საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას ისევ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ჩრდილოეთი მაკედონია 79:65 დაამარცხა.

მატჩის წინ საქართველოს ძველი ჰიმნი (დიდება) გაჟღერდა და ქართველმა კალათბურთელებმა გაკვირვება ვერ დამალეს. ილია ზუროსმა იგივე სასტარტო ხუთეული გაიყვანა - მაკფადენი, სანაძე, ბოქოლიშვილი, ბერიაშვილი, შერმადინი. თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ. მათ რიგებში დიმიტრიევიჩი გამოირჩეოდა, რომელსაც თბილისურ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. პირველი მეოთხედი 18:21 წავაგეთ.

მეორე პირიოდის დასაწყისში ჩვენი გუნდი პირველად გავიდა წინ (22:21) და თამაში ქულა-ქულაში წავიდა. მერე საქართველოს ნაკრები დაცვაშიც უკეთ გაისარჯა და შეტევაშიც და პირველი ტაიმი 43:35
მოვიგეთ.

მესამე მეოთხედში ორივე გუნდმა უამრავი შეცდომა დაუშვა. მოწინააღმდეგემ ანგარიშის სხვაობის შემცირება შეძლო. ყურადღებით მეურვეობდნენ შერმადინს, რომელიც ჩვეულად შედეგიანი ვერ იყო. თამაში არ წაუვიდა სანაძეს, სამაგიეროდ, ბოქოლიშვილი აქტიურობდა, ბერიშვილიც; ჯინჭარაძე ბოლომდე იბრძოდა, მაკფადენი კი შეუჩერებელი იყო და საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ჩრდილოეთ მაკედონიას კვლავ სძლია.

24 ქულით ჩვენი გუნდიდან ყველაზე შედეგიანი მაკფადენი იყო, 13 ქულა შერმადინმა ჩააგდო (პლუს 8 მოხსნა და 3 პასი), 11 ბოქილიშვილმა, 10 სანაძემ, 8 ჯინჭარაძემ, 3 ბექაურმა და 2 ლონდარიძემ. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 25 ქულით დიმიტრიევიჩი გახდა, ხოლო ყველაზე მაღალი სარგებლიანობის კოეფიციენტი ვაილის ჰქონდა - 22.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამ წყეულმა ომმა სრულად გადამავიწყა ეს თამაში. გილოცავთ ბიჭებო, და მთელს საქართველოს!!!
tngh
28 თებერვალი 2022 15:12
0
გენაცვალეთ თქვენ,მაგრები ხართ! წარმატებები!!!!
gogia
28 თებერვალი 2022 09:43
0
ასე განაგრძეთ ბიჭებო!!!...
ნიკო
28 თებერვალი 2022 01:54
0
მადლობა ბიჭებს და ილია ზუროს. სულ წარმატებებით გევლოთ!
გაიოზ გოშაძე
28 თებერვალი 2022 01:28
0
გაიხარეთ ბიჭებო, მეამაყებით! მაგრა გამიხარდა ჯინჭარაძის უაღრესად თავდადებული თამაში, ძველ გულშემატკივრებს მაღალაშვილი გაახსენდებოდა. რომელიც ბოლო მომენტამდე იბრძოდა ყველა შემთხვევაში.
გაიოზი
28 თებერვალი 2022 01:24
0
დიდი მადლობა ბიჭებო!როცა არაფერი გამოგდის და მაინც ახერხებ გამარჯვებას,მაგას ხასიათი ჰქვია.ჩვენმა ნებისყოფამ გატეხა მასპინძლები.წინა თამაშივით,აქაც დიდებულად გაისარჯნენ ჩვენი,ადგილობრივი ბიჭები,საქართველოს ჩემპიონატში რომ თამაშობენ და ნიშანდობლივია,რომ წინ მაშინ გავედით,როცა მოედანზე,მთლიანად საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ბიჭების ხუთეული იდგა.ჩვენ ლეგიონერებს ძალიან მჭიდროდ ეთამაშებოდნენ და როცა საჭირო იყო,ისევ აქ მოთამაშე ბიჭები ჰყრიდნენ საჭირო ქულებს.ქება და დიდება კახა ჯინჭარაძეს,რომელმაც წინა თამაშშიც ძალიან მაგრად ითამაშა,აქ კი,მართლაც დევივით იბრძოლა დაცვაშიც და შეტევაშიც.დიდი იმედი მაქვს,რომ ამ თამაშების ნახვის შემდეგ,მისით ევროპული კლუბებიც დაინტერესდებიან.ვინც გამოვიდა,ყველამ მთელი გულით იბრძოლა,ილიას ზუროსმა კი,მთელი გულით იყვირა და შესძლო ჩვენი ბიჭების გაღვიძება.არც ტედ მაკ ფადენს მისდიოდა თამაში,მაგრამ როცა გაჭირდა,თამაში საკუთარ თავზე აიღო,გასაკეთებელიც გააკეთა გამარჯვებამდეც მიგვიყვანა,მადლობა დუდა სანაძესაც,რომელიც თითქოს ვერ იყი ისეთი ზუსტი,მაგრამ მთელი თამაში კოჭლობით ითამაშა და ქულების საკუთარი წილი,პერიმეტრიდან თუ არა,ფარქვეშგასვლებით მაინც დააგროვა.მიხარია რომ ტრავმას გადაურჩა გიო შერმადინიც,სამი კაცი მუდმივად მას იჭერდა და მსროლელებს სივრცე უთავისუფლდებოდათ.უფრო მეტს ველოდით ბექაურისაგან,აშკარად ეტყობოდა დაძაბულობა.მეტს ველოდით ბაქრაძისგანაც,უკანა ხაზელს,სროლის მეტი სიზუსტე მოეთხოვება და გივისაგან ეს არაერთხელ გვინახავს.ლეგიონერებზე აღარაფერს ვიტყვი,მართლაც ძალიან მაგრები არიან,მაგრამ აქაურებიც გვიმტკიცებენ,რომ თუ უცხოეთში გავლენ,არსად არ შეირცხვენენ თავს.მათ მხოლოდ გამოცდილება და მაღალ ტემპთან შეჩვევა სჭირდებათ.ვულოცავ ბიჭებს,ჯგუფიდან გასვლის განაღდებას და იმედს გამოვთქვამ,მშენებარე დარბაზი იმდენად არ დაზიანებულა,რომ აშენება ვერ მოესწროს.არ მესმის როგორ შეიძლება ასეთი დაუდევრობა,რომ ამხელა კომპლექსი,აშენებამდე იწვება.ან დაუდევრობაა და შესაძლოა შეგნებულადაც იყოს გაკეთებული.ისეა ქვეყანა არეული,ყველაფერია დასაშვები
სოსო
28 თებერვალი 2022 01:22
0
მადლობა ბიჭებო, არა დიდი მადლობა, რომ მიუჩინეთ თავის ადგილი ვიღაც პანდემიებს. ძალიან ამაყი ვარ ამ ღამეს და ამავე დროს უაღრესად მწყდება გული 2020 წლის 18 ნოემბრის გამო, მაშინაც, რომ გამოჩენილიყო იმ 11 ფეხბურთელს შორის, თუნდაც ერთი დღევანდელი ჯინჭარაძის ნაირი თავდადებული, ჩვენ უკვე ევროპაზე ნათამაშები ქვეყანა ვიქნებოდით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ღირსეულ ბიჭებს, რომელთაც გარკვეულწილად ჯვარი ამოგვყარეს და შეგვიმსუბუქეს სირცხვილი.
გიზოგ
28 თებერვალი 2022 01:14
0
მაკ ფადენი პრეზიდენტად! :)
123
28 თებერვალი 2022 00:50
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული