცილებით დიდი შეიძლებოდა ყოფილიყო.

მეოთხე პერიოდში მოწინააღმდეგემ გაიბრძოლა, ანგარიშში სხვაობა 5 ქულამდეც შეამცირა, მაგრამ საბოლოოდ უკეთესმა გუნდმა იმარჯვა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა მეოთხე შეხვედრაც მოიგო. რაც მთავარია, გამოჩნდნენ ახალი კალათბურთელები და მომავალში ჩვენს გუნდს მოკლე სათადარიგოთა სკამის პრობლემაც მოეხსნება.

ჩვენი გუნდიდან 24 ქულა მაკფადენმა ჩააგდო, 17 - შენგელიამ, 12 - ბაქრაძემ, 11 - შერმადინმა, 9 - კორსანტიამ, 8 - ფევაძემ, 6 - ბექაურმა, 3 - ბოქოლიშვილმა და 1 - ლონდარიძემ, ხოლო სტუმართაგან 19 ქულით ყველაზე შედეგიანი მარკო მლადიანი იყო.

altმატჩის დღე! შვეიცარია-საქართველო

მკითხველის კომენტარები / 36 /
ლონდარიძისგან მეტს ველოდი, პოზიტივი ვერ შემოიტანა მოედანზე...
მ.მ
30 ნოემბერი 2020 21:20
16
ჰა რა იყო, მოიგეთ და ისევ დაუწყეთ კრასნაია ზვეზდას მოთამაშეს გაპრავება?
ვერ გაპრავდება ეგ კაცი ვეღარასდროს!!!
გენა
01 დეკემბერი 2020 10:28
32
ის ადამიანი შენთვის კი არა, ჩემთვის და კალათბურთის გულშემატკივრებისთვის თამაშობს. შესაბამისად, შენი აზრი არ აინტერესებს. წარმატებებს ვუსურვებ ცსკა-შიც და რა თქმა უნდა, რაც მთავარია, საქართველოს ნაკრებში>
ლუკა
01 დეკემბერი 2020 12:26
4
ფეხბურთელები რომ დამარცხდნენ და ფეხბურთის ფედერაციას დიდ დაფინანსებას(საერთაშორისო საზომით ბევრი არაფერია) აყვედრით, კალათბურთელების წარმატების ფონზე, მით უმეტეს იმ მიზერული დაფინანსებით, კალათბურთის ფედერაციას მადლობას რატომ არავინ ეუბნება და არავის გახსენებია? თუ, როგორ არის საქართველოში საქმე, ფედერაციები მხოლოდ უარყოფითი შედეგისას ახსენდებათ?
მამუკა
01 დეკემბერი 2020 12:45
0
იმის მიუხედავად რომ გარანტირებული ქონდათ ევრობასკეტზე თამაში მაინც ოთხი ე თამაშში ყველაფერი ჩადეს ბოლომდე იბრძოლეს თავი არავის დაუზოგავს, არ უთქვამთ მაინც გასულები ვართ და თუ წავაგებთ დიდი არაფერიო, არ დაძუნძულებდნენ ოფლი დაღვარეს, იმიტომ რომ ეს ღირსების საკითხია, ღირსება აქვთ ამათ, იმიტომ მიყვარს კალათბურთი, შესდარეთ ფეხბურთის ნაკრებს და რამხელა სხვაობას დაინავთ თვითონ მიხვდებით რატომ ვერ გავიდნენ ვერასოდეს ევროპაზე...
ნიკოლოზი
01 დეკემბერი 2020 09:25
0
კრასნაია ზვეზდა გულზე უნდა დაგკიდონ
თენგო
01 დეკემბერი 2020 12:07
12
რა მოიგეთ, გამაგებინეთ. თასი? ჩემპიონობა?
ბაია (ბაბუცა) პატარაია
01 დეკემბერი 2020 03:52
25
მაგრად ვკაიფობ მაგ გაურკვეველი სქესის არსების სახელით დადებულ კომენტარებზე )))))
მარა თუ ატყობ რომ ჩვენვე ვაპიარებთ მაგას? შავი პიარიც ხომ პიარია? მაგაზე შავი პიარიც კი არამია! ))
bs
01 დეკემბერი 2020 09:31
0
არ ინერვიანო ბაბუც! შენ გრანტებს ამ მოგებით არაფერი ემუქრებათ! )))
bs
01 დეკემბერი 2020 09:38
0
ბითაძე ვერ გვეხმარება?
BBB
01 დეკემბერი 2020 14:17
0
დღეს კარგად ითამაშეს? გვიხარია?
30 ნოემბერი 2020 23:44
31
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული