მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიას 43:35 ამარცხებს.
მატჩის წინ საქართველოს ძველი ჰიმნი (დიდება) გაჟღერდა და ქართველმა კალათბურთელებმა გაკვირვება ვერ დამალეს. ილია ზუროსმა იგივე სასტარტო ხუთეული გაიყვანა - მაკფადენი, სანაძე, ბოქოლიშვილი, ბერიაშვილი, შერმადინი. თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ. მათ რიგებში დიმიტრიევიჩი გამოირჩეოდა, რომელსაც თბილისურ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. პირველი მეოთხედი 18:21 წავაგეთ.
მეორე პირიოდის დასაწყისში ჩვენი გუნდი პირველად გავიდა წინ (22:21), თამაში ქულა-ქულაში წავიდა, მერე საქართველოს ნაკრები დაცვაშიც უკეთ გაისარჯა და შეტევაშიც და პირველი
ტაიმი 43:35 მოვიგეთ.