ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე უკრაინასთან მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აინარს ბაგაცკისის მოქმედებას უღირსი საქციელი უწოდა. შეგახსენებთ, უკრაინელთა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების თავკაცს ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და სათადარიგოთა სკამზე მყოფ ჩვენს კალათბურთელებს უხამსი ჟესტი უჩვენა. ამის შესახებ სანიკიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან ისაუბრა:

"ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველამ, როგორც მოგება, ასევე წაგებაც ღირსეულად უნდა მიიღოს. ამ შემთხვევაში უკრაინის ნაკრების მწვრთნელისგან ძალიან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი.

მიუხედავად იმისა, რომ შიდა საერთაშორისო წესების დარღვევას
ადგილი არ ჰქონია, გარდა ამისა, არსებობს რაღაც მორალური მხარე, რაც დაუწერელი კანონია, როდესაც უპირატესობით იგებ და ბოლო წამზე უკვე წუთშესვენებას აღარ იღებ და გარანტირებულად გამარჯვების შემთხვევაში ზედმეტ ქულებზე აღარ არის აქცენტი, არის ყოვლად უღირსი საქციელი, სპორტში ასე ჰქვია ამ ყველაფერს.

ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჟესტიკულაცია და ის, რაც მან იკადრა მატჩის ბოლოს, ეს წესებსაც ცდება და იმედია, FIBA-ს სადისციპლინო კომიტეტი ამას განიხილავს და ჩვენ, ჩვენის მხრიდან აუცილებლად გვექნება ამაზე რეაგირება და მოვითხოვთ, რომ მოჰყვეს სათანადო რეაგირება.

გარდა ამისა, ეს მწვრთნელი არ არის ჩვენთვის უცხო, რომელიც საქართველოში მოღვაწეობდა და ჩვენს მეგობრად მოიაზრებოდა, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და ყველანაირ ზღვარს გაცდა ეს საქციელი. ძალიან სამწუხარო ფაქტია.

გამართლება არ აქვს, იმიტომ, რომ მაგ მწვრთნელმა სცადა უკრაინის ფედერაციის პრეზიდენტთან საუბარი, უკრაინის ფედერაციის პრეზიდენტმა პირადად ბოდიში მოიხადა ამ საქციელის გამო. ეს, რაც იკადრა, მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო.

რაც შეეხება მოთამაშეებს, რა თქმა უნდა არაფერი, ეს სპორტის, თამაშის იქით არ მიდის, მოთამაშეებს შორის ურთიერთობაზე არ მოქმედებს. მწვრთნელის პასუხისმგებლობა არის თავიდან ბოლომდე ეს საქციელი".

მკითხველის კომენტარები / 27 /
რათ უნდა მაგას ფიბა?!ამდენი იყავით მოედანზე და ერთმა ვერ მიცა დინგში ერთი ქართული მუშტი.ეგეთ ტიპებს სხვა ენა არ ესმით
BOSS
02 ივლისი 2022 12:01
8
da diskvalifikacias da jarimas mere shen mouvli tu evrobasketze cardgebi ganacxadshi?
duscatto
02 ივლისი 2022 19:09
0
თქვენც არანაკლებ უღირსად მოექეცით ქართველ გულშემატკივარს,რავიცი თავიანთ გუნდებში იგიჟებენ
თავს საუკეთესოები ხდებიან არამარტო გუნდის არამედ ლიგის და ნაკრებში დილეტანტების შთაბეჭდილებას ტოვებენ,აი პროსტა გამაგებინეთ ვინმემ რა ეტყობოდა მაგალითად შერმადინს ესპანეთის მუპობის?!ან შენგელიას ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოობის?!ჯერ თქვენი თავი გააკრიტიკეთ და მერე ილაპარაკეთ სხვებზე.აააა..... სამზარეულო არ გამოგაქვთ გარეთ?! უღირსად თქვენ მოექეცით საკუთარ ქვეყანას
ალიკა
02 ივლისი 2022 09:54
5
მარსელინიო უერტასის ნატურალიზება მოვითხოვოთ, შერმადინი მაგის გარეშე ვერ თამაშობს
მარი
02 ივლისი 2022 13:25
0
ბაგატსკის საქციელს არანაირი ჰამართლება არ ააქ. მარა ზუროსიც ცუდათ მოიქცა კაცი ხელ გაწვდილი წავიდა მისკენ და მაგან ზურგი აქცია, არ დამიწყოთ ახლა სად დაინახეო ვიდეოს კარგად ფაუკვირდით და ლოგიკა ჩართეთ.
რრრ
02 ივლისი 2022 09:32
14
FIB-ს სათანადო რეაგირება არ ექნება. უკრაინის მწვრთნელია, მაგათ ეხლა ხო ყველაფერი ეპატიებათ
SS
02 ივლისი 2022 09:09
2
ნუ ვბრაზდებით, რასაც ვთესავთ იმასვე ვიმკით. ყველაზე გადაყოლა ჩვენ ვიცით, გვინდა არ გვინდა, ყველას ძმებს ვიძახით და რას ვიღებთ? დამცირებას, უმადურობას და შეურაცყოფას! ავიღოთ მაგალითად: პატარა საქართველომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გავუწიეთ უკრაინას, ლტოლვილები შემოვიყვანეთ და უმაღლესი დონის სასტუმროებში დავაბინავეთ უფასოდ, უკრაინული სკოლები გავუხსენით ბავშვებს, რომ მშობლიური ენა არ დავიწყებოდათ და სამაგიეროდ რა მივიღეთ უკრაინის მთავრობისგან? უმადურობა და ლანძღვა! ისე, რომ ცოტა გამოვხიზლდეთ ქართველები და სხვებს კი ნუ გადავყვებით, ერთმანეთს დავუდგეთ მხარში და ერთმანეთი გავიტანოთ ჭირში და ლხინში! როგორც იტყვიან ძველები, ზედმეტი არაფერი ვარგაო!
ქართველი!
02 ივლისი 2022 08:51
7
უკრაინას რას ერჩით, ბაგატსკისი ეროვნებით ლატვიელია.
ირაკლი
02 ივლისი 2022 14:15
2
ლიტვის მხარისგანაც მოვიხოვოთ მკაცრი რეაგირება ფულით ფულადი ჯარიმით როგორ უნდა გამოძცრეს არ მესმის
ნოდო
02 ივლისი 2022 08:14
4
ლიტვა რა შუაშია?
ირაკლი
02 ივლისი 2022 14:14
0
შეიძლება-ატასი-ციგნი-გქონდეს-ცაკიტხული-და-კლე-იკო-ბაციკასივიტ-მაგის-გამზრდელს-სჰევეცი,რაც-შეგეხებატ-თქვენ,სანიკიდზეს-კიდევ-პარლამენტში-ჰგონუა-თავი-გამოატრიეტ-მაქედან-თორემ-ბაციკასს-ნაციონალად-გამოაცხადებს-ეგ-შვაბრა,თქვენ-კი-მოჭრილო-ჩუჩებო,სულ-მცირე-უნდა-ითამაშოთ...
wrangleri
02 ივლისი 2022 07:46
4
უნდა გადააყენოს უკრაინის ფედერაციამ თანამდებობიდან მინიმუმ!
T.q კახელი
02 ივლისი 2022 05:34
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული