სკარიოლო: საქართველოსთან მარცხი მტკივნეული არაა - ვულოცავ მათ ნაკრებსა და გულშემატკივრებს

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს 82:76 სძლია. "მარკა" ამ შეხვედრას სპეციალურ წერილს უძღვნის და აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებს დიდი სამეული და ევროპაში ყველაზე სუსტი სათადარიგოთა სკამი ჰყავს; კონტრასტების გუნდია, რომელიც კარგი ტესტი და "საზომი" აღმოჩნდა ესპანელთათვის.

ნამატჩევს კომენტარი ესპანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სერჯიო სკარიოლომ გააკეთა:

"პირველ რიგში, მინდა საქართველოს ნაკრებსა და მათ გულშემატკივრებს გამარჯვება მივულოცო, მათ ეს დაიმსახურეს. თანაბარი თამაში იყო და მოგება შეგვეძლო, მაგრამ მეტოქემ ბოლოს ნაკლები შეცდომა დაუშვა. ჩემი ახალგაზრდების ძალისხმევით სრულად კმაყოფილი ვარ. ზოგიერთი
მათგანი იმედს გვაძლევს, რომ მომავალში გუნდის დახმარება შეეძლებათ.

თოკო შენგელიას კარგად ვიცნობ, ძალიან მიყვარს, როგორც მოთამაშე და ადამიანი. ძალიან კარგად ითამაშა, შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. გუნდის ჩინებული ლიდერია. კარგია, რომ ასეთი კალათბურთელი ჰყავთ. მაყურებლებმა მაგარი ატმოსფერო შექმნეს. მტკივნეულია თუ არა მარცხი? არა. გუნდმა იბრძოლა. საერთოდ, წაგება ყოველთვის ცუდია, თუმცა უფრო საწყენი უბრძოლველად დამარცხება იქნებოდა. უნდა ვაღიაროთ, მოწინააღმდეგეს საერთაშორისო კლასის სამი მოთამაშე ჰყავს.

ყველაფერი მცირე დეტალებმა გადაწყვიტა. ზოგიერთმა ამ დონეზე შეცდომებზე უნდა ისწავლოს. იმედია, ისინი 2-3 წელიწადში ნაკრების სრულფასოვანი კალათბურთელები გახდებიან. წინ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ, მუშაობა გვმართებს და პროგრესირება. შემდეგ საფეხურზე ასასვლელად ცოტა დაგვრჩა.

უკრაინასთან რთული დაპირისპირება გველის. მიხაილიუკი დაეხმარებათ, რომელიც ტოპ-მოთამაშეა. გაგვიჭირდება, მაგრამ ვიბრძოლებთ და დღეს დაშვებული შეცდომების გამოსწორებაა აუცილებელი. ჯგუფური ეტაპი წარმატებით უნდა გადავლახოთ".

მკითხველის კომენტარები / 15 /
თქვენი ჭირიმე ბიჭებო ეხლა ვნახე ეს რა იყო ის ახალგაზრდა ბავშვი რეებს აკეთებდა საღოლ გითხარით ბიჭებო პლიუს მწვრთნელი ხო გლიჯავს მადლობა ყველას
გიორგი
14:27 05-07-2022
0
შენგელია, თუ მარტო ქულებს არ შევაფასებთ, არამედ გაწეულ სამუშაოს, ორმაგ დუბლს, ლიდერობას, ბროძოლას, მაგალითს, სიტუაციის კითხვას, "ჟილკას" და ა.შ., ვინც კალათბურთი იცის, დამეთანხმება, რომ ესპანეთთანაც და უკრაინასთანაც ერთი თავით მაღლა იდგა ყველაზე. არსებობს არასაკალთბურთო კომპონენეტები - გამარჯვების მენტალიტეტი-რწმენა რომ გამარჯვება შეიძლება იმის და მიუხედავად თუ ვის წინააღმდეგ თამაშობ, რომლებიც ასევე საჭიროა და ყველა სპორტში გვაკლია მოთამაშეები ამ მენტალიტეტით, რადგან წაგებებს ვართ სამწუხაროდ მიჩვეულები. ძალიან გაგვიჭირდება ნებისმიერი თამაში თოკოს გარეშე. იმჰო
azri
11:37 05-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული