"მივმართავ ტრაქტორისტ გულშემატკივრებს... გადახვნაზე ისევ ფიქრობთ?!" - ლევან სალუქვაძე

AutoSharing Option
ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა ლევან სალუქვაძემ ტელეარხ "სილკ უნივერსალის" ეთერში ქართველ გულშემატკივარს მიმართა.

"მოიგო საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2 მატჩი, თანაც შესუსტებული შემადგენლობით და იმ მოთამაშეებით, რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობენ.

ისეთ მატჩებში გავიმარჯვეთ, სადაც არ გვჭირდებოდა არაფერი. ჩვენთან ხომ ყოველთვის მარცხის მიზეზს ეძებენ... მაგალითად, არ გვყავდა მოთამაშეები, პანდემია იყო და ა.შ... ახლა კალათბურთელებთან ყველაფერი ეს იყო, მაგრამ იგებენ.

თან მოვიგეთ, იცი, როგორ? ისე კი არ მოხდა, რომ ლიდერებს ჩავებღაუჭოთ და მათ იმედზე ვიყოთ, ყველამ თავ-თავისი საქმე გააკეთა.

ეს ნიშნავს იმას,
რომ უკვე გუნდი გვყავს. რა ითამაშა გიორგი შერმადინმა, ბრწყინვალე იყო და მე ასეთი ცენტრი ევროპაში თითზე ჩამოსათვლელი მეგულება.

ბრავო ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილს. მართლაც მისგან ბრწყინვალე კალათბურთელი გამოვიდა და სწორედ მისი დიდი დამსახურებაა, რომ გიო ასეთ დონეზე თამაშობს.

მე ვარ ამის მომსწრე და ბატონმა ჯამლეტმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ბიჭი ვარსკვლავად ექცია.

მადლობა ჩვენს მეგობარს, ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულს, რომელიც საქმეს ძალიან კარგად აკეთებს.

ეს ილიას ზუროსიც კარგი მწვრთნელია რა... არ მინდა სხვა სპორტზე გადავიდე და რომელიღაც მწვრთნელებს შევადარო, მაგრამ აგერ, ხომ უყურებთ, გამოვიდა ეს ზივზივაძე და კიდევ გაიტანა...

ის არ ეძახდა ვიღაცებს... ეროვნულ ჩემპიონატშიც ვერ ჩავახედეთ კარგი. აგერ, კაცი ზუროსი მოვიდა, ეროვნული ჩემპიონატიდან ბიჭები მოიყვანა და ესროდნენ 8 მეტრიდან და 3-ქულიანებს კალათში სვამდნენ.

ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერი ნაკრები სწორედ კალათბურთში გვყავს. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ასეა.

მორაგბეებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ, სხვა სპორტებშიც, მაგრამ დღეს ალბათ საუკეთესოები კალათბურთში ვართ.

რომელი გუნდი გამოვა ახლა და იტყვის, რომ საქართველოს აუცილებლად უნდა მოვუგოთო?!

ტრაქტორისტ გულშემატკივრებს მივმართავ, რომლებსაც ფეხბურთში წაგების მერე ერთი სული აქვთ, რომ მინდორი და ველები გადახნან...

მათ შეუძლიათ წყნარად იყვნენ, რადგან სპორტი, რომ არ შეგვეძლოს, ვერც კალათბურთში და რაგბიში ვერ ვივარგებდით", - თქვა სალუქვაძემ.

