საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი უკრაინასთან დაძაბულ მატჩში გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა თბილისში უკრაინა დაძაბულ მატჩში 88:83 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ბოქოლიშვილი, მაკფადენი, ბურჯანაძე, შენგელია, შერმადინი. დებიუტში თამაში ქულა-ქულაში წავიდა, ორივე გუნდი უპირატესად პერიმეტრიდან აგროვებდა ქულებს, მაკფადენმა 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და პირველი მეოთხედი 28:24 მოვიგეთ.

მეორე პერიოდში უკრაინელებმა უკეთ ითამაშეს, საჯარიმოებს უშეცდომოდ იყენებდნენ და პეტროვის ზუსტი სამქულიანების წყალობით 7 ქულით დაწინაურება მოახერხეს. ჩვენი გუნდი დაცვაში შეცდომებს უშვებდა, ფარზე კი ჩვეულად ვერ დომინირებდა შერმადინი, რომელსაც პუსტოვოი ყურადღებით მეურვეობდა.
თუმცა, ზუროსის შეგირდებმა ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება შეძლეს და პირველი ტაიმი 45:46 დასრულდა.

შესვენების მერე მოედანზე შენგელია დაბრუნდა, რომელმაც მცირე ტრავმა მიიღო, შერმადინმა ზედიზედ მოაგროვა ქულები, თუმცა საქართველოს ნაკრები შეტევაში ხშირად უშვებდა შეცდომებს, კარგავდა ბურთს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ უკრაინა 2 ქულით წინ გავიდა.

მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ლიდერების - შენგელიას, შერმადინისა და ბურჯანაძის ძალისხმევითა და ბაქარაძის სამქულიანითა და დაცვაში კარგი გარჯით ჩვენი გუნდი დაწინაურდა, ბოლოს შენგელიამ მეტად საჭირო 4 ქულა ჩააგდო და გავიმარჯვეთ.

აღსანიშნავია, რომ თორნიკემ გუშინ ევროლიგაზე "ბაიერნთან" ითამაშა და სასწრაფოდ ჩარტერული რეისით გამოფრინდა თბილისში.

საქართველოს ნაკრებიდან 27 ქულით ყველაზე შედეგიანი მაკფადენი იყო (პლუს 9 პასი), 23 ქულა შერმადინმა ჩააგდო, 16 შენგელიამ (13 მოხსნა), 11 ბურჯანაძემ (7 მოხსნა), 4 ფევაძემ, 3 ბაქრაძემ, 2-2 ჯინჟარაძემ და ბერიშვილმა, ხოლო უკრაინელთაგან 18 ქულა ბლიზნიუკის ანგარიშზე იყო, 16 პეტროვის, 15 რენდლის და 10 პავლოვის.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 29 ნოემბერს სტუმრად ესპანეთთან ჩაატარებს, რომელიც დღეს გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 40 /
გაიხარეთ, ბიჭებო!
თორნიკე, ძალიან მაგარი ხარ და წამოდი, რა, იმ დამპალი გუნდიდან!
ILIA
26 ნოემბერი 2021 21:27
16
ტუპოი კომენტარებს მოეშვით.
ლევანი
27 ნოემბერი 2021 02:54
10
ვულოცავ საქართველოს და ბიჭებს გუნდიდან არვის გამოყოფა მინდა მარა თოკომ პატარა გმირობა ჩაიდინა ყოველმხრივი სპორტულიც ბოლო წუთზე და ეროვნული გუნდის ერთგულება ვინ იტყოდა რამეს რომ თოკო ვერ ჩამოსულიყო დღეს ? ვინც ნახა გუშინდელი თამაში მოსკოვში უმძიმესი თამაში ქონდა თოკოს .
ზვიო
26 ნოემბერი 2021 21:25
10
ვაშა საქართველოს, ვაშა ჩვენს ბიჭებს, ვაშა ჩვენს კაპიტანს - თოკოს, რომელმაც ლომივით იბრძოლა.
ნეტა მათ, ვინც ლანძღავდა თოკოს ცსკა-ში გადასვლაზე, თუ აწუხებთ ნამუსი. ერთადერთი მოთამაშეა ევროლიგიდან, ვინც თავის ქვეყნის ნაკრებში თამაშობს ამ ეტაპზე - გუნდები არ უშვებენ. თოკოს აქვს კონტრაქტში და ჩამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ გუშინ კლუბის თამაში ქონდა და იქაც ლომივით იბრძოდა და გაიმარჯვა.
ისე, ეჭვი მაქვს, ვინც თოკოს ლანძღავდა, დღეს თამაშიც არ უნახავს.
არჩი
26 ნოემბერი 2021 21:19
17
ვულოცავ ბიჭებს უკრაინაა არაა ხელწამოსაკრავი გუნდი მარა ჩვენ გვყავს თოკო გუნდის ლიდერი და სამშობლოს ერთგული უმძიმესი თამაში ქონდა გუშინ და დილით ჩამოფრინდა და თამაშიც გადაწყვიტა .
samtredski
26 ნოემბერი 2021 21:14
8
ვულოცავ ბიჭებს და პირადად მაკ ფადენს, თქვა და შეასრულა კიდეც.
ჟორა გაბრიჭიძე
26 ნოემბერი 2021 21:13
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული