მაკფადენი საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი თად მაკფადენი ფიბას საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელია.

გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მომგებმა მისმა "ბურგოსმა" ბუენოს-აირესში, ფინალურ მატჩში არგენტინული "ქუისმა" 82:73 დაამარცხა და საპატიო ტიტულის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ წინა წელს ეს თასი გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" მოიგო.

მაკფადენმა 26:29 წუთი ითამაშა, რა დროშიც 16 ქულა, 5 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. თადმა 12-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 8-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მატჩის MVP მისი თანაგუნდელი ვიქტორ ბენიტე გახდა, რომლის ანგარიშზეც 19 ქულა დაგროვდა.

alt

შერმადინის 17 ქულა და ტენერიფელთა დასანანი მარცხი "ბასკონიასთან" [VIDEO]

altგოგას კარგი მატჩი, თუმცა მარცხი ლიდერთან [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული