"მივმართავ ტრაქტორისტ გულშემატკივრებს... გადახვნაზე ისევ ფიქრობთ?!" - ლევან სალუქვაძე

AutoSharing Option
ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა ლევან სალუქვაძემ ტელეარხ "სილკ უნივერსალის" ეთერში ქართველ გულშემატკივარს მიმართა.

"მოიგო საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2 მატჩი, თანაც შესუსტებული შემადგენლობით და იმ მოთამაშეებით, რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობენ.

ისეთ მატჩებში გავიმარჯვეთ, სადაც არ გვჭირდებოდა არაფერი. ჩვენთან ხომ ყოველთვის მარცხის მიზეზს ეძებენ... მაგალითად, არ გვყავდა მოთამაშეები, პანდემია იყო და ა.შ... ახლა კალათბურთელებთან ყველაფერი ეს იყო, მაგრამ იგებენ.

თან მოვიგეთ, იცი, როგორ? ისე კი არ მოხდა, რომ ლიდერებს ჩავებღაუჭოთ და მათ იმედზე ვიყოთ, ყველამ თავ-თავისი საქმე გააკეთა.

ეს ნიშნავს იმას,
რომ უკვე გუნდი გვყავს. რა ითამაშა გიორგი შერმადინმა, ბრწყინვალე იყო და მე ასეთი ცენტრი ევროპაში თითზე ჩამოსათვლელი მეგულება.

ბრავო ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილს. მართლაც მისგან ბრწყინვალე კალათბურთელი გამოვიდა და სწორედ მისი დიდი დამსახურებაა, რომ გიო ასეთ დონეზე თამაშობს.

მე ვარ ამის მომსწრე და ბატონმა ჯამლეტმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ბიჭი ვარსკვლავად ექცია.

მადლობა ჩვენს მეგობარს, ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულს, რომელიც საქმეს ძალიან კარგად აკეთებს.

ეს ილიას ზუროსიც კარგი მწვრთნელია რა... არ მინდა სხვა სპორტზე გადავიდე და რომელიღაც მწვრთნელებს შევადარო, მაგრამ აგერ, ხომ უყურებთ, გამოვიდა ეს ზივზივაძე და კიდევ გაიტანა...

ის არ ეძახდა ვიღაცებს... ეროვნულ ჩემპიონატშიც ვერ ჩავახედეთ კარგი. აგერ, კაცი ზუროსი მოვიდა, ეროვნული ჩემპიონატიდან ბიჭები მოიყვანა და ესროდნენ 8 მეტრიდან და 3-ქულიანებს კალათში სვამდნენ.

ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერი ნაკრები სწორედ კალათბურთში გვყავს. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ასეა.

მორაგბეებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ, სხვა სპორტებშიც, მაგრამ დღეს ალბათ საუკეთესოები კალათბურთში ვართ.

რომელი გუნდი გამოვა ახლა და იტყვის, რომ საქართველოს აუცილებლად უნდა მოვუგოთო?!

ტრაქტორისტ გულშემატკივრებს მივმართავ, რომლებსაც ფეხბურთში წაგების მერე ერთი სული აქვთ, რომ მინდორი და ველები გადახნან...

მათ შეუძლიათ წყნარად იყვნენ, რადგან სპორტი, რომ არ შეგვეძლოს, ვერც კალათბურთში და რაგბიში ვერ ვივარგებდით", - თქვა სალუქვაძემ.

მკითხველის კომენტარები / 64 /
საერთოდ ყველას პატივს ვცემ ვინც თავისი საქმითაა დაკავებული, მაგრამ სისულელეებს ლაპარაკობთ 98% და სპორტში ჩაუხედავები ხართ.
ddgfdf
01 დეკემბერი 2020 14:32
2
რა უნდა ამ კაცს?
???
01 დეკემბერი 2020 14:19
3
"მინდორ-ველების გადახვნის" მოთხოვნა რეალურად არის პროტესტი ფეხბურთის ფედერაციისა და ზოგადად ქართულ ფეხბურთში არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ და ეგ პირდაპირი გაგებით არ "ითარგმნება". ეს არის გაბრაზებული გულშემატკივრის რეაქცია და პროტესტი, რომ მიეხედოს ქართულ ფეხბურთს და ეს სავსებით არ ნიშნავს იმას, რომ ქართველებს ფეხბურთის თამაში არ შეგვიძლია.
გულშემატკივარი
01 დეკემბერი 2020 14:13
3
ნამდვილად. გამოვა ასეთი დუპლეტი და კიდევ ნერვებმოშლულზე ნავთს ასხამს. ბიჭო ვინ დანიშნა, როგორ მოხვდა ეს ხალხი ამ სატლიკინო პოზიციებზე? :))
გადასარევი გიორგი
01 დეკემბერი 2020 15:24
2
ტრაქტორისტი გულშემატკივრები მოგმართავენ შენ კალათბურთს პარკეტზე თამაშობენ და როცა მოვა ის დრო როცა ბალახის საფარზე ითამაშებენ მერე დასვი ეგ კითხვა.
ქომაგი
01 დეკემბერი 2020 13:54
25
Bolomde waaikitxe karg mtqmels Margi gamgoni unda
Mima
01 დეკემბერი 2020 15:12
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული