"კარგია, რომ ბათუმში არ ვთამაშობთ" - ამბობს რუსეთის ნაკრების მწვრთნელი

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2022-ზე საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ესპანეთთან, რუსეთთან, თურქეთთან, ბელგიასთან და ბულგარეთთან ერთად მოხვდა. წილისყრის შედეგებზე კომენტარი რუსეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სერგეი ბაზარევიჩმა გააკეთა.

"საკმაოდ უჩვეულოა ამ ყველაფერზე საუბარი, როდესაც ევრობასკეტამდე ერთ წელზე მეტია დარჩენილი, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ახლა სრულიად სხვა ამოცანა გვაქვს - ოლიმპიადაზე გასვლა - კენჭისყრის ყველა ეს შედეგები ცოტა აბსტრაქტულ სახეს იღებს.

ჯგუფზე შემიძლია ვთქვა, რომ ევროპულ კალათბურთში სუსტი გუნდები უკვე აღარაა, ქაღალდზე ძლიერები კი ძალიან იქნებიან იმაზე დამოკიდებული, რომელი მოთამაშეები შეუერთდებიან. სუპერფავორიტები უკვე აღარ დარჩნენ,
თუმცა იგივე ესპანელები უკანასკნელი მრავალი წლის მანძილზე ასეთები იყვნენ, მაგრამ ყველა წარმატება გასოლის თაობასთანაა დაკავშირებული, რომელიც თანდათან მიდის. 

საქართველო მასპინძელი იქნება. თურქეთის ადგილზე შეიძლება რომელიმე სხვა აღმოჩენილიყო, რომელმაც ბოლო ორ წელიწადში უფრო წარმატებულად იასპარეზა, თუმცა თურქებს პოტენციურად ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ და გულშემატკივრებიც დაეხმარებიან.

ტყუილად როდი აირჩია საქართველომ პარტნიორ ქვეყნად თურქეთი, ისინი მეზობლები არიან. კარგია, რომ ბათუმში არ ვთამაშობთ - ის პირდაპირ საზღვართანაა, იქ დარბაზი აუცილებლად გაივსებოდა თურქი გულშემატკივრებით.

ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ჩვენ თვითონ როგორ მდგომარეობაში ვიქნებით. ჩვენს გუნდს ელის - თანდათან ხდება - თაობათა ცვლა. შესაძლოა, ეს პროცესი უფრო რადიკალური იყოს. შესაძლოა, არც იყოს. ახლა თაობებს შორის გარკვეული წყვეტაა. იმედია, ეს მხოლოდ მცირედი წყვეტაა და არა უფრო სერიოზული ჩავარდნა, - ციტირებს ბაზარევიჩს რუსეთის კალათბურთის ფედერაციის საიტი.

კონტინენტის პირველობა 2022 წლის 1-18 სექტემბერს 4 ქვეყანაში გაიმართება. ეს ქვეყნები გახლავთ: გერმანია (კიოლნი), საქართველო (თბილისი), ჩეხეთი (პრაღა) და იტალია (მილანი).

მკითხველის კომენტარები / 13 /
მეგობრებო, ვინმემ იცით ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში სხვა რომელი ჯგუფის წარმომადგენელს ვხვდებით მერვედფინალში?
Miriani
06 მაისი 2021 10:15
0
ესეიგი საქართველომ თურქეთი იმიტომ აირჩიაო რომ თურქები მოგვისიესო, და ჩვენ თურქების მისევა რად გვინდა ჩვენთვითონ ვერ მივესევით ვითომ?
Mgeli
02 მაისი 2021 00:50
1
სწორს ამბობს.კაცმა არ იცის,რომელი გუნდი რამდენად შესძლებს, შემადგენლობის მობილიზებას.სხვებიც ჩვენნაირ დღეში არიან.
სოსო
01 მაისი 2021 18:49
2
2020 წლის სექტემბრამდე სპორტული თვალსაზრისით დიდი დროა. არავინ არ იცის, რომელი გუნდი როგორ ფორმაში იქნება... წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს. იმედია, ფლი-ოფში გადავალთ.
tngh
01 მაისი 2021 17:46
0
xo gauchirdeba turk qomags 350 km gavla rom ak aavsos darbaiz da an tbilishic bevrmi arian da isedac uqomageben taiant da chvens nakrebs. caimazhacha axla amanac batumio.
suares
01 მაისი 2021 16:15
4
konor frenkampis shesaxeb efeb informacia dadot.rogor aris,travma moishusha tu ara rodis itamashebs?
duscatto
01 მაისი 2021 11:54
2
Saqartvelom tu moindoma Saxes agaxevt
X.
01 მაისი 2021 07:15
3
ნუ, გასაგებია. "საქართველო მასპინძელია." და სხვას არაფერს არ ამბობს, ესეიგი მასპინძელი რომ არ იყოს არც არისო საერთოდ ანგარიშგასაწევი ძალა. ეხლა ეს ვითომ იმიტომ თქვაო რომ ბევრი ლაპარაკი არ უყვარსო , მაგას ვერ იტყვი ტიპი ბაზარევიჩია გვარად.) და სადაც ჭირდება იქ ბევრსაც ლაპარაკობს, თეორეტიკოსობს კიდეც... იცით რას გეტყვით, ამათი მხოლოდ დამარცხება არ იქნება არ იქნება საკმარისი, იმას იტყვიან რომ სახლში იყვნენო და მოგვიგესო. ამათ ისე უნდა მოუგო რომ სალაპარაკო საბაზრო და ბაზარევიჩები აღარ დარჩნენ
ქართველი
01 მაისი 2021 07:12
7
სად არი თქვენი მოსაგები თორე კი.
ქართველი
02 მაისი 2021 03:11
0
მოვუგებთ ძმაო, არ ინერვიულო, უეჭველი მოვუგებთ.
01 მაისი 2021 11:40
6
ყველა გამოხმაურება
თქვენი მოგონილია კალათბურთი.
Bez Bazar.
01 მაისი 2021 06:59
3
არა მხოლოდ კალათვურთი, არამედ ამათი მოგონილია ყველაფერი, პირველყოფილი ადამოანის ქვის იარაღდან დაწყებული თუ რამე იცის კაცოვრიობა,, ყველაფერი!!!
alibaba
03 მაისი 2021 04:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული