საქართველოს ნაკრებმა ფინეთთან 19-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა, მაგრამ მაინც დამარცხდა

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მეექვსე, უკანასკნელ მატჩში საქართველოს ნაკრები ფინეთთან 70:78 დამარცხდა.

რიგი წამყვანი კალათბურთელების არყოფნისა და ახალი ლეგიონერის, ფრენკამპის ტრავმის გამო საქართველოს ნაკრები სერიოზული პრობლემის წინაშე დადგა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად იძლეოდა, თუმცა ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალება ჰქონდათ.

ჩვენმა გუნდმა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ბაქრაძე, ფევაძე, ბოქოლიშვილი, ბურჯანაძე, შერმადინი. ისევე როგორც გასულ შეხვედრაში სერბეთთან, დებიუტში მეტოქე დაწინაურდა. კვლავ ბევრი იყო შეცდომები დაცვაში, ბურთის დაკარგვები, ვერც შეტევაში ვვარგობდით, მოწინააღმდეგე კარგად ისროდა სამქულიანებს და პირველი მეოთხედი 17:30 წავაგეთ.

მეორე პერიოდი პირველის
მსგავსად წარიმართა, ჩვენი გუნდის კალათბურთელები უამრავ შედომებს უშვებდნენ და პირველი ტაიმი 30:49 დასრულდა.

ზუროსის შეგირდებმა მესამე მეოთხედი ბრწყინვალედ ჩაატარეს, დაცვაში თამაში გამოასწორეს, თავდასხმაშიც დაჯაბნეს ფინელები და ანგარიში გაათანაბრეს.

სამწუხაროდ, დასკვნით მეოთხედში საქართველოს ნაკრები ჯარიმებით დაიტვირთა, შეტევაში ბევრი არაფერი გამოუვიდა, 70:78 დამარცხდა და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა.

ჩვენი გუნდიდან შერმადინმა 19 ქულა ჩააგდო (პლუს 12 მოხსნა და მარგი ქმედების 28-ინი კოეფიციენტი), 18 სანაძემ, 11 ბურჯანაძემ, 9 ბერიშვილმა და 6 ბოქოლიშვილმა.

ფინელთაგან 14-14 ქულით ყველაზე შედეგიანები ე. მერფი და ვალტონენი იყვნენ.

მკითხველის კომენტარები / 42 /
მცველები თუ სამქულიანებს ვერ ისვრიან,ძალიან ძნელია გამარჯვებაზე ფიქრი.ადრე მაკ ფადენი გვშველოდა,მის გარეშე კი,ბურთის გათამაშებაც გაგვიჭირდა და ჩაგდებაც.ამ თამაშშიც აშკარად ჩანდა ბიჭების ფსიქოლოგიური დაძაბულობა.თავიდან არაფერი გამოგვდიოდა(სერბებთანაც ასევე იყო) და ფინელებმა გადაგვიარეს,მაგრამ ზუროსის გრაჩევის შემდეგ,თანაც როცა დასაკარგი აღარაფერი გვქონდა,გუნდი დაწყნარდა და თამაშიც წაუვიდა.მაგრამ როგორც კი დავეწიეთ ანგარიშში და გამარჯვების შანსი დაბრუნდა,დაძაბულობამ ისევ იჩინა თავი.საბრძოლველად ვიყავით მზად,მაგრამ გამარჯვებისათვის არა.ყველას ხელი უკანკალებდა და მარტო შერმადინი,ვეღარაფერს შველოდა.სამი კაცი ხელებზე რომ გკიდია,კი უნდა მიხვდეს ვინმე,რომ თავისუფალ პოზიციაზე გაეხსნას და პასი მიიღოს.სამქულიანის სროლის ეშინოდათ,აშკარად ჩანდა და ბოლო წუთებში თუ წამებში,ეს უაზრო დაკარგვები,სწორედ ამან გამოიწვია.როცა ლიდერებს მიჰყავთ თამაში,ისინიც მხარს უბავენ,მაგრამ როცა ლიდერი არ არის და მათზე ვარდება მატჩის ბედი,ამისათვის ფსიქოლოგიურად ვერ არიან მზად.
სოსო
21 თებერვალი 2021 22:09
0
მგონი ნაკრებში რომ კაცია სროლა უნდა იცოდეს და სროლის არ უნდა ეშინოდეს.
სირცხვილია უკვე
21 თებერვალი 2021 21:33
0
ორ თამაშში რამდენი სამქულიანი გააფუჭეთ, აღარ უნდა ჩაბარდეს წარსულს სიტყვა - სროლა არ წაუვიდა ???????????????????????????? სირცხვილია უკვე, მთელი მსოფლიო ისვრის........................
???????????????
21 თებერვალი 2021 21:27
0
ბურჯანაძეს დავიწყებია კალათბურთის თამაში. ჯინჭარაძე საიდან გამოჩხრიკეს? სულელური ფრაზა - "ნაკრები ყველასია" უნდა დავივიწყოთ. ნაკრები მხოლოდ იმათია ვინც კალათბურთის აზრზეა
dat
21 თებერვალი 2021 21:25
1
ისეთ საკითხს შევეხეთ , ათასჯერ რომ დამიწერია და ერთხელაც არ აქვეყნებს ეს საიტი-ცენზურა აქვს , თუმცა კიდევ ვცდი . ბავშვთა კალათბურთი სანამ არ გაიწმინდება მწვრთნელებისაგან , რომლებიც გავლენიანი და თულიანი ოჯახის შვილების წარმოჩენას არ ცდილობენ , რომ მერე ინდივიდუალურ ვარჯიშებზე ფული აკეთონ , ძირითადშიც ის დგას ამის გამო . იმდენი ნიჭიერი ბავშვი ვიცი , რომ მაგის გამო თავი დაანება საერთოდ , კომბინაციაც ესეთ დროს იხაზება ისეთი , რომ იმ პრივილეგირებულმა დაამთავროს ფარზეე , ვიმეორებ ფარზეეე !!! არ ჭირდებათ ნიჭიერი ბავშვები , ვისაც სროლა შეუძლია , უკრძალავენ სროლას , იმიტომაც აზრზე არ არიან სროლის . სლუცკიმ თქვა ხვიჩაზე - უნიჭოს რათ უნდა დახმარებავოო , ნიჭიერს უნდა დაუთმო მთელი დრომ რომ განვითარება არ შეაჩეროსო . ჩვენთან პირიქით ესმით . ბასკონიას კემპი როგორც ჩაატარეს და რა პროტექციონიზმითაც გზავნეს ხალხი ესპანეთში , აორთქლებული ბიუჯეტის ფული , საკუთარი შვილების მომავლის შესაქმნელად . კიდევ ბევრია საწერი , თუმცა აზრიი !!! 30 წელია იგივეს ვაკეთებთ , მანამდეც იგივე ხდებოდა და ალბათ შემდეგი 30 წელიც ასე იქნებაა .
ATP 16
22 თებერვალი 2021 09:54
3
ფეხბურთშიც იგივე სიტუაციაა. ეს სინამდვილეში ჩვეულებრივი კორუფციაა. სანამ არ აღმოიფხვრება, მანამდე არაფერი ესველება სპორტს.
111
22 თებერვალი 2021 10:33
1
აზრზე არ არიან სროლის, ჩასვრილი რომ ისვრის კაცი, ის საერთოდ ვერ ჩააგდებს, სანაკრებო იქ მხოლოდ შერმადინია სამწუხაროდ
mmm
21 თებერვალი 2021 23:15
0
შენგელიასა და სხვების გარეშე რაც ვართ გასაგებია, შერმადინი ყოველთვის კარგია, სანაძეს არა უშავს, დანარჩენები რაც არიაწ, არაფერს ვიტყვი
Nukri
21 თებერვალი 2021 21:31
0
მარადიული პრობლემა რის გამოც უცხოელებს ვეძებთ, სამქულიანი ს რ ო ლ ა . დადექით და დღეში 1000-ჯერ ისროლეთ, რასაც აკეთებენ წარმატებული კალათბურთელები. სროლა იგებს, ისწავლით მოიგებთ, არ ისწავლით და მასე იქნება
kaxa
21 თებერვალი 2021 21:24
0
gescavla srola mere da xo itamashebdi evropashi:)))))))))))
კომბა
21 თებერვალი 2021 22:56
5
სროლი არ იცით ძმებო და როგორ მოიგებთ. საბოლოოდ რაც არ უნდა მაგარი იყო სროლა და ქულაა მთავარი, დადექი და ისროლე დღეში ათასჯერ
gori
21 თებერვალი 2021 21:29
0
საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს, ბულაშვილს, არ ათამაშებენ და მერე უკვირთ, რატომ წავაგეთო?
koko
21 თებერვალი 2021 21:58
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული