საქართველოს ნაკრები სერბეთთან 26 ქულით დამარცხდა

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სერბეთთან 66:92 დამარცხდა.

სერბეთის ნაკრების მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა თბილისში ჩამოსვლამდე უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ გუნდს ევროლიგისა და NBA-ს კალათბურთელები ვერ დაეხმარებიან. თუმცა, თბილისურ „ბაბლში“ თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი ვერ ითამაშებენ. ასე რომ, ჩვენი გუნდი ამ მხრივ უკეთეს სიტუაციაში სულაც არ არის და მეტადრე საინტერესო იყო, შენგელიას გარეშე როგორ იასპარეზებდა. ისიც აღსანიშნვია, რომ ილიას ზუროსის კრებულს ფინალურ ტურნირზე მონაწილეობა გარანტირებული აქვს და მოწინააღმდეგისგან განსხვავებით ფსოქოლოგიური წნეხისგან თავისუფალია.

საქართველოს ნაკრებმა
თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ფრენკამპი, შერმადინი, ბოქოლიშვილი, კორსანტია, ბურჯანაძე. დებიუტში ჩვენმა გუნდმა რამდენიმეჯერ დაკარგა ბურთი, შერმადინს რადულიცა არ აძლევდა გასაქანს და სერბეთი 11:2 დაწინაურდა. თუმცა, ჩვენმა გუნდმა თამაში გამოასწორა და დაბალშედეგიანი პირველი მეოთხედი 10:13 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელები ხშირად ჯარიმდებოდნენ, მეორე პერიოდის დასაწყისში ბურჯანაძემ მესამე ფოლი მიიღო და ზუროსმა მოედნიდან გაიყვანა, ფრენკამპმა კი მე-14 წუთზე ჩვენი გუნდი მატჩში პირველად წინ გაიყვანა - 16:15. სამწუხაროდ, ზუროსის შეგირდებს არ წაუვიდათ სამქულიანები (12-დან 0), ბოლოსწინა წუთზე მხოლოდ ბერიშვილმა მოახერხა სამიანის ჩაგდება და პირველი ტაიმი 31:37 წავაგეთ.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ფრენკამპმა ტრავმა მიიღო, პარკეტი დატოვა და მოწინააღმდეგე 13 ქულით გაიქცა. ზუროსმა მოედანზე ბურჯანაძე დააბრუნა, შეტევაში თამაში გამოსწორდა, დაცვაში კი 20 წლის პეტრუშევი შეუჩერებელი, სერბები სამქულიანებსაც ზუსტად ისროდნენ, გადამწყვეტი მეოთხედის წინ ტაბლოზე 51:65 დაფიქსირდა და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მატჩის ბედიც გადაწყდა.

უკანასკნელ პერიოდში დაცვაში საქართველოს ნაკრების თამაში საბოლოოდ მოიშალა, არც შეტევაში გამოსდიოდათ თამაში, სადაც ძირითადად შერმადინის იმედად ვიყავით და - 66:92.

რა თქმა უნდა, ამ შეხვედრას ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ წაგება და მით უმეტეს დიდი ანგარიშით სამწუხაროა. თუმცა, გასათვალისწინებელია ფრენკამპის ტრავმა და რაც მთავარია - ნაკრებში ლიდერის არყოფნა. ფაქტია უტყუარი, რომ შენგელია ძალიან დაგვაკლდა.

საქართველოს ნაკრებიდან 20 ქულა შერმადინმა ჩააგდო (+8 მოხსნა), 15 სანაძემ, 10-10 კი ფრენკამპმა და ბურჯანაძემ.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი პეტრუშევი იყო - 27 ქულა და მარგი ქმედების 30-იანი კოეფიციენტი, ხოლო მისმა თანაგუნდელმა ანდუშიჩმა 22 ქულა ჩააგდო.

მკითხველის კომენტარები / 37 /
ილია ლონდარიძეს რისთვის იძახებენ ნაკრებში, არ სჯობს ვინმე ახალგაზრდას მოტივაცია მისცენ და ნაკრების კარი გაუღონ ? ზის და ატრიალებს პირსახოცს ან ღრიალებს მარტო მაგარი კაცია რაა
Shen
19 თებერვალი 2021 21:16
6
არც მე მომწონს შენგელია რომ ცსკა-ში თამაშობს, მაგრამ მაგას რად უნდა ბევრი ლაპარაკი, რომ ნაკრებში ფაქტიურად ნახევარი გუნდია.
მერაბი
19 თებერვალი 2021 22:19
2
ერთი მაინტერესებს, სად ხართ ის ხალხი, თოკოს რომ ლანძღავდით და მის მოკვეთას ითხოვდით ნაკრებიდან?! არც ჩემთვისაა სასიამოვნო ცსკა-ში რომ გამოდის, მაგრამ ნაკრები მის გარეშე რაცაა, არ გამოჩნდა დღეს?! კი ბატონო, სხვა მიზეზებიც დაერთო - შერმადინი სერბებმა მაგრად დაკეტეს (თუმცა კლასის ხარჯზე 20 ქულა მაინც აიღო); ძველებიდან (სანაძე, ბურჯანაძე, ბერიშვილი) ლიდერობა ვერავინ იტვირთა; ახლები საერთოდ მინუსები იყვნენ (და ზოგადად არიან); ამ ამერიკელს მაკფადენი მთელი თავით სჯობია; მაგრამ ნუთუ ასე მწარედ უნდა წაეგოთ? პასუხი თქვენთვის მომინდვია
ტყეშელაანთ გიჟი
20 თებერვალი 2021 00:06
4
შენგელიას ცუდი თამაშისათვის არავინ ლანძღავდა. რაშიც გასალანძღია იმისათვის გაილანძღა და დამსახურებულადაც. ერთერთი წამყვანი მოთამაშე რომ არის საქართველოს ნაკრებში, ამაზე არავინ დავობს და ბრაზსაც და მიუღებლობასაც ეს იწვევს, რომ ერთერთი წამყვანი მოთამაშე დარბის ახლა მკვლელების და მოროდიორების არმიის მაისურში გამოწყობილი, თორემ ვიღაც ჭ კლასის მოთამაშე რომ გადასულიყო, ამისთანა აღშფოთებას არ გამოიწვევდა. ეს ერთი, მეორე - გუშინდელ მატჩში გუნდს ყველაზე მეტად მძიმე ფორვარდი კი არა, მეორე სრულფასოვანი ცენტრი და სამიანების სტაბილური მსროლელი დააკლადა. ეს უკანასკნელი პოზიცია საერთოდ ჩვენი სისუსტეა და ეს არის საფიქრალი და პრობლემა, თორემ ერთი მატჩის ჩაგდება შეიძლება ყველა გუნდს დაემართოს.
არტ
20 თებერვალი 2021 16:44
2
არაუშავს, მთავარია გამოვცადოთ ახალი სახეები და ნაკრებმა მართლა 7 კაცით არ ითამაშოს ევრობასკეტზე როგორც ყოველთვის ხდებოდა
თორნიკე
19 თებერვალი 2021 21:14
1
გამოვცადეთ და გავიგეთ რომ არც ძველების და არც ახლების იმედი არ უნდა გვქონდეს მითუმეტეს პრინციპული თამაშის დროს წაგებაცაა და წაგებაც 26 ქულით მარცხი სახლში სამარცხვინოა....
912
20 თებერვალი 2021 06:36
6
ამ შემადგენლობით სერბების ნებისმიერ შემადგენლობასთან, ძალიან ძნელი იყო რაიმე წარმატების მიღწევა. რომც არ გვქონოდა განაღდებული ევროპაზე თამაში, ამ ჯგუფიდანაც გავდიოდით მაინც, რაც ძალიან სასიხარულოა.
გოგა
19 თებერვალი 2021 22:03
0
საკითხავია გავიდოდით თუ არა. ფინეთს იქ რომ მოვუგეთ არ ნიშნავს რომ აუცილებლად აქაც მოვუგებთ და შესძლოა მესამეზე გავიდეთ ჯგუფში.
ქომაგი
19 თებერვალი 2021 22:50
19
ქომაგს,
მესამე ადგილზე როგორ გავალთ? მოვიგებთ ფინეთთან პირველზე ვიქნებით, წავაგებთ და მეორეზე
მამუკა
20 თებერვალი 2021 10:34
0
პალიტრანიუს დაწერე კომენტარები სირცხვილია ცენზურა 21-ე საუკუნეში
912
19 თებერვალი 2021 21:21
3
თამაშის წინ ვთქვი, ახლა გამოჩნდება რამხელა ძალაა ნაკრებისთვის შენგელია-თქო და ისე აგიხდეთ ყველაფერი ... ფაქტია, რომ უმისოდ ნაკრები ნახევარიც არაა.
ამას დაემატა მეორე ტაიმის დასაწყისში ახალი ლეგიონერის ტრავმაც (თუმცა დიდად მაინც არ მომეწონა) და ლიდერობა ვერავინ იკისრა. ხოლო საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეების დონე რაცაა, ეს კარგად ჩანს
fani
19 თებერვალი 2021 23:58
3
შენგელიას უმისოდ ძალიან გვიჭირს თამაში, ეს ფაქტია
Nukri
19 თებერვალი 2021 21:47
2
უმისოდ არ ვიცი და შენგელია თავად დაგვაკლდა :))))))
borgati
20 თებერვალი 2021 00:58
2
ილუზიებში ავერ იცხოვრებ დიდხანს...შენგელია, შერმადინი, ბითაძე, მამუკელაშვილი, სანაძე, ბურჟანაძე + მაკფადენზე უკეთეს თუ გადმოვიბირებთ და ყველა ფორმის პიკში იქნება ევროპაზე რაღაც შანსი გვექნება, ისე მარტო მონაწილეობას დავჯერდებით როგორც წინაზე, სხვა ბიჭები მაპატიეთ და დაბალ დონეზე არიან, 1-2 წინა თამაშებში მომეწონა და იმედი გამიჩნდა მაგრამ .... ესე მეც რომ გამიყვანონ რაღაცეები გამომივა....ფეხბურთელებზე უკეთესები კი არიან....
გუსანი
20 თებერვალი 2021 08:32
1
დამარცხდა კი არა, გაფარჩაკდა მესამე შემადგენლობით მოთამაშე სერბეთთან!!!
?!
20 თებერვალი 2021 11:10
9
გუშინდელი გუნდი საქართველოს მერამდენე შემადგენლობა იყო?!
aburjga
20 თებერვალი 2021 11:46
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული