ბაგაცკისი: უკმაყოფილო ქართველმა ვარსკვლავებმა წიგნი წაიკითხონ

AutoSharing Option
რიგაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში უკრაინამ საქართველოს ნაკრები 79:66 დაამარცხა. თამაშის დასრულებამდე 9.9 წამით ადრე მეტოქე გუნდის ლატვიელმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა, რომელიც ადრე საქართველოში მუშაობდა, სრულიად არასაჭირო წუთშესვენება აიღო, საფინალო სირენის შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაც ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და ჩვენი გუნდის სათადარიგოთა სკამისკენ უხამსი ჟესტით დატოვა მოედანი. ნამატჩევს მან პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა.

"კალათბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება 4 გუნდი ერთნაირ საიტუაციაში მოხვდეს, სადაც ჩვენ ვიქნებით და საქართველო. სწორედ ამ მომენტის გათვალისწინებას ვცდილობდით. სამწუხაროდ, ბოლო შეტევაში ქულა
ვერ ავიღეთ. თუ შემდეგ ეს ქულა არ გვეყოფა, ვინ იქნება დამნაშავე? რა თქმა უნდა, მე. სწორედ ამიტომ გვინდოდა ბოლოს ჩაგდება.

მე წესები ვიცი. მე თამაშის კოდექსი ვიცი. ვიცი, რომ მოწინააღმდეგის დასამცირებლად წუთშესვენების აღება არ შეიძლება, მაგრამ აქ ტურნირი ჯერ არ დასრულებულა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

და თუ ქართველები და მათი ვარსკვლავები რაიმეთი უკმაყოფილოები არიან, ცოტა მოშვება სჭირდებათ. წიგნი წაიკითხონ ან რამე", - ციტირებს ბაგაცკისს ალეკსანდრ პროშუტას ტელეგრამ-არხი.

მკითხველის კომენტარები / 64 /
ლატვიელები ჩვენი ძმები იყვნენ და იქნებიან უკრაინელებიც. ბაგაცკისს არავინ გაიხსენებს მაგ ლუზერს. შეხედავ იდიოტს გავს და წიგნები წაიკითხეო?
იკა
02 ივლისი 2022 08:27
6
1) ეს კაცი ლატვიელია და არა უკრაინელი. 2) ერთი უღირსი ადამიანით მთელ ერზე არ უნდა ილაპარაკოთ. ლატვიელები ჩვენი ძმები არიან.
123
02 ივლისი 2022 08:21
12
წიგნის წაკითხვა ამ უვიცისათვისაა საჭირო. ამ გაგანია ომის დროს უკრაინელებს იმ ენაზე ელაპარაკო რაც არც შენი მშობლიურია და იმათაც აღიზიანებს ცოტა არ იყოს უვიცობაა და ასეთი გარუსებულ მენტალური კაცისაგან რა მოულოდნელია თუნდაც ის ჟესტი რაც არათუ მწვრთნელმა ისედაც მის წლოვანების კაცისათვის ქუჩაშიც მიუღებელია. ადამიანი რა ენაზეც ფიქრობს ისაა მენტალურად, მითქვამს და კიდევ მრავალჯერ გავიმეორებ. რუსი ბაგაცკისი ვერ გახდება უკრაინელების შეძულების მიზეზი. წაგების დროს ყოველთვის ასეთი უშანსოები არ ვყოფილვართ, ესა უფრო დამაფიქრებელი.
G.LA
02 ივლისი 2022 08:11
1
უკრაინის კალათბურთის ფედერაციამ უნდა მიიღოს ზომები და ეს ზონა არ ნიშნაცს ფულად ჯარიმას ელემენტარულად სპორტში არ უნდა გააკარო როგორც ის ვინც თამაშებს ყიდის ვინ ეწევა ან ასეთ დროს მსგავს ჟესტს აკეთებს თან კატვიელი ქართველს ლატვიის კალათბურტის ფედერაციასაც მოვთხოვდი რეაგირებას
ნოდო
02 ივლისი 2022 08:10
0
Yvela chven mozme ers vezaxit da yvela chven gvamcirebs da gvsrisavs midit etenet yvelas midit.....
Karche ra
02 ივლისი 2022 07:59
1
მაგ ქათამი რა დღეშია ხედავ
ნიკუშა
02 ივლისი 2022 07:30
0
აი როგორც ევროვიზია მოიგო ამ ხახოლებმა სავარაუდოდ ეს თამაშიც ესე მოიგეს უფრო სწორედ მოაგებინეს არ თამაშით სავარაუდოდ იყო წნეხი რო წაგვეგო და ეს უმადური ხახოლები გაგვეთრია.კარგია თუ ვცდები
გიო
02 ივლისი 2022 07:28
2
მაგ ბაგაცკისს უთხარით რომ ჩვენ ქართველები რომ წმ. დანიელს ვთარგმნიდით ეტენი ტყეში დარბოდნენ ვის რა წიგნებზე ელაპარაკება. და ეს რამდენჯერაც საჭირო იქნება იმდენჯერ უნდა გაიმეორო
1
02 ივლისი 2022 04:54
7
Cminda danieli ra ari? Ar vgadaob, martla mainteresebs, minda cavikitxo targmani.
Gela
02 ივლისი 2022 11:46
2
ეგ არაა უკრაინელი და მჯერა რო მაგის საქციელს ექნება პასუხი.და კიდევ ასე რა გაამწარეს აქ მუშაობის დროს
იმერელი
02 ივლისი 2022 11:35
0
ყველა გამოხმაურება
რა ყველა ჩვენი ძმებია და ყველა ჩვენ გვწიხლავს ხბო ქართველებო.
გიორგი
02 ივლისი 2022 03:39
8
ერთი ქართველი მომიყვანეთ ვინც უკრაინის ისტორია იცის და მერე დავიჯერებ ძმურ ერობას, ხოლო
მათ სახელმწიფოებრიობაზე გამეცით პასუხი: ერთი უკრაინის მეფე დამისახელეთ?
დავითი
02 ივლისი 2022 11:47
4
მე არ ვიცი დაზუსტებით იქ რა მოხდა. თუ ჩვენებმა მართლა წუთშესვენების აღება უპროტესტეს მაგრა მიუქარავთ - რატომ არ უნდა აეღო, ან რა ჩვენების საქმე იყო აიღებდა თუ არა. მაგრამ რაც ბაგატსკისმა გააკეთა ყველანაირ საზღვრებს ცდება. რაღაც ძველ ბოღმას გავს. რაც შეეხება თამაშს-ძალიან ცუდად ითამაშეს. რაღაც ისეთივშთაბეჭდილება დამრჩა რომ გუნდი წესიერად შეთამაშებული არ იყო. იმედია ესპანეთამდე რაღაც გამოსწორდება. ესპანეთი პრაქტიკულად მეორე შემადგენლობით ჩამოდის და მასთან წაგება მართლა რა...
არტ
02 ივლისი 2022 03:06
10
სახლში უკრაინას მოვუგეთ 5 ქულით, გასვლაზე ვაგებდით 13 ქულით, ანუ თანაბარი ქულების შემთხვევაში ურთიერთშეხვედრებში გვჯობდნენ უკვე, რომ ყოფილიყო სახვაობა 2-5 ქულა და უპირატესობის მოპოვების მიზნით წუთშესვენება, რომ აეღო მისაღებია, მაგრამ მსგავს შემთხვევბში, როცა თამაშის ბედი გადაწყვეტილია მოგებული გუნდი არ უტევს ხოლმე, მეტოქისადმი პატივისცემის გამოხატვის მიზნით, ასე ხდება პირველ რიგში ნბაში (ამიტომ იყო ბითაძე ყველაზე მეტად, რომ ჩხუბობდა) და ევროპულ კალათბურთში.
მსგავსი უპატივცემულობის გამოხატვის ფორმამ და მერე ხელის არ ჩამორთმევამ გააღიზიანა ქართველები.
ხორ'ხე
02 ივლისი 2022 12:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული