ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე უკრაინასთან მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აინარს ბაგაცკისის მოქმედებას უღირსი საქციელი უწოდა. შეგახსენებთ, უკრაინელთა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების თავკაცს ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და სათადარიგოთა სკამზე მყოფ ჩვენს კალათბურთელებს უხამსი ჟესტი უჩვენა. ამის შესახებ სანიკიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან ისაუბრა:

"ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველამ, როგორც მოგება, ასევე წაგებაც ღირსეულად უნდა მიიღოს. ამ შემთხვევაში უკრაინის ნაკრების მწვრთნელისგან ძალიან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი.

მიუხედავად იმისა, რომ შიდა საერთაშორისო წესების დარღვევას
ადგილი არ ჰქონია, გარდა ამისა, არსებობს რაღაც მორალური მხარე, რაც დაუწერელი კანონია, როდესაც უპირატესობით იგებ და ბოლო წამზე უკვე წუთშესვენებას აღარ იღებ და გარანტირებულად გამარჯვების შემთხვევაში ზედმეტ ქულებზე აღარ არის აქცენტი, არის ყოვლად უღირსი საქციელი, სპორტში ასე ჰქვია ამ ყველაფერს.

ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჟესტიკულაცია და ის, რაც მან იკადრა მატჩის ბოლოს, ეს წესებსაც ცდება და იმედია, FIBA-ს სადისციპლინო კომიტეტი ამას განიხილავს და ჩვენ, ჩვენის მხრიდან აუცილებლად გვექნება ამაზე რეაგირება და მოვითხოვთ, რომ მოჰყვეს სათანადო რეაგირება.

გარდა ამისა, ეს მწვრთნელი არ არის ჩვენთვის უცხო, რომელიც საქართველოში მოღვაწეობდა და ჩვენს მეგობრად მოიაზრებოდა, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და ყველანაირ ზღვარს გაცდა ეს საქციელი. ძალიან სამწუხარო ფაქტია.

გამართლება არ აქვს, იმიტომ, რომ მაგ მწვრთნელმა სცადა უკრაინის ფედერაციის პრეზიდენტთან საუბარი, უკრაინის ფედერაციის პრეზიდენტმა პირადად ბოდიში მოიხადა ამ საქციელის გამო. ეს, რაც იკადრა, მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო.

რაც შეეხება მოთამაშეებს, რა თქმა უნდა არაფერი, ეს სპორტის, თამაშის იქით არ მიდის, მოთამაშეებს შორის ურთიერთობაზე არ მოქმედებს. მწვრთნელის პასუხისმგებლობა არის თავიდან ბოლომდე ეს საქციელი".

