"მივმართავ ტრაქტორისტ გულშემატკივრებს... გადახვნაზე ისევ ფიქრობთ?!" - ლევან სალუქვაძე

AutoSharing Option
ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა ლევან სალუქვაძემ ტელეარხ "სილკ უნივერსალის" ეთერში ქართველ გულშემატკივარს მიმართა.

"მოიგო საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2 მატჩი, თანაც შესუსტებული შემადგენლობით და იმ მოთამაშეებით, რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობენ.

ისეთ მატჩებში გავიმარჯვეთ, სადაც არ გვჭირდებოდა არაფერი. ჩვენთან ხომ ყოველთვის მარცხის მიზეზს ეძებენ... მაგალითად, არ გვყავდა მოთამაშეები, პანდემია იყო და ა.შ... ახლა კალათბურთელებთან ყველაფერი ეს იყო, მაგრამ იგებენ.

თან მოვიგეთ, იცი, როგორ? ისე კი არ მოხდა, რომ ლიდერებს ჩავებღაუჭოთ და მათ იმედზე ვიყოთ, ყველამ თავ-თავისი საქმე გააკეთა.

ეს ნიშნავს იმას,
რომ უკვე გუნდი გვყავს. რა ითამაშა გიორგი შერმადინმა, ბრწყინვალე იყო და მე ასეთი ცენტრი ევროპაში თითზე ჩამოსათვლელი მეგულება.

ბრავო ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილს. მართლაც მისგან ბრწყინვალე კალათბურთელი გამოვიდა და სწორედ მისი დიდი დამსახურებაა, რომ გიო ასეთ დონეზე თამაშობს.

მე ვარ ამის მომსწრე და ბატონმა ჯამლეტმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ბიჭი ვარსკვლავად ექცია.

მადლობა ჩვენს მეგობარს, ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულს, რომელიც საქმეს ძალიან კარგად აკეთებს.

ეს ილიას ზუროსიც კარგი მწვრთნელია რა... არ მინდა სხვა სპორტზე გადავიდე და რომელიღაც მწვრთნელებს შევადარო, მაგრამ აგერ, ხომ უყურებთ, გამოვიდა ეს ზივზივაძე და კიდევ გაიტანა...

ის არ ეძახდა ვიღაცებს... ეროვნულ ჩემპიონატშიც ვერ ჩავახედეთ კარგი. აგერ, კაცი ზუროსი მოვიდა, ეროვნული ჩემპიონატიდან ბიჭები მოიყვანა და ესროდნენ 8 მეტრიდან და 3-ქულიანებს კალათში სვამდნენ.

ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერი ნაკრები სწორედ კალათბურთში გვყავს. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ასეა.

მორაგბეებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ, სხვა სპორტებშიც, მაგრამ დღეს ალბათ საუკეთესოები კალათბურთში ვართ.

რომელი გუნდი გამოვა ახლა და იტყვის, რომ საქართველოს აუცილებლად უნდა მოვუგოთო?!

ტრაქტორისტ გულშემატკივრებს მივმართავ, რომლებსაც ფეხბურთში წაგების მერე ერთი სული აქვთ, რომ მინდორი და ველები გადახნან...

მათ შეუძლიათ წყნარად იყვნენ, რადგან სპორტი, რომ არ შეგვეძლოს, ვერც კალათბურთში და რაგბიში ვერ ვივარგებდით", - თქვა სალუქვაძემ.

მკითხველის კომენტარები / 64 /
ეს სული ისტერისტერიკებშია რაც მახსოვს. ქეცბაიაზე ამბობს კიდე უზრდელიაო.
წიე
02 დეკემბერი 2020 15:23
3
ამას მაგარი ტიპი ჰგონია თავი, არადა სულ ბოდიალობს რაღაცას, ანუ რაც გამოსდის კარგად, ბოდიალია. საშუალო დონის სპორტული ჟურნალისტია და კიდევ უფრო დაბალი დონის სპორტული კომენტატორი. ხელბურთი არ მაქვს მხედველობაში. ხელბურთს თამაშობდა და ესეც რომ არ იცოდეს, სირცხვილია.
გიო
02 დეკემბერი 2020 11:03
2
მოგეთ კალათბურთში ფინეთს და შვეიცარიას..კი ბატონო მაგრამ მე არც შვეიცარიულ კალათბურთზე მსმენია რამე და არც ფინურზე...აბა გვეთამაშა სლოვენიასთან. ჩერნოგორიასთან ანაც " მოძმე" რუსეთთან ან თუნდაც უკრაინასთან ...ეგ ერთი და მეორც ფეხბურთი სხვა სპორტის სახეობაა კალათბურთი სხვა
აი ითამაშებს ჩვენი საფეხბურთო ნაკრები შემდეგ მატჩს და ტრქტორის დაქოქვის სირვილი თუ არ გაუჩნდება დიდ უმრავლესობას( იმ ხალხს. ვინც ფედერაციისგან არ ფინანსდება) მაგასაც ნახავ
რაჭა
02 დეკემბერი 2020 10:14
6
მაგ ნაკრებებზეც გვაქვს მოგებული სლოვენიის გარდა და ლატვიაც გვყავს დაყოლებული, ისრაელიც
ერთაოზი
06 დეკემბერი 2020 12:07
1
ამ ქვეყანაში ახლა ტრაქტორისტობა გახდა სამარცხვინო??
რისი თქმა უნდა რას ბოდიალობს...
ძმა
02 დეკემბერი 2020 09:45
4
არ არიან დაინტერესებული სპორტის წარმატებებით, მარტო ჭ ლიგების ფეხბურთელებით.
ddgfdf
01 დეკემბერი 2020 17:59
2
მინდა მჯეროდეს, რომ მართლა მაგრები არიან მაგრამ რეალობასაც ხომ უნდა გავუსწოროთ თვალი, როგორც ჩვენ არ გვჭირდება ქულები სატურნირო თვალსაზრისით, ისე არცერთ მეტოქეს არ ეთვლება ჩვენთან აღებული ქულები. ასე რომ უმოტივაციოდ გვეთამაშებიან და ზედმეტ ენერგიას არ ხარჯავენ ჩვენთან თამაშში, თან შენგელიაა გასაპრავებელი საქართველოსთვის და წითელარმიელები ფულს არ დაზოგავენ ამაში, მითუმეტეს უადვილესია ასეთი თამაშების ყიდვა, როდესაც მეტოქეს არ სჭირდება შენთან მოგება და მხოლოდ ვარჯიშობს!
მართლა მოსაგებად რომ გვეთამაშებოდნენ, სამწუხაროდ რეალობაც სხვა იქნებოდა
ლევანი
01 დეკემბერი 2020 15:20
22
არაფერი სჩანს ამ კომენტარში პატრიოტიზმის, სპორტის სიყვარულის ან ცოდნის და საერთოდ - პოზიტიურის სურვილის ქართული სპორტის მისამართით.
ამიტომ ჩემგან დიდი დისლაიქი
საქართველოს ნაკრების ფანი
02 დეკემბერი 2020 20:16
0
Saluqvadze Kai tipia.
გრეის
02 დეკემბერი 2020 02:15
12
სალუქვაძე სწორად აფასებს ვითომ "გულშემატკივრების" იმ ნაწილს, ვინც სპორტის შესახებ არაფერი იცის და მხოლოდ უარყოფითს ეძებენ. ისინი მთლად იმსახურებენ "ტრაქტორისტის" სახელს. დარწმუნებული ვარ, ეგეთებს კალათბურთელების გამარჯვებაც არ გახარებიათ. რა თქმა უნდა, უმეტესობა ულოცავს, მაგრამ ისეთებიც არიან, ვინც რაღაცით "კბენას" ცდილობს. მაგალითად, შენგელიას წამოაძახეს რუსეთში თამაში, ზოგმა ისიც დაწერა, ეგ თამაშები გინდა მოუციათ გინდ არა, რა მნიშვნელობა აქვსო. მნიშვნელობა ნამდვილად აქვს, თანაც ყველა კუთხით. პირველ რიგში, გამარჯვებულის მენტალიტეტისთვის. ასევე, რეგიონისთვის, ანუ, რომელი კალათიდან შევა ჯგუფში. ამას რატომღაც ჟურნალისტებიც არ აქცევენ ყურადღებას.
ვატო
02 დეკემბერი 2020 02:02
3
ჰო, მოჭიდავეეებიც ძლიერები გვყავს, ამიტომ ფეხბურთელები არ უნდა გავაკრიტიკოთ?
ტრაქტორისტი
04 დეკემბერი 2020 13:24
0
გაუშვით მერე ეგ ხუხაშვილი და მოამზადოს რაგბის ნაკრები 2 აუტი მაინც მოიგონ შედეგები ექნებათ.
ddgfdf
01 დეკემბერი 2020 14:34
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული