საქართველო VS უკრაინა - ბილეთების გაყიდვა იწყება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობს. ჩვენი ქვეყნის მეტოქეები G ჯუფში უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია და ესპანეთი არიან.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ფანჯარაში უკრაინის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველო–უკრაინის მატჩი 26 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში (მის:26 მაისის მოედანი), 19:00 საათზე გაიმართება.

შეხვედრას გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა – თბილისის სპორტის სასახლის მაყურებელთა ტევადობის 30% დაესწრება.

➤ ბილეთების გაყიდვა დაიწყება დღეს, 24 ნოემბერს, 15:00 საათზე ➥ tkt.ge

➤ ბილეთის ფასი – 20 ლარი.

საქართველოს
კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე ერთი საათით ადრე მობრძანდნენ, რათა მატჩის დაწყებამდე დროულად გაიარონ კოვიდ-რეგულაციებით გათვალისწინებული პროცედურები:

ბილეთებთან ერთად გულშემატკივრებმა უნდა წარმოადგინონ:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მეორე დოზიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე), ხოლო არავაქცინირებულმა პირებმა 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის ან 24 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის მანძილზე ლაბორატორიულად დადასტურებული Covid-ინფექციის გადატანის შესახებ ცნობა.
ყველა გულშემატკივარს უნდა ეკეთოს პირბადე და დაიცვას დისტანცია.
აღნიშნული პირობები ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.
მაყურებლებისთვის თბილისის სპორტის სასახლის კარები 18:00 საათიდან გაიხსნება.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას განახორციელებს საქართველოს პირველი არხი – www.1tv.ge

წყარო: Gbf
მკითხველის კომენტარები / 2 /
შერმადინი უნდა იყოს ნაკრების კაპიტანი,ასაკობრივადაც ეკუთვნის და ისეც.
სოსო
24 ნოემბერი 2021 14:45
2
ხო შეიძლებოდა მაკედონიასთანც დაეშვათ 30% პისიარი ან სწრაფი ტესტისით, რო გაყიდენ თამაში ამ არასწორებმა
irakli
24 ნოემბერი 2021 14:41
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული