ჩრდ. მაკედონიის ფედერაციის ოფიციალური წერილობითი ბოდიში

AutoSharing Option
ჩრდ. მაკედონიის კალათბურთის ფედერაცია საქართველოს არასწორი ჰიმნის ჩართვის გამო საჯარო ბოდიშის შესახებ განცხადებას აქვეყნებს:

“ძვირფასო ქართველებო, ჩრდილოეთ მაკედონიის კალათბურთის ფედერაცია გულწრფელ ბოდიშს გიხდით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩრდილოეთი მაკედონია – საქართველოს საკვალიფიკაციო მატჩის წინ საქართველოს არასწორი ჰიმნის ჩართვის გამო.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ვიღებთ მტკიცე ვალდებულებას, გამოვასწოროთ ეს სიტუაცია.

ამ სამწუხარო შემთხვევამ მოგვცა მწარე გამოცდილება, რომლის შემდეგაც გადავდგამთ სასწრაფო და კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები.”

მკითხველის კომენტარები / 3 /
ისე უკრაინის ჰიმნი უნდა ჩაერთოთ. როგორ შეიძლება ეროვნული ნაკრების თამაშზე სხვა ქვეყნის დროშის ფრიალი. ეს მაკედონელები მაგრად დააბნიეთ.
11
სასაცილოა, ის ჰიმნი უფრო ღირსეულია. არასწორი კო არა სწორი ჰიმნი ჩაგირთეს
ქართველი.
06:24 28-02-2022
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული