ბაგაცკისი: უკმაყოფილო ქართველმა ვარსკვლავებმა წიგნი წაიკითხონ

AutoSharing Option
რიგაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში უკრაინამ საქართველოს ნაკრები 79:66 დაამარცხა. თამაშის დასრულებამდე 9.9 წამით ადრე მეტოქე გუნდის ლატვიელმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა, რომელიც ადრე საქართველოში მუშაობდა, სრულიად არასაჭირო წუთშესვენება აიღო, საფინალო სირენის შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაც ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და ჩვენი გუნდის სათადარიგოთა სკამისკენ უხამსი ჟესტით დატოვა მოედანი. ნამატჩევს მან პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა.

"კალათბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება 4 გუნდი ერთნაირ საიტუაციაში მოხვდეს, სადაც ჩვენ ვიქნებით და საქართველო. სწორედ ამ მომენტის გათვალისწინებას ვცდილობდით. სამწუხაროდ, ბოლო შეტევაში ქულა
ვერ ავიღეთ. თუ შემდეგ ეს ქულა არ გვეყოფა, ვინ იქნება დამნაშავე? რა თქმა უნდა, მე. სწორედ ამიტომ გვინდოდა ბოლოს ჩაგდება.

მე წესები ვიცი. მე თამაშის კოდექსი ვიცი. ვიცი, რომ მოწინააღმდეგის დასამცირებლად წუთშესვენების აღება არ შეიძლება, მაგრამ აქ ტურნირი ჯერ არ დასრულებულა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

და თუ ქართველები და მათი ვარსკვლავები რაიმეთი უკმაყოფილოები არიან, ცოტა მოშვება სჭირდებათ. წიგნი წაიკითხონ ან რამე", - ციტირებს ბაგაცკისს ალეკსანდრ პროშუტას ტელეგრამ-არხი.

მკითხველის კომენტარები / 64 /
სამწუხაროდ ერთი ზიდანი არ აღმოჩნდა გუნდში
BOSS
02 ივლისი 2022 11:54
2
შევხვდებით სპორტის სასახლეში, ამ საქციელს ძმრად გადენ.
დავითი
02 ივლისი 2022 11:50
3
წიგნის წაკითხვა ნამდვილად არ გვაწყენს მთელ ერს. აქ ზოგი ისეთი კომენტარია,აშკარად ვერ არჩევს მტერს და მოყვარეს. თურმე მწვრთნელის საქციელის გამო,უკრაინა და ლატვიაა ჩვენი მტერი. ახალი თემა იშოვა რუსულმა პროპაგანდამ.
irakli81
02 ივლისი 2022 11:46
24
აბა ჰე, აფრიალეთ უკრაინის დროშები და მათ ჰიმნზე სმენაზე დადექით!
მიხო
02 ივლისი 2022 11:41
13
მოძმე არა კვერცხი.ჩვენ მოძმე ერები არ გვყავს ყველა ჩვენ გვებრძვის ისტორიას რომ გადავხედოთ. ყველფერი არის მოჩვენებითი ვითომ მოძმეები.მოძმეები ვართ მხოლოდ ჩვენ ქართველები ერთმანეთის და თავს ნუ ვიტყუებთ.
გიო
02 ივლისი 2022 11:12
6
ასობით წლის უკან და ათასობით წლის უკან რაიყო სხვა რამეა, მაგით არუნდა იმსჯელოთ, მარა დღეს სხვა სიტუაციაა. ძმებიც გვყავს და უფრო მეტიც.
ირაკლი
02 ივლისი 2022 14:17
14
კი ლატვია და უკრაინა სულ გვებრძვიან,განა რუსეთივით კეთილია ყველა. კარგი რა(იმედია მიხვდით ჩემ ირონიას)
irakli81
02 ივლისი 2022 12:06
11
უნამუსობას საზღვრები არა აქვს, ახია ჩვენზე. ახლა მაინც ვისწავლოთ ჭკუა როგორ და რანაირად უნდა მოვიქცეთ. უსინდისოები
sport
02 ივლისი 2022 11:02
4
ბაგაცკის! ბოდიშის მაგივრად გვამუნათებ,შე მართლა სირო შენა აა.
თერჯოლელი
02 ივლისი 2022 10:24
0
რჩევა იყო თავი "არ მოეკლად" და შეასრულეს კიდეც
ეგრეა
02 ივლისი 2022 10:19
0
თამაში ხუთმა რუსმა მოიგო და ერთმა ბერძენმა წააგო,ის მაინცდამაინც იმათ ათამაშებდა ვისაც სროლები არ მისდიოდა არ იყო კომბინაციები,ვერაფერი მოიფიქრა როცა პუსტოვოიმ შერმადინი გაანეიტრალა,ასეთი მწვრთნელით ვერც ესპანეთს მოვუგებთ.
თეიმურაზ რეხვიაშვილი
02 ივლისი 2022 08:58
4
რა შუაშია აქ უკრაინა და პოლიტიკა საერთოდ?? ან თუ უკეთებ ვიღაცას სიკეთეს, გაუკეთე და ნუღარ ამადლი. მაგრამ აქ სულ სხვა რამეშია საქმე, რომელიც ახსნა კაცმა, მაგრამ ჩვენებს არ უნდათ გაგება. შეხედეთ კომენტარებს და მიხვდებით თუ რა მიკერძოებული ან/და გაუთვითცნობიერებელი ხალხი ვართ. ტიპმა თქვა, რომ თითოეულ ქულას მნიშვნელობა აქვსო და მე ბოლომდე ვთამაშობო და ესენი კიდევ აგინებენ. მე არ მიყურებია და ხალხი წერს აქ, რომ ზუროსმა თქვა ხელის ჩამორთმევაზე უარიო და აქეთ ბაგატსკისს აბრალებენ ხელისჩამოურთმევლობას. თუ შუა თითი დაანახე კიდევ ჩვენებს, ეს იმიტომ რომ ხელს არ ართმევ კაცს, რომელსაც არაფერი დაუშავებია. ნბა-ში სულაც ყველაფერი რომ მორჩენილია, მაშინ იღებენ მწვრთნელები ტაიმაუტს, რომ კიდევ ერთი პატარა გაკვეთილი შესთავაზონ მოთამაშეებს, რაღაც დახაზონ და რეალურ სიტუაციაში განახორციელონ. შინ ევროპაში კი არა, შინ ტაჯიკეთში :( ბოდიში ტაჯიკეთს.
odala
02 ივლისი 2022 08:50
15
ამ კომენტარებში ვლინდება ერის სიმწიფე და ინტელექტი, სამწუხაროდ ვერ ვაჩვენებთ დონეს... უცოდინარი ცხელი თავები, ურა პატრიოტრები სამწუხაროდ ჭარბობს.... იმ მკაცის საქციელი რა თაქმა უნდა გამართლება არ აქვს, მაგრამ ჩვენ ჩვენსას მივხედოთ. ჩვენების პროვოცირებულია, ჯერ იყო და დაიწერა საქართველოში ბაგაცკისის მუშაობისას სულ ატყუებდნენ და არ უხდიდნენო, მოტამაშეებსაც და ამიტომ გასვლაზე 30 ფორა გუნდა გაანივა -35 დო, თუ მართალია ნეგატივი ქონია , მერე და წუთშესვენებისთვის ატეხეს ჩვენებმა ვაივიშვიში, ესეც უცოდინარობის ბრალია, მერე იყო და დამცირებულმა ზუროსმა ზურგი შეაქცია მისკენ წამოსულ ბაგაცკისსის და იმანაც არ დაახანა.,,, შეურაცხყოფა თავად ბიჭებმა მოგვაყენეს ჩვენ უხეირო თამაშით, თორემ ვის არ წაუგია? ეგე -ფრანგებმა მონტენეგროსთან წააგეს..... ბევრი მომენტია ჩვენთან და სამწუხაროდ არ მარტო სპორტის სახეობებში , როცა ელემენტარული წესების და უნარების უცოდინრობა თვალში გვხვდება., ამ კონკრეტულ თამაშშიც ბევრი იყო ასეთი მომენტი...შეახსენეთ - განსაკუთრებით ზოგიერთებს რომ ეს სახეობა კალათში ბურთის ჩაგდებაზეა და არამარტო, ეტყობა დაავიწყდათ, სიზარმაცე დაძლიონ, ბევრი ივარჯიშონ და მართლაც ცოტა მეტი წაიკითხონ...უცოდინარმა ცხელმა თავებმა კი არ დაიწყოდ ეხლა თამაში მიცემულია და ეგეთები..
გუსანი
02 ივლისი 2022 14:32
5
მეგობარო, თამაში თუ არ გინახავს, ვიდეო-ამონარიდიც თუ არ გინახავს, აუცილებელია კომენტარი დაწერო?!
?!..
02 ივლისი 2022 12:10
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული