საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი უკრაინასთან დაძაბულ მატჩში გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა თბილისში უკრაინა დაძაბულ მატჩში 88:83 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ბოქოლიშვილი, მაკფადენი, ბურჯანაძე, შენგელია, შერმადინი. დებიუტში თამაში ქულა-ქულაში წავიდა, ორივე გუნდი უპირატესად პერიმეტრიდან აგროვებდა ქულებს, მაკფადენმა 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და პირველი მეოთხედი 28:24 მოვიგეთ.

მეორე პერიოდში უკრაინელებმა უკეთ ითამაშეს, საჯარიმოებს უშეცდომოდ იყენებდნენ და პეტროვის ზუსტი სამქულიანების წყალობით 7 ქულით დაწინაურება მოახერხეს. ჩვენი გუნდი დაცვაში შეცდომებს უშვებდა, ფარზე კი ჩვეულად ვერ დომინირებდა შერმადინი, რომელსაც პუსტოვოი ყურადღებით მეურვეობდა.
თუმცა, ზუროსის შეგირდებმა ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება შეძლეს და პირველი ტაიმი 45:46 დასრულდა.

შესვენების მერე მოედანზე შენგელია დაბრუნდა, რომელმაც მცირე ტრავმა მიიღო, შერმადინმა ზედიზედ მოაგროვა ქულები, თუმცა საქართველოს ნაკრები შეტევაში ხშირად უშვებდა შეცდომებს, კარგავდა ბურთს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ უკრაინა 2 ქულით წინ გავიდა.

მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ლიდერების - შენგელიას, შერმადინისა და ბურჯანაძის ძალისხმევითა და ბაქარაძის სამქულიანითა და დაცვაში კარგი გარჯით ჩვენი გუნდი დაწინაურდა, ბოლოს შენგელიამ მეტად საჭირო 4 ქულა ჩააგდო და გავიმარჯვეთ.

აღსანიშნავია, რომ თორნიკემ გუშინ ევროლიგაზე "ბაიერნთან" ითამაშა და სასწრაფოდ ჩარტერული რეისით გამოფრინდა თბილისში.

საქართველოს ნაკრებიდან 27 ქულით ყველაზე შედეგიანი მაკფადენი იყო (პლუს 9 პასი), 23 ქულა შერმადინმა ჩააგდო, 16 შენგელიამ (13 მოხსნა), 11 ბურჯანაძემ (7 მოხსნა), 4 ფევაძემ, 3 ბაქრაძემ, 2-2 ჯინჟარაძემ და ბერიშვილმა, ხოლო უკრაინელთაგან 18 ქულა ბლიზნიუკის ანგარიშზე იყო, 16 პეტროვის, 15 რენდლის და 10 პავლოვის.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 29 ნოემბერს სტუმრად ესპანეთთან ჩაატარებს, რომელიც დღეს გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 40 /
რა დაძაბული თავი დაზოგეს ჩვენებმა ესპანეთისთვის როცა ჭირდებოდათ უცებ უმაგებდნენ, აშაკარა იყო კლასის სხვაობა, თავიდანვე ჯარიმებით დავტვირთეთ და მარტივად მივიყვანეთ ბოლომდე. ყოჩაღ მწვრთნელს და ბიჭებს, ეხლა ესპანეთს მოვუგოთ მთავარია
0
კომებტარები წავიკითხე და ცოტა გავბრაზდი, ვერ მოვითმინე და კომენტარს ვწერ ( მეც მიკვირს ). აქ ჩანს ჩვენი რეალური სახე კომენტარები ზუსტად ასახავს როგორი ერი ვართ, როგორც ვხედავ მაკფადენს უფრო მეტი ადამიანი წარმოადგენს ვიდრე თოკოს ეომელმაც მართლა საწაული გააკეთა ტიპმა 2 დღეში 2 ურთულესი თამაში ჩაატარა ბოლო წუთამდე იბრძოლა ორივე თამაშში და ამ ყველაფრის მერე ხალხი მაკფადენს აღმერთებს, რათქმაუნდა არაფერი არ მაქვს მაკფადენთან საწინააღმდეგო მადლობის მეტი არაფერი და დიდი დაფასება ჩემგან, უბრალოდ რაღაცნაირად მიტეხავს ეგეთი ხალხი რომ არსებობს , ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი მიხვდება რაზეც ვსაუბრობ
Ramnishvnelobaaqv
15:03 27-11-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული