ბაგაცკისი: უკმაყოფილო ქართველმა ვარსკვლავებმა წიგნი წაიკითხონ

AutoSharing Option
რიგაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში უკრაინამ საქართველოს ნაკრები 79:66 დაამარცხა. თამაშის დასრულებამდე 9.9 წამით ადრე მეტოქე გუნდის ლატვიელმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა, რომელიც ადრე საქართველოში მუშაობდა, სრულიად არასაჭირო წუთშესვენება აიღო, საფინალო სირენის შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაც ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და ჩვენი გუნდის სათადარიგოთა სკამისკენ უხამსი ჟესტით დატოვა მოედანი. ნამატჩევს მან პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა.

"კალათბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება 4 გუნდი ერთნაირ საიტუაციაში მოხვდეს, სადაც ჩვენ ვიქნებით და საქართველო. სწორედ ამ მომენტის გათვალისწინებას ვცდილობდით. სამწუხაროდ, ბოლო შეტევაში ქულა
ვერ ავიღეთ. თუ შემდეგ ეს ქულა არ გვეყოფა, ვინ იქნება დამნაშავე? რა თქმა უნდა, მე. სწორედ ამიტომ გვინდოდა ბოლოს ჩაგდება.

მე წესები ვიცი. მე თამაშის კოდექსი ვიცი. ვიცი, რომ მოწინააღმდეგის დასამცირებლად წუთშესვენების აღება არ შეიძლება, მაგრამ აქ ტურნირი ჯერ არ დასრულებულა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

და თუ ქართველები და მათი ვარსკვლავები რაიმეთი უკმაყოფილოები არიან, ცოტა მოშვება სჭირდებათ. წიგნი წაიკითხონ ან რამე", - ციტირებს ბაგაცკისს ალეკსანდრ პროშუტას ტელეგრამ-არხი.

მკითხველის კომენტარები / 64 /
როგორც სჩანს,ყველაზე მთავარში-კაცობის,ადამიანობის წიგნში არც კი ჩაუხედავს ამ ყეყეჩ სუბიექტს...
მერაბი
02 ივლისი 2022 00:32
4
რა გინდა რომ თქვა, ჟესტი უხამსი იყო, მაგრამ იმაზე აპელირება და გადაძახილები სამწვრთნელო შტაბიდან რომ რა პონტში აიღე ბიჭოო წუთ შესვენება აზრს მოკლებული და არალოგიკურია ეკუთვნოდა და აიღო თითოეული ქულა მნიშვნელოვანიააააააა რით ვერ შეიგნო ამ ხალხმა, ჩვენი ნაკრების ასე ფეხქვეშ გათელვა და ლანძღვაც ცუდი საქციელია გვერდი მაინც შეიცვალეთ არ გაგიბუჟდათ სავარძელში? გოლდენ სტეიტს და ლებრონ ჯეიმს ჩაუგდია თამაშები და რა მოხდა ერთი მარცხი ვერ გავიგე! ახლა ესპანეთს რომ მოვუგოთ ისევ სხვანაირად დაიწყებთ ჭიკჭიკს ეგაა არაპროფესიონალიზმი და უცოდინარობა სხვა რამე კი არაა. ვაი გულშემატკივრობოოო
გოგა
02 ივლისი 2022 00:32
21
თამაშის წაგებაც არის და ჩაგდებაც, მაგრამ რა გამართლება აქვს კალათბურთელად რომ მოგაქვს თავი და ელემენტარულ პოზიციიდან რამდენიმე მცდელობის მიუხედავად ვერ აგდებ? დაცვაში არ იცი სად უნდა დადგე და მრავალი კიდევ სხვა ? !!! წამია დარჩენილი და სროლის მცდელობის მაგივრად რაღაც უაზროდ მოძრაობ? რაც შეეხება ინციდენტს უმიზეზოდ არ ყოფილა, ცუდი და მიუტევებელი საქციელი იყო ბაგაცკისის, ანალოგიურ საპირისპირო სიტვაციაში ემოცია ალბად ჩვენებსაც ექნებოდათ- მინდა შესვენებას ავიღებ და მინდა შამპანურს დავლევო და მისთანები... რომ ჩავი---რეთ ფაქტია და გვიანია გოდება, რა რესურსით ვაპირებთ ესპანეთთან გაბრძოლებას მე ვერ ვხედავ და გამაგებინეთ- ,,გაგატარებთ ვისაც გჯერათ "
გუსანი
02 ივლისი 2022 01:41
1
ამაზე უარესად ხშირად წაგვიგია,მაგრამ ასე უჯიგროდ,არასოდეს მდგარან (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით)მოედანზე.გუნდი არ თამაშობდა და მორჩა!მეშინია გუნდის შიგნით არ იყოს რაიმე განხეთქილება.ან შეიძლება გარედან იყო, რაღაცა ზეწოლაჩამოვლენ და ახსნა მოუწევთ.თამაში არ წაგვივიდაო,ახსნა არ არის.არ ცდილობდნენ და რატომ არ ცდილობდნენ,ეგ უნდა აგვიხსნან.
სოსო
02 ივლისი 2022 01:28
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული