Mundo Deportivo: ესპანეთს საქართველოსთან ურთულესი მატჩი ელის - სკარიოლოს 5 ათასი ფანის იმედი აქვს

AutoSharing Option
29 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად ესპანეთს შეხვდება. მატჩისადმი ინტერესი დიდია. აი, რას წერს მომავალი დაპირისპირების შესახებ "მუნდო დეპორტივო":

"ორშაბათს ესპანეთი ხაენის "ოლივო არენაზე" 5 ათასი გულშემატკივრის მხარდაჭერით G ჯგუფში მთავარი კონკურენტის, საქართველოს დამარცხებას და მეორე გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. მეტოქე გუნდში ლიგა ენდესას ნაცნობი სახეებია: თად მაკფადენი (მურსია), ბექა ბურჯანაძე (ბეტისი) და 2.17-მეტრიანი გიორგი შერმადინი (ტენერიფე), აგრეთვე ცსკა-ს ფორვარდი თორნიკე შენგელია, რომელმაც რუსულ კლუბთან კონტრაქტის გაფორმებისას მსოფლიოს პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისას ეროვნულ გუნდში თამაშის უფლება
მოითხოვა და მიიღო კიდეც.

ესპანელთა მწვრთნელი სერხიო სკარიოლო ძლიერ მოწინააღმდეგესთან რთულ შეხვედრა ელის, თუმცა დარწმუნებულია, რომ მისი შეგირდები დასახულ გეგმას შეასრულებენ და ვარჯიშებზე დამუშავებულ კომბინაციებს გამოიყენებენ.

იტალიელმა სპეციალისტმა ვარჯიშის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ აღნიშნული ოთხი კალათბურთელი ძალიან ძლიერია და ისინი კარგი დაცვით უნდა გაანეიტრალონ. მისი თქმით, ქართველებს შეუძლიათ დაიტრაბახონ ისეთი კალათბურთელით, როგორიც მაკფადენია, რომელიც კარგად ისვრის ბურთს კალათში და მარტოს შეუძლია მატჩების მოგება.

სკარიოლოს ხაენელი ფანების იმედი აქვს, რომლებიც რთულ მომენტში მხარს დაუჭერენ. რთული მომენტები რომ ექნებათ, ამაში ის დარწმუნებულია".

მკითხველის კომენტარები / 11 /
შენგელიას მუხლის ტრავმა აქვს და ვერ ითამაშებს. შანსი ისედაც მცირე იყო, ახლა ხომ საერთოდ>
კოკა
13:14 29-11-2021
0
საქართველოში კალათბურთი სპორტის განდური სახეობებიდან ყველაზე წარმატებულია. ბოლო წლებში ისეთ დონეზე გავიდნენ, საუკეთესო ნაკრებებს თანაბარ დონეზე ეთამაშებიან და ამარცხებენ. კალათბურთის ფედერაცია საუკეთესოდ აღიარეს. იმხელა საერთაშორისო პატივისცემა დაიმსახურეს, 2022 წელს თბილისი ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ჰოდა, ამ ფონზე, სახელმწიფომ პოლიტიკა გაურია და დეკემბერში ჩასატარებელ არჩევნებში ხელებს აფათურებს. ცნობილი ოჯახის ახლობელი სურთ პრეზიდენტად აარჩევინონ. დაიწყეს ზეწოლები. ეგ ინფორმაცია თუ საერთაშორისო ფედერაციამდე მივა, დიდი სკანდალია მოსალოდნელი.
თემო
11:43 29-11-2021
5

სიახლეები პოპულარული