ესპანეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის შევეცილებით

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა - ესპანეთი, უკრაინა, ჩრდ. მაკედონია.

ფორმატის თანახმად, ჯგუფებში თამაშები გაიმართება ორ წრედ (შინ და სტუმრად), რის შემდეგაც თითოეულიდან 3 საუკეთესო (ჯამში 24 ნაკრები) მეორე ეტაპზე გააღწევს. ფორმატი წინანდელი იქნება: A ჯგუფის სამეული + B ჯგუფის სამეული, C ჯგუფის სამეული + D ჯგუფის სამეული, E ჯგუფის სამეული + F ჯგუფის სამეული, G ჯგუფის სამეული + H ჯგუფის სამეული.

ახალ ჯგუფებში მანამდე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთში არ ითამაშებენ, მათ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები გადაჰყვებათ.
შესაბამისად, თითოეულ გუნდს სხვა ჯგუფის 3 წარმომადგენელთან მოუწევს 2-2 მატჩის (შინ და სტუმრად) გამართვა. შესაბამისად, თითო გუნდი 6 შეხვედრას ჩაატარებს და საბოლოოდ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებს თითო ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი (ჯამში 12) მოიპოვებს.

თამაშები გაიმართება ფიბას მიერ დადგენილი ფანჯრების პერიოდში. როგორც პირველ, ისე მეორე ჯგუფურ ეტაპზე გამოყოფილია 3-3 ფანჯარა.

პირველი ეტაპი

I ფანჯარა: 2021 წლის 22-30 ნოემბერი;

II ფანჯარა: 2022 წლის 21 თებერვალი – 1 მარტი;

III ფანჯარა: 2022 წლის 27 ივნისი – 5 ივლისი;

მეორე ეტაპი

IV ფანჯარა: 2022 წლის 22-30 აგვისტო;

V ფანჯარა: 2022 წლის 7-15 ნოემბერი;

VI ფანჯარა: 2023 წლის 20-28 თებერვალი.
მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება.

altსაქართველოს ნაკრები მე-5 კალათაში: ფიბამ განთესვის და წილისყრის ახალი ფორმატი დააწესა

მკითხველის კომენტარები / 12 /
Makedonias unda vazgvevinot casuli. Am jgufshi sxva davaleba mainc ar gvaq
Butxa
21:51 31-08-2021
4
რუსეთი უკრაინის ამბავი როგორ იქნება ალბათ ნეიტრურზე ათამაშებენ
ბაკური
21:42 31-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული