"ძნელი წარმოსადგენია, საქართველო ჯგუფიდან ვერ გავიდეს" - მიაჩნია ევრობასკეტის ჟურნალისტს

AutoSharing Option
ევრობასკეტის საიტზე ევროპის ჩემპიონატის წილისყრა ჟურნალისტმა ჯეფ ტეილორმა შეაფასა და ჯგუფებიდან გუნდების გასვლის შანსებზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა:

"თბილისური ჯგუფი A მომხიბვლელია. იქ 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთია, აგრეთვე - რუსეთი, თურქეთი, საქართველო, ბელგია და ბულგარეთი.

ესპანეთის ნაკრებში ევრობასკეტ 2022-ზე მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და ახალგაზრდა ტალანტები იქნებიან. ესპანეთი, ისევე, როგორც სერბეთი, ტურნირის ფავორიტად მიიჩნევა და სავარაუდოდ, მთელ გზას ისინი ბოლომდე გაივლიან. ძნელი წარმოსადგენია, რომ საქართველო, როგორც მასპინძელი, ჯგუფიდან ვერ გავიდეს. დარჩენილი ორი ადგილისთვის რუსეთს, თურქეთს, ბელგიასა და ბულგარეთს შორის დიდ ბრძოლას
მოველი.

ბელგიას ძლიერი უკანახაზელები ჰყავს, ხოლო რეტინ ობასოჰანს მართლაც შეუძლია თამაშის სურათის შეცვლა. მათი უპირატესობა ისიცაა, რომ მწვრთნელი დარიო გიერგა ქვეყანაში უკვე 13 წელია მუშაობს. თუმცა ეს მთავარი მწვრთნელის რანგში მისი პირველი ევრობასკეტი იქნება. ის ადრე ველიმირ პერასოვიჩის (ხორვატიის ნაკრები) თანაშემწედ 2015 წელს მუშაობდა. მე ამ გუნდს შემდეგ ეტაპზე მოვიაზრებ.

რაც შეეხება გამსვლელ უკანასკნელ ადგილს, შეუძლია თუ არა თურქეთს თავისი პოტენციალის რეალიზაცია? გახსოვთ, მათ შანხაის მსოფლიოს ჩემპიონატზე აშშ-ს როგორი ბრძოლა გაუმართეს და მხოლოდ ოვერტაიმში დამარცხდნენ? გამოერკვა კი თურქეთი ამ მარცხის შემდეგ? მე ამაში დარწმუნებული არ ვარ. ბულგარეთი ევრობასკეტის შესარჩევ ციკლში მუდამ ბოლომდე იბრძვის, მაგრამ მეოთხე გუნდი, რომელიც ჯგუფიდან გავა, რუსეთი იქნება. სერგეი ბაზარევიჩი უკვე დიდი ხანია ნაკრებშია, ჯერ - როგორც მოთამაშე და ბოლო რამდენიმე წელია - როგორც მწვრთნელი. მიუხედავად იმისა, რა შემადგენლობა ეყოლება, მისი გუნდი ყოველმხრივ კარგად მოემზადება."

მკითხველის კომენტარები / 6 /
მეგობრებო, ვინმემ იცით ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში სხვა რომელი ჯგუფის წარმომადგენელს ვხვდებით მერვედფინალში?
Miriani
10:14 06-05-2021
0
სერბეთთან 23 სამქულიანი ვესროლეთ და მხოლოდ სამი ჩავაგდეთ.დასკვნები თქვენთვის მომინდვია.
zaza
22:54 05-05-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული