უდიდესი დანაკლისი - ესპანეთთან შენგელიას გარეშე

AutoSharing Option
სამწუხარო ამბავი საქართველოს ეროვნული ნაკრებში. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ესპანეთთან თორნიკე შენგელია ვერ დაეხმარება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ფეხი უკრაინასთან მატჩში იტკინა, თუმცა იყო იმედი, რომ რეაბილიტაციას შეძლებდა და თორნიკე გუნდს ესპანეთში გაჰყვა.

თავად შენგელიას, რომელიც უკრაინასთან სათამაშოდ მოსკოვიდან ჩარტერული რეისით, ევროლიგის მატჩის დასრულებისთანავე გამოფრინდა, ესპანეთის წინააღმდეგ თამაში ძალიან უნდოდა და ბოლო მომენტამდე ცდილობდა მწყობრში ჩადგომას, მაგრამ ჩვენი ნაკრების ექიმების სამწუხარო ვერდიქტი ესპანელმა მედიკოსებმაც დაადასტურეს: შენგელიას ტრავმირებული ფეხის მდგომარეობა არ იძლევა მისი ესპანეთთან მოედანზე გასვლის საშუალებას.

საქართველოს ნაკრებმა ხაენის “ოლივე არენაზე” პირველი ვარჯიში თამაშის წინა საღამოს გამართა. შენგელია გუნდთან ერთად იყო, ფარშიც ისროლა, თუმცა ვარჯიშის პროცესს სათადარიგოთა სკამიდან უყურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი განაცხადში იქნება, მაგრამ ესპანეთთან სათამაშოდ მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:30 საათზე ესპანეთის ქალაქ ხაენში გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

წყარო: gbf

altMundo Deportivo: ესპანეთს საქართველოსთან ურთულესი მატჩი ელის - სკარიოლოს 5 ათასი ფანის იმედი აქვს

altესპანეთთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრებში ერთი ცვლილებაა


მკითხველის კომენტარები / 23 /
ვაჰ რამდენი თამაში გამოვტოვე, დღეს თამამად შევძლებ ვუქომაგო ნაკრებს (კაპიტანი სანამ შენგელიაა თავს ავუკრძალე თამაშების ყურება), საქართველოს გაუმარჯოს!
10
ამიტომ არის ,რომ ევროლიგა არ უᲨვებს და არც ნბა მოᲗამაᲨეებს.
ნაკრების ᲗამაᲨები ყოველᲗვის დაზაბულია და Შედეგიც მივიᲦეᲗ.გადატვირᲗვის გამო დაᲨავდა.
Ძალუან ცუდია და Თუ რომელიმე ტურნირი არ გაუᲨვებს სპორტსმენებს ნაკრებᲨი გასაკიცხები არ არიან
მოქალაქე
22:37 29-11-2021
1

სიახლეები პოპულარული