უკრაინელმა კალათბურთელმა განმატა, რის ხარჯზე შეძლეს საქართველოს ნაკრების ძლევა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრების დამარცხების (79:66) შემდეგ, კომენტარი უკრაინელთაგან ყველაზე შედეგიანმა მოთამაშე ვიაჩესლავ ბობროვმა გააკეთა.

"როგორც შეხვედრის წინ ვთქვი, მეტოქის ლიდერებზე ვიყავით ფოკუსირებული - შენგელიასა და მაკფადენზე. ვცდილობდით დაცვაში ჩვენი თამაში გვეთამაშა, მოხსნები გვეკონტროლებინა, მაგრამ მათ პირველ ტაიმში ჩვენს ფარზე ბევრი ბურთი მოხსნეს. დაცვაში კარგი სამუშაო გავწიეთ, ფარზე ადვილი ქულების მოპოვების უფლება არ მივეცით, ფოლის აღებას მაშინაც კი ვცდილობდით, როდესაც სიმაღლეში უპირატესობა ჰქონდათ.

ეს პირველი მატჩი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ ხომ საკვალიფიკაციოს შემდეგ რაუნდში გავედით. ერთმანეთისთვის
ვიბრძოდით, ჩვენს წესებზე ვიდექით, ჩვენს კალათბურთს ვთამაშობდით და მათ ისე თამაშის საშუალებას არ ვაძლევდით, როგორც სურდათ", - განუცხადა ბობროვმა უკრაინის კალათბურთის ფედერაციის საიტს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ყველა პროფესორი როგორა ხართ, ან ბავშვობაში არ გითამაშიათ, ან არ გიყურებიათ, როცა ხარ ქაჯი და გოიმი, არ გესმის ის რაზეც საუბრობ, უნდა დამუნჯდე და ჭკვიან ადამიანებს მოუსმონო!!! მაგრამ საქმე იმაშია, რომ თქვენ არ გახარებთ ჩვენი წარმატება!!!
ჭიჭე
05 ივლისი 2022 22:17
0
გამყიდველი ქართული სული!!ეს უკრაინა რომ მოგიგებს მსოფლიოზე რა გვინდა?? იმიტომაც გავირტყით ის რაც გვაკადრა იმ ლიტველმა და ღირსები არვართ თუ ვინმე მეტყვით გიპასუხებთ....სამარცხვინოებიიი
Soso
03 ივლისი 2022 20:50
4
ფეხბურთელებს ემსგავსებიან ამტანობაში და თუ მალე იღლები პასი არაზუსტია და ყველა მოგიგებს
შოკირებული გულშემატკივარი
03 ივლისი 2022 10:28
0
წაგების მხოლოდ ერთი მიზეზი იყო, ჩვენი კალათბურთელები კალათში ბურთს ვერ აგდებდნენ! ვერ ისწავლეს უნიჭობის გამო!
aburjga
02 ივლისი 2022 23:35
2
შეირგეთ ნაჩუქარი და ნუ პრაფესორობთ.....
ანტილიბერალი
02 ივლისი 2022 15:36
7
თამაში წააგო პირადად ზუროსმა. უაზრო ცვლილებებით, ტაქტიკის უქონლობით, მოგონილი მიზეხით საუკეთესო კალათბურთელის უთამაშებლობით, არასრულფასოვანი შეკრებით და უმოტივაციობით. ჰიმნს თევზებივით მღეროდნენ. ძნელი იყო უკრაინელებივით ერთი მომღერლის წაყვანა სანიკიძის მაგივრად? და საერთოდ, რატომ უყვირის ვიღაც ბერძენი ქართველებს? კარგი დამრიგებბელი ხმას არ უნდა უწევდეს. ნერვების პრობლემები თუ აქვს, არსებობს ექიმები და იმკურნალოს. ბიჭებბმა ითამაშეს ისე, როგორ ფორმაშიც იყვნენ. საინტერესოა, რა ლოგიკით უნდა მოუგოს და აჯობოს ჩვენმა კალათბურთელმა ტორონტო რეპტორსის კალათბურთელს? ვისაც მეტად უნდოდა, სწორედ მან მოიგო.
სოსო
02 ივლისი 2022 15:19
11
Tamashi chven wavaget da ara Ukrainam moigo,magdeni jarimis gafucheba ar vici dzalit aketebdnen?shermadini ase susti tamashit me ar maxsovs an sanadze,andronikashvili mshvenivrad chaerto da meore taimshi sul agar atamasha verc eg gavige,dzalian cudi suni asdioda kvelafers....
Givi
02 ივლისი 2022 12:20
0
მე არ ვიცი ვინაა ბაგაცკი,იმაში კი დავრწმუნდი რომ უკრაინელები,ჩვენი ძმები არასოდეს ყოფილან,გავიხშენოთ როგორ ღორულად მოეცა უკრაინელი ლობანოვსკი ყიფიანს.რუსებს ებრძვიან და უკრაინის ნაკრებში 5 100% რუსი ათამაშეს მაგათი ორპირობას ახსნა არა აქვს და რუსებზე უფრო მეზიზღებიან
თეიმურაზ რეხვიაშვილი
02 ივლისი 2022 08:37
24
მე არ მიკვირს რომ წავაგეთ,სამი კაცი თამშობს ნაკრებში კალათბურთს ეგეც როცა მისდით თამაში,დანარჩენები სამოყვარულო კალათბურთს თამაშობენ. მომავალიც ბუნდოვანია!!
სოსო
02 ივლისი 2022 02:58
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული