შენგელიას გარეშე საქართველოს ნაკრები ესპანეთს ვერ გაუმკლავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში სტუმრად ესპანეთთან 61:89 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებს ამ ეტაპზე ისედაც მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს და ტრავმის გამო შენგელიას გამოკლებამ ერთულეს სიტუაციაში ჩააგდო. მართალია, მეტოქეს ევროლიგაზე მოასპარეზენი ვერ დაეხმარნენ, მაგრამ მათი გუნდი ლიგა ენდესას კალათბურთელებით იყო დაკომპლექტებული, რომელთაც ჩრდილოეთ მაკედონიას დამაჯერებლად სძლიეს და თორმეტივე მათგანმა მიითვალა ქულები. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: მაკფადენი, მაზიაშვილი, ფევაძე, ბურჯანაძე და შერმადინი.

თავიდან ჩვენი გუნდი მოწინააღმდეგეს ტოლ-სწორად ეთამაშებოდა, თუმცა მაკფადენს ყურადღებით მეურვეობდნენ, გასაქანი არ მისცეს.
შეტევაში ზუროსის შეგირდებმა ელემენტარული შეცდომების დაშვება დაიწყეს. თანდათან მეტოქის კლასში სხვაობა ნათელი გახდა, რომელსაც ვერც დაცვაში ვერ უმკლავდებოდნენ. პირველი მეოთხედი 8 ქულით წავაგეთ, ხოლო პირველი ტაიმი - 16 ქულით.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა შერმადინის ძალისხმევით ანგარიშის შემცირება შეძლო, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა ისევ მოახერხეს გაქცევა და გამანადგურებელი სხვაობით გვძლიეს.

ცხადი შეიქნა ისედაც უცხადესი, რომ ასეთი შემადგენლობით საქართველოს ნაკრებს ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლა არ ძალუძს.

21 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე შერმადინი იყო, რომელმაც 9 მოხსნა მიითვალა და ორივე გუნდიდან შედეგიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ჰქონდა - 26. 14-14 ქულა მაკფადენმა და ბურჯანაძემ ჩააგდეს, 8 - ჯინჭარაძემ, ხოლო 2-2 - ტურძილაძემ და ფხაკაძემ. ესპანელთაგან ქულები თერთმეტმა კალათბურთელმა ჩააგდო -  ყველაზე მეტი ლოპეს-აროსტეგიმ (14), ფერნანდესმა (13) და სიმამ (10).

მკითხველის კომენტარები / 42 /
აზრზე არა ვარ ეს ხალხი სად თამაშობს და რა გუნდებში არიან შერმადინის გარდა, მაგრამ წარმოდგენაც კი არ მინდა იმ გუნდების თამაშისა, სადაც ესენი თამაშობენ. მწვრთნელი ჰყავს საერთოდ მაგ ხალხს ან ვარჯიშები უტარდებათ თუ სათევზაოდ დადიან. ხომ არსებობს სიტუაცია, როცა სპორტსმენს რაიმე უნდა ურჩიო რომ რაღაცა დახვეწოს, გამორიცხულია ამათ შემთხვევაში, ესენი ვერასდროს ვერ ითამაშებენ , სხვა შემთხვევაა მანდ, რჩევაა ესეთი, სასწრაფოდ დაანებეთ თავი თქვენ რომ კალათბურთს ეძახით იქ სიარულს და რაიმე ხელობა ისწავლეთ გულშემატკივარს მაინც არ მოკლავთ და ცოდვას არ დაიდებთ
mmm
30 ნოემბერი 2021 03:42
4
რა განსხვავებაც ესპანეთსა და საქართველოს შორისა არის როგორც ქვეყნები რომ ავიღოთ ზუსტად იგივე განსხვავაება იყო ამ თამაშში. ეს შემთხვევითი არ არის. მე დღეს ვერ დავინახე ახალგაზრდებიდან ვერც თამაშის ცოდნა, ვერც ტყორცნის ქონა ან ცოდნა, თავდასხმა იქნება თუ თავდაცვა ადგილის სწორად შერჩევა და მუდმივი მოძრაობა... ყველა ტლანქად გამოიყურებოდა, პრესინგის, თუ ზონის დაყეების არ ცოდნა. არ ვიცი ამ თამაშიდამ მარტო შერმადინის სტაბილური მუშაობის გარდა კარგი არაფერი გამოჩნნდა. სამწუხაროა
n
30 ნოემბერი 2021 03:23
0
ორი კაცით ესპანეთს გინდათ მოუგოთ, დანარჩენები ჩვენი გუნდიდან ხომ მოწინააღმდეგის მხარეს იყო, სად პოულობენ ამდენ უსაქმურს, რომელიმე ორი კაცის გარდა ალბათ კალათბურთელს ეძახის თავს, როცა ტყემალზე ზიხარ და ბლის კურკებს ისვრი, ან სხვა სპორტზე შესულიყავი ანდაც გესწავლა რომ მერე გემუშავა, მე თქვენს ადგილას არც გავიდოდი, მინიმუმ შემრცხვებოდა, რა სპორტის სახეობაზე დადიხართ ის მაინც თუ იცით, ბურთი კიტრი გგონიათ, რაიმე ჭე კლასის გუნდი სადმე თუ გათამაშებთ, წარმომიდგენია იქ საერთოდ რა ხდება ან მწვრთელი თუ გყავთ საერთოდ თუ ვინმე გამვლელი გავარჯიშებთ, როდესმე ბურთი თუ ჩაგიგდიათ საერთოდ, არც ბურთის ტარება იცით მაგით რომ დაინტერესდეს ვინმე, მოკლედ გადარეული ვარ კვადრატში, ალბათ ამბობთ გოგოებში კალათბურთელები ვართო................
kaxa
30 ნოემბერი 2021 03:15
2
სანამ ნაკრებში მიასუნინებთ ვინმეს, დააყენეთ და ასროლინეთ, ჩააგდებს ათიდან ცხრას და აიყვანეთ, პირიქით რომ არის რატომ იყვანთ, ვერ ჩააგდებს ვერავინ და გააუქმეთ საერთოდ ფედერაცია, ფეხბურთელების არ იყოს, ყველაფერს თამაშობენ გარდა იმ სპორტისა სადაც დადიან..............
სტალინი
30 ნოემბერი 2021 03:05
1
ფეხბურთელების არ იყოს, ამ წყალწაღებულ ვითომ სმორტსმენებს სად პოულობენ, ტყუილად დადიან ვარჯიშებზე ან რას აკეთებენ იქ, კალათბურთელი რომ ჰქვია, ვერანაირი დისტანციიდან ბურთს როგორ ვერ აგდებს კაცი ?????????????????? არც ამათ აქვთ ღირსება, როცა ეზოს გუნდისთვისაც არ ვარგიხარ, ხალხის გასაგიჟებლად გადიხარ მოედანზე ???????????????????? ვარჯიშზე კაცმა 500- 1000 ჯერ რომ ისროლოს ფარში, ბოლოს ისწავლის და დაამუღამებს, ესენი იქ რას აკეთებენ, რა სპორტის სახეობაზე დადიან იციან საერთოდ ????????????????????????
???????????????
30 ნოემბერი 2021 02:59
1
სამარცვინოები კალათბურთს შეგაძულებენ!
ზურა
30 ნოემბერი 2021 02:24
2
მამუკელაშვილი და ბითაძე რატომ ვერ გვეხმარებიან?
amateur
30 ნოემბერი 2021 02:22
14
რატომ? რატომ და "იმიტომ". აბა ეგ რა კითხვა დასვი, სახიფათოა, შეიძლება დიდი რისხვა მოჰყვეს. ამიტომ პასუხია იმიტომ. სხვა პასუხი არსებობს?
პასუხი
30 ნოემბერი 2021 09:24
3
პარკეტზე შეინიშნებოდა რამდენიმე შლანგი
...
30 ნოემბერი 2021 02:11
0
შენგელიას გარეშე რომ წააგებდნენ ეს გასაგები იყო, მაგრამ რა გვეშველება მომავალში, შენგელია და შერმადინის წასვლის შემდეგ, ამ კალათბურთელების იმედად ჩვენ შორს ვერ წავალთ, ალბათ ჩამოვქვეითდებით B დივიზიონში და იქაც არაფრის მაქნისები იქნებიან ესენი
Nukri
30 ნოემბერი 2021 01:52
1
მე მინდა კითხვა დავსვა. ნებისმიერმა საკალათბრუთო ქვეყანამ გრანდიდან დაწყებული სუსტებით დამთავრებული რომ გამოიყვანოს მესამე შემადგენლობა აი მაგალითად ისლანდიამ, ჩვენი ეს გუნდი თუ მოუგებს რომ მოვაცილოთ შერმადინი, შენგელია, ბურჯანაძე და მაკფადენი და დავტოვოთ დანარჩენი დღეს ვინც იყვნენ მოუგებენ ჩვენები? ამ კითხვას იმიტომ ვსვავ რომ საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით გრანდებთან მიახლოებული გუნდია რომელმაც ცალკეული თამაში შეიძლება ნებისმიერ გუნდს მოუგოს ამერიკის გარდა, და რატომ არის ამხელა წყვეტა, ეს ბიჭები ითვლება რომ მთელი ცხოვრება კალათში ბურთს ესვრიან და დღეს რაც ვნახეთ და პირველად არ გვინახავს სამოყვარულო დონეზეც კი არ აქვთ სროლის პროცენტული მაჩვენებლი, რეალურად კომბინაციის დახაზვასაც აზრი არ აქვს იმიტომ რომ ბურთს ვერ აგდებენ, კითხვა მაქვს ჯერ ამ ბიჭებთან: არ გრცხვენიათ ძმებო ასე გამოდიხართ მთელი ქვეყნის წინაშე, იქნებ მეტი მოთხოვოთ თავს და მეტი იმუშაოთ საკუთარ თავზე? ვარჯიშზე რას აკეთებთ? შემდეგი კითხვა არის ის რომ ბოლო წლებია კარგი კალათბურთელები გვყავს, მაგრამ რეალურად ადგილობირივი პროდუქტი არცერთი არ არის და თუ რაღაც სასწაული მონაცემები არ აქვს ევროპის დონეზე მაინც რომელსაც ეგრევე წაიყვანენ აქ დარჩენილები მინიმალურ მოთხოვნასაც ვერ აკმაყოფილებენ, შესაბამისად კითვხა მეორე ფედერაციას ბავშთა კალათბურთში რატომ არის ასეთი მდარე მგომარეობა, თქვენი მთავარი სატრაბახო ბასკონიასთან კონტრაქტი და ხუთი თუ ათი ბავშვის პერიოდულად იქ გაშვებაა, ვერ ვხვდები ყველა სფეროს რატომ ასხედან უინტელექტო ტიპები რომლის ხელშიც განვითარება არის ნული და რეალურად რამოდენიმე მოთამაშის პროფესიონალიზმზე და პატრიოტიზმზე გავდივართ ფონს სხვა ძვრა არ არის, რატომ აქვს ხალხს ეს პროვინციული მოთხოვნილება თანამდებობის და გიჟური ჩაბჟირება. საქართველოს რეზერვი წამყვანი კალათბუღთელების შემდეგ ვინც მოდიან არის ყველაზე სუსტი პლიუს მინუს ვინც შეიძლება ითქვას ასე თუ ისე რომ თამაშობს კალათბურთს ჰა ჰა სომხეთს და აზერბაიჯანს მოუგონ ან მოლდოვას თუმცა ისიც საკითხავია
ნიკო
30 ნოემბერი 2021 01:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული