საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი უკრაინასთან დაძაბულ მატჩში გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა თბილისში უკრაინა დაძაბულ მატჩში 88:83 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ბოქოლიშვილი, მაკფადენი, ბურჯანაძე, შენგელია, შერმადინი. დებიუტში თამაში ქულა-ქულაში წავიდა, ორივე გუნდი უპირატესად პერიმეტრიდან აგროვებდა ქულებს, მაკფადენმა 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და პირველი მეოთხედი 28:24 მოვიგეთ.

მეორე პერიოდში უკრაინელებმა უკეთ ითამაშეს, საჯარიმოებს უშეცდომოდ იყენებდნენ და პეტროვის ზუსტი სამქულიანების წყალობით 7 ქულით დაწინაურება მოახერხეს. ჩვენი გუნდი დაცვაში შეცდომებს უშვებდა, ფარზე კი ჩვეულად ვერ დომინირებდა შერმადინი, რომელსაც პუსტოვოი ყურადღებით მეურვეობდა.
თუმცა, ზუროსის შეგირდებმა ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება შეძლეს და პირველი ტაიმი 45:46 დასრულდა.

შესვენების მერე მოედანზე შენგელია დაბრუნდა, რომელმაც მცირე ტრავმა მიიღო, შერმადინმა ზედიზედ მოაგროვა ქულები, თუმცა საქართველოს ნაკრები შეტევაში ხშირად უშვებდა შეცდომებს, კარგავდა ბურთს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ უკრაინა 2 ქულით წინ გავიდა.

მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ლიდერების - შენგელიას, შერმადინისა და ბურჯანაძის ძალისხმევითა და ბაქარაძის სამქულიანითა და დაცვაში კარგი გარჯით ჩვენი გუნდი დაწინაურდა, ბოლოს შენგელიამ მეტად საჭირო 4 ქულა ჩააგდო და გავიმარჯვეთ.

აღსანიშნავია, რომ თორნიკემ გუშინ ევროლიგაზე "ბაიერნთან" ითამაშა და სასწრაფოდ ჩარტერული რეისით გამოფრინდა თბილისში.

საქართველოს ნაკრებიდან 27 ქულით ყველაზე შედეგიანი მაკფადენი იყო (პლუს 9 პასი), 23 ქულა შერმადინმა ჩააგდო, 16 შენგელიამ (13 მოხსნა), 11 ბურჯანაძემ (7 მოხსნა), 4 ფევაძემ, 3 ბაქრაძემ, 2-2 ჯინჟარაძემ და ბერიშვილმა, ხოლო უკრაინელთაგან 18 ქულა ბლიზნიუკის ანგარიშზე იყო, 16 პეტროვის, 15 რენდლის და 10 პავლოვის.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 29 ნოემბერს სტუმრად ესპანეთთან ჩაატარებს, რომელიც დღეს გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 40 /
რა დაძაბული თავი დაზოგეს ჩვენებმა ესპანეთისთვის როცა ჭირდებოდათ უცებ უმაგებდნენ, აშაკარა იყო კლასის სხვაობა, თავიდანვე ჯარიმებით დავტვირთეთ და მარტივად მივიყვანეთ ბოლომდე. ყოჩაღ მწვრთნელს და ბიჭებს, ეხლა ესპანეთს მოვუგოთ მთავარია
Gia
27 ნოემბერი 2021 17:04
0
კომებტარები წავიკითხე და ცოტა გავბრაზდი, ვერ მოვითმინე და კომენტარს ვწერ ( მეც მიკვირს ). აქ ჩანს ჩვენი რეალური სახე კომენტარები ზუსტად ასახავს როგორი ერი ვართ, როგორც ვხედავ მაკფადენს უფრო მეტი ადამიანი წარმოადგენს ვიდრე თოკოს ეომელმაც მართლა საწაული გააკეთა ტიპმა 2 დღეში 2 ურთულესი თამაში ჩაატარა ბოლო წუთამდე იბრძოლა ორივე თამაშში და ამ ყველაფრის მერე ხალხი მაკფადენს აღმერთებს, რათქმაუნდა არაფერი არ მაქვს მაკფადენთან საწინააღმდეგო მადლობის მეტი არაფერი და დიდი დაფასება ჩემგან, უბრალოდ რაღაცნაირად მიტეხავს ეგეთი ხალხი რომ არსებობს , ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი მიხვდება რაზეც ვსაუბრობ
Ramnishvnelobaaqv
27 ნოემბერი 2021 15:03
2
გულწრფელი მადლობა ბიჭებს!!! იმედია, ევროპის ჩემპიონატზე კარგ შედეგს დავდებთ... ბითაძე, მამუკელაშვილი... ცინცაძე დიდი ძალაა!!!
tngh
27 ნოემბერი 2021 14:58
0
როარა შენგელია წავაგებდით ისე მაგარ ტრამვას გადაურჩა მარა ოთხკაციან ნაკრებს მეტს ვერც მოთხოვ .ვეტერანებს ბრავო რა.
Zaza
27 ნოემბერი 2021 12:42
4
მატჩის ბედი კი ლიდერმა გადაწყვიტა!
თენგო
27 ნოემბერი 2021 12:36
4
ესპანეთთან ძალიან დაგვაკლდებიან ბითაძე და მამუკელაშვილი...
ზურა
27 ნოემბერი 2021 12:30
0
შერმადინი დაბერდა და თამაში ვერ ისწავლა!!! ისეთი სახით თამაშობს ხოლმე ადამიანს ეგონება მუცელი სტკივა და ტირილს დაიწყებს მალეო!!!
!!!
27 ნოემბერი 2021 12:01
26
ჰა,ჰა,ჰა! აუ მაგიდის ჩოგბურთს მიაწექი, კალათბურთი ძალიან რთული თამაშია შენთვის)))
ბოღმას
27 ნოემბერი 2021 14:55
1
ყველას დიდი მადლობა, განურჩევლად, მათ შორის ბაქრაძეს, რომელმაც 3 ქულა ზალიან მნიშვნელოვან ფროს მოუტანა გუნდს.
თბილისელი
27 ნოემბერი 2021 11:52
0
გივი ბაქრაძეზე რატომ არაფერს ამბობთ? მისი 3 ქულიანი და ჩაჭრა გადამწყვეტი იყო.
მამუკა
27 ნოემბერი 2021 11:41
0
მაკფადენი ყველაზე მაგარი იყო! Makfaden!!!
Tank you tedi!!!
Fan
27 ნოემბერი 2021 11:21
1
გმადლობ, ბრო!!!
McFadden
27 ნოემბერი 2021 12:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული