ისტორიულ მატჩში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებს კვლავ ვერ დაეხმარა ბითაძე, მეტოქეს კი - NBA-ს და ევროლიგის მოთამაშეები. ჩვენმა გუნდმა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თავიდან სანაძის სამქულიანით დავწინაურდით, შემდეგ 5 წუთი შეტევაში ქულების აღება ვერ მოვახერხეთ და მეტოქე წინ გავიდა. აქედან მოყოლებული, ჩვენი გუნდი დაცვაში კარგად თამაშობდა. შესანიშნავად შევიდა შეცვლაზე ბექაური და პირველი მეოთხედი 1 ქულით მოვიგეთ.

მეორე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო. თამაშში კარგად ჩაერთო ბურჯანაძე და 5 ქულით
გაქცევა შეძლო. ესპანელთა მწვრთნელმა სკარიოლომ წუთშესვენება აიღო, მერე მოწინააღმდეგემ ანგარიში გაათანაბრა, პირველი ტაიმი კი 6 ქულით მოვიგეთ.

მესამე მეოთხედის დასაწყისში ორივე გუნდმა შეტევაში შეცდომები დაუშვა, არეული თამაში წავიდა, მეტოქემ წინ გასვლა მოახერხა, თამაში ქულა-ქულაში წავიდა. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა შენგელია და შერმადინი დაასვენა და დასკვნითი პერიოდის წინ ესპანელები 3 ქულით დაწინაურდნენ.

ისევე, როგორც მთელი შეხვედრა, მეოთხე მეოთხედიც დაძაბული გამოდგა. ტრიბუნები გააქტიურდნენ. მაკფადენმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, სანაძის სამქულიანით წინაც გავედით. საფინალო სირენამდე 34 წამით ადრე ანდრონიკაშვილმა მოწინააღმდეგეს ბურთი მოჰპარა, ჩააგდო, 3 ქულით დავწინაურდით, 18 წამით ადრე ბრიზუელამ სამიანით ანგარიში გაათანაბრა, ბოლოს შენგელიამ ვერ ჩააგდო და ძირითადი დრო 67:67 დასრულდა.

ოვერტაიმში ანდრონიკაშვილის ძალისხმევით წინ გავიჭერით. ტრიბუნები აგუგუნდა - "რატი, რატი, რატი". მაკფადენმა სამიანი ჩააგდო, ორი საჯარიმოც მიაყოლა და მსოფლიოს ჩემპიონი დავამარცხეთ.

ჩვენი გუნდიდან 18 ქულა შერმადინმა ჩააგდო (მარგი ქმედების 22-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა), 17 ანდრონიკაშვილმა (8 ოვერტაიმში), 16 მაკფადენმა (8 პასი), 12 შენგელიამ (10 მოხსნა, 7 პასი), 8 სანაძემ, 5 ბექაურმა, 3-3 ბურჯანაძემ და ჯინჭარაძემ. სტუმართაგან 14 ქულით ყველაზე შედეგიანი აროსტეგი იყო.

მკითხველის კომენტარები / 85 /
ესპანეთს ბევრი მოთამაშე აკლდაა?
beqa
04 ივლისი 2022 21:32
28
არ იცი სად ცხოვრობ? მანდ ხომ თეთრი ან შავი იციან, ან ქოცი ან ნაცი. როგორ თუ არ იცი? ) ყოვლისმცოდნე ვაიპატრიოტებმა დაგაყარეს დისლაიქები. ნუ გიკვირს
beqa-ს
05 ივლისი 2022 01:34
0
რა დიზლაიკები დააყარეთ კითხვა არიციით ვიკითხე ვერ ვერკვევი და თუ ერკვევით დაწერეტ აკლდა ვინმე თუ არაა!!. (?)ეს ნიშანი კითხვის დასმის ნიშანია.
beqa
04 ივლისი 2022 22:21
0
გილოცავთ ყველას. ყოჩაღ ბიჭებო, მადლობა და წარმატებას გისურვებთ.
G.LA
04 ივლისი 2022 21:31
0
ვინც ბიჭებს უთხრა უკრაინასთან დათმეთ თამაშიო.მოკითხვა მათ კახურად გულშემტკუვრებისგან.გილოცავთ ყველას გამარჯვებას.
მოსეხონელი
04 ივლისი 2022 21:31
10
ასე რა თქვე დალოცვილებო... გილოცავთ ყველას,წარმატებები მუდამ და ყველაფერში,დაგვაწყდა ნერები უკრაინასთან,ალბათ მართლა შეიცოდეს და აჩუქეს თამაში ვითომდა მოძმე ერს,თუ დაინახავენ კარგია... წარმატებები ბიჭებს,წარმატებები ნაკრებს...
დავითი...
04 ივლისი 2022 21:30
4
მადლობა ბიჭებს ამ სიხარულისთვის, ზუროსი გენიოსია
irakli
04 ივლისი 2022 21:26
2
გილოცავთ ყველას... მადლობა კალათბურთელებს ასეთი ბრძოლა-თამაშისთვის და სიხარულის მონიჭებისთვის.
რამაზ
04 ივლისი 2022 21:26
1
რომ დადგნენ ჩვენები და დღეში ათასჯერ ისროლონ ვარჯიშზე სამქულიანი არ შეიძლება ?????????????????????? მაგარი იყო, განსაკუთრებით რატი............
???????????????
04 ივლისი 2022 21:25
2
ამ ბიჭებს რომ გოგა და სანდრო დაემატებათ მერე ნახავთ, დიდი მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის!!!
მინდია
04 ივლისი 2022 21:24
1
ამ და ასეთი თამაშის მერე თუ კიდე ვინმეს ეპარება ეჭვი უკრაინისთვის თამაშის მიცემა და კიდე შეიყაროს ნაცარი თვალებში ისეც ავსებული ექნება....
Avto
04 ივლისი 2022 21:23
16
სულ მიცემ-მოცემა როგორ გელანდებათ ასე მასიურად არ მესმის))
პროფესიული სპორტია, ყველას ყველასთან შეუძლია მოგება და წაგება. ერთ დონეზე სულ ვერ ითამაშებ. მითუმეტეს ჩვენი დონის ნაკრები, სადაც სტაბილური და მაღალი კლასის 5-7 კალათბურთელია მხოლოდ და როტაცია შეზღუდული. ამის გამოც არის რომ შეგვიძლია ესპანეთს, ლიტვას, საბერძნეთს მოვუგოთ და შემდეგ უკრაინა-ბელგია დონის გუნდებთან წავაგოთ
Just Supporter
04 ივლისი 2022 21:46
5
გილოცავთ მეგობრებო ამ მართლაც და ისტორიულ გამარჯვებას!!!!

მოკითხვა უკრაინის ტრენერს საქართველოდან!!!
sormona
04 ივლისი 2022 21:18
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული