მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს!

AutoSharing Option
რაც უნდა გასაკვირი იყოს, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი მაიკლ დიქსონ ჯუნიორი საქართველოს სუპერლიგაში განაგრძობს კარიერას.

მაიკლი მანუჩარ მარკოიშვილის მიერ გაწვრთნილ "ტიტებში" პირველი წრის ბოლომდე ითამაშებს და როგორც კლუბის "ფეისბუქგვერდი" იტყობინება, "მანუ" დიქსონის "ტიტებში" გადასვლის მთავარი ფაქტორი იყო.

"დიქსონი, სანამ კარიერის გასაგრძელებლად ჩინეთის ჩემპიონატში გადავა, მანამდე ფორმის შესანარჩუნებლად ჩვენს გუნდში ივარჯიშებს და ითამაშებს.

"ტიტებში" ბევრი ახალგაზრდა კალათბურთელია. მისი დონის მოთამაშესთან ვარჯიშში ისინი კიდევ უფრო გაიზრდებიან და განვითარდებიან", - ციტირებს "ტიტების" "ფბ გვერდი" კლუბის გენერალურ მენეჯერს.

პირველი წრის დასრულებამდე გუნდს 7 მატჩი
აქვს ჩასატარებელი და მაიკლი მათ ამ თამაშებში დაეხმარებათ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
საქართველოს ნაკრებში თამაში არ უნდა ? თუ არ მიიწვიეს? და მისი ოჯახის პრობლემები ჩინეთთან დაკავშირებით როგორ დამთავრდა , თუ შეიძლება გაგვაგებინეთ.
0
კარგია,ორივე მხარისათვის,სასარგებლო იქნება
სოსო
19:03 04-12-2020
0

სიახლეები პოპულარული