მკითხველის კომენტარები / 27 /
არ გვინდა ლუკა დონვოჩი, მარა თუნდაც კიდევ ერთი გიორგი ვინცაძე და მანუჩარ მარკოიშვილი, რომ გაგვეზარდა კი შეძლებოდა ამ 30 წელიწადში იმდენი ფული ჩრიყარა თუნდაც ბასკონიადყან იმ გაუგებარ გარიგებაში.
დდდ
02 ივლისი 2022 23:14
0
ვინც უკრაინას ამართლებთ ყველანი ომის ფრონტზე წადით და შეგვეშვით ქართველებს ასე აჯობებს დაიცავით უკრაინა და საქართველოს შეეშვით.
Gio
02 ივლისი 2022 18:14
33
უსაზიზღრესი არსება ხარ. ვინ მოგცა ინტერნეტთან წვდომა შენ, ბოსელში უნდა იყო წესით დაბმული
გიორგი
02 ივლისი 2022 21:14
3
და შენ რა შუაში ხარ? "შეგვეშვითო" შენ ქართველი ხარ თუ რუსული ხომალდის ვიპ.მგზავრი?
სანდრო
02 ივლისი 2022 21:05
1
რა ვქნათ,არ გვყავს ჩვენ ლუკა დონჩიჩები მარტომ რომ ათრიოს გუნდი
ბექა
02 ივლისი 2022 15:42
0
ვის მოუხადა ბოდიში, შეენ? ჯერ თქვენ ყველამ ნაკრებიდან მოიხადეთ ბოდიში, მასხარად რომ აიგდეთ ქვეყანა, ვინ მოგცათ მაგდენის უფლება? თუ თამაში მიეცით? ვისი მიეცით? ვინ მოგცათ მაგის უფლება. ან ამდენ ხალხში ერთი როგორ არ აღმოჩნდა, ალი ყური აერტყა იმ ნაბიჭვრისთვის. ვინ ხართ საერთოდ?
სასირცხვილოები!
ლევანი
02 ივლისი 2022 15:37
3
უკრაინის თბილისშიც გაჭირვებით მოვუგეთ. ესპანეთში გავნადგურდი. ასე რომ ნაკრები ბოლო ერთი წელია არ გავს თავის თავს. იმედია ზუროსი იპოვის გამოსავალს. არც ბოლოადგილოსანთან მოგვიგია ის ორი თამაში მარტივად.
1
02 ივლისი 2022 15:09
1
დაიწერა რატომ აქვს გამოყოლილი ბაგაცკისის ნეგატივი საქართველოზე, ატყუებდნენ და ფულს არ უხდიდნენო გუნდ -,,სოხუმში" მუშაობის დროსო... წუთშესვენებასაც თავის ახსნა აქვს და ჯგუფურ ტურნირში მისაღებია ბურთებზე აპელირება, თან ალბად კომბინაციის დასამუშავებლადაც, მისი საქმეა...თანაც ჯერ ჩვენები ავიშვიდნენ და მერე ნირწამხდარმა ზუროსმა ზურგი შეაქცია და არ გაემართა ხელის ჩამოსართმელად იმან კიდევ იუკადრისა და უღირსი საქციელიც გამოაძრო.... ბევრი მომენტია ჩვენთან და სამწუხაროდ არ მარტო სპორტის სახეობებში , როცა ელემენტარული წესების და უნარების უცოდინრობა თვალში გვხვდება., ამ კონკრეტულ თამაშშიც ბევრი იყო ასეთი მომენტი...შეურაცხყოფა თავიანთი უხეირო თამაშითაც მოგვაყენეს ბიჭებმა, თორემ წაგება არაახალია და დაზღვეული არავინაა... შეახსენეთ - განსაკუთრებით ზოგიერთებს რომ ეს სახეობა კალათში ბურთის ჩაგდებაზეა და და არამარტო, ეტყობა დაავიწყდათ, სიზარმაცე დაძლიონ და მართლაც ცოტა მეტი წაიკითხონ...უცოდინარმა ცხელმა თავებმა კი არ დაიწყოდ ეხლა თამაში მიცემულია და ეგეთები.. კომენტარებს რომ ვკითხულობ ვხვდები ერს ძალიან უჭირს მენტალურად, ბაგაცკისი მართალია წიგნის კითხვა რომ გვირჩია, თუმცა მარტო კითხვას არ გვიშველის, შინაგანი კულტურა, ერუდიცია, ერთად დგომა , ურთიერთმოსმენა, პასუხიმგებლობა და შრომა უნდა ვისწავლოთ .....
გუსანი
02 ივლისი 2022 14:50
6
ასეთი საქციელი არავის არ უნდა შეარჩინოთ, ვინც არ უნდა იყოს ეს. ეს ჩვენი ერის შეურაცხყოფაა, მისთვის ნეკნები უნდა ჩაგელეწათ, მე პირადად თქვენს საგულშემატკივროდ აღარ მოვალ სპორტის სასახლეში, იმიტომ რომ ღირსეული პასუხი არ გაეცით.
გიზო
02 ივლისი 2022 13:56
9
რატომ არ გჯერათ რომ წავაგეთ?ბოლოს რომელი კალათბურთელი გადავიდა ნორმალურ ევროპულ ჩემპიონატში? თურქეთის,საბერძნეთის,გერმანიის,იტალიის,საფრანგეთის,ნუ ესპანეთზე აღარ ვლაპარაკობ.სანაძე,ბურჯანაძე ტურისტი სპორცმენები არიან,ყოველ წელს ახალ კლუბში იწყებენ და ამთავრებენ,ასე არაფერი გამოვა!და გვეტყობა კიდეც,არაფრის იმედი მაქვს ამ ევრობასკეტზე!!
სოსო
02 ივლისი 2022 12:53
6
ამას ქვია ძმები?? უარესის ღირსები ვართ
მართალი
02 ივლისი 2022 12:18
19
ნეტავ თუ ხვდები რეებს ბჟუტურებ? ყველას ვალი ჩვენ ქართველებს, როგორა გვაქვსს? რაც ზელენსკის მთავრობაა დაუნახავი, ისეთივე ხარ შენც. ამიტომ ქართველებმმა დავაყენოთ ერთი ადგილი და ყველას ნუ ვყვებით თავზე! გივი.
gios
02 ივლისი 2022 17:17
2
მაინც რაში შევაქციეთ ზურგი? ყველაზე მეტად საქრთველო დაეხმარა და ბოდიშით ეხლა მეორე ფრონტი, რომ ვერ გავუხსენით არა? მაინც რა სარგებელი ვნახეთ ამ ომით? არ მოგბეზრდათ ეს ნაცური ზღაპრები და იგავ-არაკების მოყოლა? ზელენსკის მთავრობა, რომ გაქანებული სანაცეთია ახალი ამბავია? ხოდა ირბინონ აქაური ნაცების ჭკუაზე! ძმები არა იხვის ტოლმა!
გიოს
02 ივლისი 2022 14:37
6
ყველა გამოხმაურება
უკრაინელებმა ევრობასკეტზეც მოგვიგეს ისრაელში და ჯგუფში ჩაგვტოვეს,რაც შეეხება ჩვენების თამაშს,შენგელიამ დიდი შეცდომა დაუშვა როცა ესპანეთიდან წავიდა მისი კლასი დაეცა,შერმდინს ასეთი ცუდი თამაში არ ქონია ნაკრებში, მაქფადენს არ წაუვიდა სროლები და ეს ხშირად ემართება,ბითაძე კი სულ ტრანვირებულია, ეს არის მიზეზი წაგების
ირაკლი
02 ივლისი 2022 12:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული