საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ფიბა-ს რეიტინგში 2 საფეხურით დაწინაურდა

AutoSharing Option
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ფანჯრის თამაშების შემდეგ ფიბა-ს სანაკრებო რეიტინგი განახლდა, რომელშიც წარმატებული ასპარეზობის გათვალისწინებით, სრულიად დამსახურებულად დაწინაურდა საქართველოს ნაკრები. შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გაწვრთნილმა საქართველომ თებერვლის მიწურულს 2-ჯერ მოუგო ჩრდილოთ მაკედონიის ნაკრებს და მსოფლიო პირველობის მე-2 ჯგუფური რაუნდის საგზური ოფიციალურად მოიპოვა. საქართველომ თბილისში 91:70 იმარჯვა, სკოპიეში კი – 79:65.

შედეგად, ქართველ კალათბურთელებს 16.8 ქულა დაემატათ, რეიტინგში 2 ადგილით დაწინაურდნენ (საუკეთესო შედეგი მოწინავე ორმოცეულში) და 301.5 ქულით მსოფლიოში 36-ე ადგილზე იმყოფებიან, კონკრეტულად ევროპაში კი, მე-18 ადგილზე დამკვიდრდნენ.

მსოფლიო ჩემპიონატის
საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეთაგან საუკეთესო შედეგი ესპანეთს აქვს, რომელიც კლასიფიკაციაში მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება. უკრაინა 32-ეა, ხოლო ჩრდილოეთი მაკედონია – 53-ე.

შეგახსენებთ, რომ ზუროსის გუნდს მიმდინარე ტურნირში მხოლოდ 2 მატჩი დარჩა ჩასატარებელი: 1-ელ ივლისს – უკრაინაში და 4 ივლისს – თბილისში, ესპანეთთან. სწორედ ამის მერე გაირკვევა, ქართველ კალათბურთელებს მე-2 ჯგუფურ ეტაპზე რამდენი გამარჯვება გადაჰყვებათ.

წყარო: GBF
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ რეიტინგები მაგარი იდიოტობაა ფეხბურთშიც და კალათბურთშიც ! ვერაფრით ვერ დავიჯერებ რომ მსოფლიოში 35 გუნდი გვჯობნის და ევროპაში კი 17 !@
zura222
16:32 10-03-2022
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული