ფიბამ საკვალიფიკაციო მატჩებში თორნიკე შენგელიას ღვაწლი გამოარჩია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფინეთში გამართული 2 ევროსაკვალიფიკაციო მატჩის მოგებაში თორნიკე შენგელიამ უდიდესი წილი დაიდო. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს ფიბას ვებგვერდმა სპეციალური ვიდეო მიუძღვნა და ამით გასულ საკვალიფიკაციო მატჩებში ხაზი მის დიდ როლს გაუსვა.

სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოს შესაბამისი მინაწერიც აქვს: “ამ დროისთვის ევროპაში საუკეთესო მძიმე ფორვარდი? ეს ყველაფერი თოკო შენგელიამ საქართველოს ნაკრებისთვის შესარჩევ თამაშებში გააკეთა”.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ფანჯრის დროს საქართველოს ნაკრებმა ფინეთსა (91:85) და შვეიცარიას (91:84) სძლია, შენგელია კი ორივე შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თორნიკემ ფინეთთან მატჩში 19 ქულა, 8 მოხსნა, 4
პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა, შვეიცარიასთან კი – 17 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა.

აქვე დავძენთ, რომ შენგელიას გუნდში რუსეთის ეროვნული ნაკრების 4 კალათბურთელი თამაშობს, რომლებიც ცსკა-მ ნაკრებში სათამაშოდ არ გაუშვა. ქართველმა ფორვარდმა კი ნაკრებში წასვლა იმის გამო მოახერხა, რომ "არმიელებს" კონტრაქტის გაფორმებისას შეუთანხმდა, რომ საქართველოს ნაკრების მატჩებზე წავიდოდა. ეს პუნქტი ხელშეკრულებაშიც ასახა და გასულ საკვალიფიკაციო ფანჯარაში ჩვენს ეროვნულ გუნდს დაეხმარა. ისიც სათქმელია, რომ საქართველოს ნაკრებს რომ შეერთებოდა, შენგელიას მოსკოვიდან ჰელსინკამდე ჩასასვლელად 14-საათიანი მგზავრობა დასჭირდა.

მომზადებულია GBF-ის მიხედვით

altშენგელიამ "ოლიმპიაკოსს" 10 ქულა ჩაუგდო - ცსკა გალიდერდა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თოკომ სიტყვით კი არა, საქმით გააჩუმა ყველა სკეპტიკოსი, რუსებმა ხედავთ რა ამბავიც ატეხეს. ცსკა რუსებს არ უშვებს ნაკრებში.
სამაგალითო
15:51 05-12-2020
2
ერთი სიამოვნებაა თოკოს თამაშის ყურება. სუპერ!
პასკალი
00:41 05-12-2020
2

სიახლეები პოპულარული