მკითხველის კომენტარები / 64 /
Მსოფლიო სპორტის გაზეთს აღარ იკეცავ გულის ჯიბეში ლევანიკო?! Ტტაკი დააყენე და კუდის წიცინს შეეშვი, როცა კრიტიკაა საჭირო მაშინ გამოდი და გააკრიტიკე ვინც გასაკრიტიკებელია! Ჩვეულებრივი ტოტალიზატორის ბომჟი ხარ შენ ბიძიკო და თითების ქნევით ნუ გველაპარაკები გულშემატკივრებს, ის ვინც გადახვნას ითხოვდა პირდაპირი მნიშვნელობით არ გულისხმობდა და გამგები გაიგებდა ამ ხალხის გულისწყრომას!!! Სამწუხაროა შენნაირი ვითომ ჟურნალისტები რომ ასხედან სატელევიზიო ეთერებს!!! Უცოდინრების ბალამუტია!!! (((
გურია
01 დეკემბერი 2020 15:08
8
ტრაქტორისტი გულშემატკივრები მოგმართავენ შენ კალათბურთს პარკეტზე თამაშობენ და როცა მოვა ის დრო როცა ბალახის საფარზე ითამაშებენ მერე დასვი ეგ კითხვა.
ქომაგი
01 დეკემბერი 2020 13:54
25
Bolomde waaikitxe karg mtqmels Margi gamgoni unda
Mima
01 დეკემბერი 2020 15:12
6
ლევანი რაიყო ცალ კარას თამაშობ???? რა გაახურე საქმე და გადაკიდე ამ მაყურებელს მაგარებული კაცი რასაც დაწერს ყველას უნდა უპასუხოო???? მაგას არ ჯობია შენი პროფესიონალური საწმე აკეთო???მართალს გეუბნებოდათ ქეცბა რო გამოგეკიდათ ყველა ჟურნალისტს და თქვენ ის მტრად გამოაცხადეთ,,,, რომელიმე ხმა ამოიღეთ იმ უსამართლობაზე რა ხარიტონაშვილმა გააკეთა დინამო ტორპედოს თამაშზე ერთ სიტუაციაში თამაში დარღვევა რო ვერ დაინახადა და მერე ადგა და პენალტი და კაცი გააგდო ეგეთი რამ რომ ნორმალური ქვეყნის ნორმალურ ჩემპიონატში გაეკეთებინა ჟურნალისტები რო მოკიდებდნენ ერთ ადგილზრ ხელს კარიერას დაანებებდა თავს მარა თქვენ ლევანი და არ ხართ ჟურნალისტი თქვენ ხართ მარიონეტი და რასაც გეტყვიან იმას ლაპარაკობთ და სამუწუხაროა რო თვენისთანა ამ ქვეყანაში ბევრია და მიტომც ვარ იმ ფსკერზე რაზეც თქვენ საუბრობდით ასე რო ჯობია თქვენი საქმე აკეთოთ წესიერათ და მერე ხელი სხვისკენ გაიშვირეთ
qutaiseli
01 დეკემბერი 2020 17:45
4
დიდი უვარგისი კვერცხი ხარ!
სალუქვაძეს
01 დეკემბერი 2020 15:28
9
ცალკე მადლობა ბოისას. მაგარი სამსახური აქვს. მთელი თამაში დავაი ბიჭებოს ღრიალებს ცარიელ დარბაზში. ))))))) ლევან, რას ეწევი ბიჯო, რა ტრაქტორისტები, რის წყალქვეშა ავიაცია.))) რა მიხვედრა უნდა რომ ულიდერებოდ კალათბურთში და ფეხბურთში გუნდები ვერ მოიგებენ. განა სხვები არ ითამაშებენ ჯიგრით, უბრალოდ კლასი არ ეყოფათ.
Leonidas
01 დეკემბერი 2020 15:25
4
რა უნდა ამ კაცს?
???
01 დეკემბერი 2020 14:19
3
ცალსახად კომენტატორისგან და ექსპერტისგან ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია პირადად ჩემთვის. რაც შეეხება იმ საკითხს რაზეც საუბრობს ერთია როცა ფსიქოლოფიურად წნეხისგან თავისუფალი თამაშობ და მეორე როცა წნეხის ქვეშ თამაშობ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია , რომელიც საფეხბურთო ექსპერტმა უნდა იცოდეს. ჩვენ ბავშვთა სპორტში ფსიქოლოგიის პრობლემა გვაქვს სხვა პრობლემებთან ერთად რათქმა უნდა.
დიმო
01 დეკემბერი 2020 19:49
3
ყველაზე და ყველაფერზე აგდებულად, ცინიკურად საუბრობს, პარანოია აქვს ტიპს, ფსიხოზე რო გაიყვანო, ვერ ჩააბარებს.
ცოტნე
01 დეკემბერი 2020 17:06
4
ბევრს ხომ არ იღებ თავზე?
ss
01 დეკემბერი 2020 15:24
5
არც სალუქვაძის ადვოკატი ვარ და არც ვინმეს ვერჩი. უბრალოდ სპორტი მიყვარს ბავშვობიდან და ორმოცდაათი წლის სტაჟი მაქვს გულშემატკივრობის.
სპორტული ჟურნალისტიკა მართლაც დაბალ დონეზე გვაქვს - ისევე, როგორც ყველაფერი ჩვენს გაჭირვებულ ქვეყანაში, მაგრამ ძალიან გთხოვთ, სალუქვაძეზე უკეთესი სპორტული ჟურნალისტი ჩამომითვალეთ თუნდაც რამდენიმე.
არჩი
01 დეკემბერი 2020 16:15
20
1X
*
01 დეკემბერი 2020 16:59
0
უკეთესები ბევრია, პრივილეგირებულები ნაკლები
დათო
01 დეკემბერი 2020 20:57
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული