რიგაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში უკრაინამ საქართველოს ნაკრები 79:66 დაამარცხა. თამაშის დასრულებამდე 9.9 წამით ადრე მეტოქე გუნდის ლატვიელმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა, რომელიც ადრე საქართველოში მუშაობდა, სრულიად არასაჭირო წუთშესვენება აიღო, საფინალო სირენის შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაც ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და ჩვენი გუნდის სათადარიგოთა სკამისკენ უხამსი ჟესტით დატოვა მოედანი. ნამატჩევს მან პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა.
"კალათბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება 4 გუნდი ერთნაირ საიტუაციაში მოხვდეს, სადაც ჩვენ ვიქნებით და საქართველო. სწორედ ამ მომენტის გათვალისწინებას ვცდილობდით. სამწუხაროდ, ბოლო შეტევაში ქულა
ვერ ავიღეთ. თუ შემდეგ ეს ქულა არ გვეყოფა, ვინ იქნება დამნაშავე? რა თქმა უნდა, მე. სწორედ ამიტომ გვინდოდა ბოლოს ჩაგდება.
მე წესები ვიცი. მე თამაშის კოდექსი ვიცი. ვიცი, რომ მოწინააღმდეგის დასამცირებლად წუთშესვენების აღება არ შეიძლება, მაგრამ აქ ტურნირი ჯერ არ დასრულებულა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
და თუ ქართველები და მათი ვარსკვლავები რაიმეთი უკმაყოფილოები არიან, ცოტა მოშვება სჭირდებათ. წიგნი წაიკითხონ ან რამე", - ციტირებს ბაგაცკისს ალეკსანდრ პროშუტას ტელეგრამ-არხი.
ეს იყო დიდი სირცხვილი!