ისტორიულ მატჩში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებს კვლავ ვერ დაეხმარა ბითაძე, მეტოქეს კი - NBA-ს და ევროლიგის მოთამაშეები. ჩვენმა გუნდმა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თავიდან სანაძის სამქულიანით დავწინაურდით, შემდეგ 5 წუთი შეტევაში ქულების აღება ვერ მოვახერხეთ და მეტოქე წინ გავიდა. აქედან მოყოლებული, ჩვენი გუნდი დაცვაში კარგად თამაშობდა. შესანიშნავად შევიდა შეცვლაზე ბექაური და პირველი მეოთხედი 1 ქულით მოვიგეთ.

მეორე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო. თამაშში კარგად ჩაერთო ბურჯანაძე და 5 ქულით
გაქცევა შეძლო. ესპანელთა მწვრთნელმა სკარიოლომ წუთშესვენება აიღო, მერე მოწინააღმდეგემ ანგარიში გაათანაბრა, პირველი ტაიმი კი 6 ქულით მოვიგეთ.

მესამე მეოთხედის დასაწყისში ორივე გუნდმა შეტევაში შეცდომები დაუშვა, არეული თამაში წავიდა, მეტოქემ წინ გასვლა მოახერხა, თამაში ქულა-ქულაში წავიდა. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა შენგელია და შერმადინი დაასვენა და დასკვნითი პერიოდის წინ ესპანელები 3 ქულით დაწინაურდნენ.

ისევე, როგორც მთელი შეხვედრა, მეოთხე მეოთხედიც დაძაბული გამოდგა. ტრიბუნები გააქტიურდნენ. მაკფადენმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, სანაძის სამქულიანით წინაც გავედით. საფინალო სირენამდე 34 წამით ადრე ანდრონიკაშვილმა მოწინააღმდეგეს ბურთი მოჰპარა, ჩააგდო, 3 ქულით დავწინაურდით, 18 წამით ადრე ბრიზუელამ სამიანით ანგარიში გაათანაბრა, ბოლოს შენგელიამ ვერ ჩააგდო და ძირითადი დრო 67:67 დასრულდა.

ოვერტაიმში ანდრონიკაშვილის ძალისხმევით წინ გავიჭერით. ტრიბუნები აგუგუნდა - "რატი, რატი, რატი". მაკფადენმა სამიანი ჩააგდო, ორი საჯარიმოც მიაყოლა და მსოფლიოს ჩემპიონი დავამარცხეთ.

ჩვენი გუნდიდან 18 ქულა შერმადინმა ჩააგდო (მარგი ქმედების 22-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა), 17 ანდრონიკაშვილმა (8 ოვერტაიმში), 16 მაკფადენმა (8 პასი), 12 შენგელიამ (10 მოხსნა, 7 პასი), 8 სანაძემ, 5 ბექაურმა, 3-3 ბურჯანაძემ და ჯინჭარაძემ. სტუმართაგან 14 ქულით ყველაზე შედეგიანი აროსტეგი იყო.

მკითხველის კომენტარები / 85 /
ეხლაც არ დაიჯერებენ რომ უკრაინელებს მისცეს (კი არა მიაცემინეს ჩვენმა ლიბერალებმა) ის თამაში ? ასე რომ ეთამაშათ უკრაინასთან მინიმუმ 20 ქულით მოუგებდნენ !
zura222
04 ივლისი 2022 22:31
23
ისე 2018 წელს ამაზე ძლიერ ესპანეთს, უკრაინამ 11 ქულით მოუგო.(ეს მათთვის ვისაც ჰგონია, რომ უკრაინას მივეცით).
დიმა
04 ივლისი 2022 22:27
9
მეორე სასტავიც არიყო ესპანეტი
arturchik
04 ივლისი 2022 22:15
32
კი მეორე იყო ბარსელონა რეალის ბასკონიას შემადგენლობა ყავდა ენბ სამი მოთამაშე აკლდა ჩვენ 2 ენბ ორი მოთამაშე გვაკლდა
Dito
04 ივლისი 2022 23:30
0
გილოცავთ ყველას და მადლობა გუნდს ასეთი ბრძოლისთვის! სული და გული ჩადეს თამაშში! და კიდევ, ვინც თამაშს ესწრებოდა, დამეთანხმება, რომ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის გულშემატკივარს! ბრავო!!!
მასტერს
04 ივლისი 2022 22:10
0
უკრაინელებს რა დამსახურებისთვის მივეცით თამაში, რომელი ჩვენი ძმები ეგენი არიან, ვინ დაარქვა ან ვინ გადაწყვიტა მასე ???????????????????????????
???????????????
04 ივლისი 2022 21:59
70
არა მხოლოდ აფხაზეთის ომის დროს, უკრაინული უნა-უნსო 2002 წლამდე (დააკვირდით თარიღს) კოდორის ხეობიდან მოსვენებას არ აძლევდა ღრუსებს და მათ დამბაშებს, მარა ზოგიერთ ტვინგადაბრკნებულს ვერ გააგებინებ ამას!
ადმინ ნუ მბლოკავ, სიმართლეს ვწერ, გადაამოწმეთ! ამ ტიპს ანტი უკრაინულ გამოხტომას უქვეყნებ და მე რატომ არ მაძლევ საშუალებას ვუპასუხო?
ბს
05 ივლისი 2022 00:39
4
ვაა, უკვე 65 ტვინ ბიერი რუსთმეხოტბე ვაჭარიც აქაც შემოცვივდა და ლაიქებით გულს იჯერებენ (?!), აბა კ ა რ გ ა დ მოიძიეთ -რუსეთ- საქართცელოს აფხაზეთის ომში- ვ ი ნ გვიდგა გვერდით,ვინ გაიყვანა და გადაარჩინა 10 000-ბით ქართველი ლტოლვილი, რომელსაც ღრუსები გვიხოცავდნენ,ვინ ი ბ რ ძ ო დ ა და იღუპებოდა ჩვენთან ერთად(?!),ან-2008 წლის- საქართველო -ღრუსეთის (დღესაც ღორების იმპერია) ომში- ვინ და რომელი ერები დაგვიდგნენ გვედით(?!), ...
ძ მ ე ბ ი ისინი არიან ვინც გვერდრით გიდგანან მტრებთან ომში!
თქვენ მაშინ ალბათ ღრუსეთში ფულს ,,ღუნავდით,, არაა(?!), იმ ღრუსეთში, რომელმაც ქართველობას ეთნოწმენდები მოგვიწყეს 2 ძირძველ ქართულ რეგიონში და 25 %- ტი დღესაც ოკუპირებული აქვთ,თან იქ რომ ქართულ უძველწს ტაძრებს რ უ ს უ ლ ა დ ათეთრეებენ(?!),
ალბათ ამიტომ -არ გაგიგია,და ამიტომ არ იცი- ,,ვინ დაადგინა,,არაა (?!)
კახაბერი
04 ივლისი 2022 23:17
14
ყველა გამოხმაურება
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო.წარმატებებით გაგეხარებინოთ მომავალშიც. რაც არ მომეწონა ეს გურასპაულის კომენტატორობა იყო. ნერვებისმომშლელია მისი ფამილარული ტონი.რატი,თოკო,დუდა.გიო.ტედი.რეპორტაჟი მიყავს თუ კლასელების სუფრასთან თამადობს?
zaza
04 ივლისი 2022 21:57
44
სანამ ანდრონიკაშვილს იტყვის, დამთავრდა თამაში
მინდია
04 ივლისი 2022 22:15
0
მადლობა ბიჭებო! ეს იყო დიდებული მატჩი!
ირაკლი
04 ივლისი 2022 21:55
0
აეეეეეეე...აეეეეეეე....აეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
გივი
04 ივლისი 2022 21:55
0
სასწაული თამაში, მადლობა ბიჭებო. უკრაინა ეხლა თქვენი ჯერია, ლოგიკურად უნდა დაანგრიოთ ესპანეთი!!!!!
rigiti
04 ივლისი 2022 21:53
44
კარგია, მარა ამ ესპანეთს უკრაინამც, რომ მოუგოს არ გამიკვირდება, თუმცა იმედი მაქ ვერ მოუგებს.
გგგ
04 ივლისი 2022 21:51
26
ესპანელები ყველა ესპანეთის ჩემპიონატში თამაშობს. და ესპანეთის ჩემპიონატი მეორე საუკეთესო კი გაზ მსოფლიოში!!! მეორე ბუღაძე და მამუკელაშვილი არამგონია პატარა ძალა იყოს და ეგენი რო გვყოლოდა სუ სხვა დონე ვიქნებოდით ჩვენც.
ბოკინიო
04 ივლისი 2022 22:11
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული