საქართველოს ეროვნული ნაკრები როგლიდან უნგრეთის ქალაქ კეჩკემეტში ჩავიდა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების სლოვენიური შეკრება დასრულდა. დღეს, დილის 9 საათზე, როგლაში დაბანაკებული ჩვენი ნაკრები ავტობუსით უნგრეთის ქალაქ კეჩკემეტში გაემგზავრა, სადაც 5 აგვისტოს მიმდინარე მოსამზადებელ ციკლში პირველ სპარინგ-მატჩს გამართავს.

უნგრეთთან 6 აგვისტოს მეორე შეხვედრაც გაიმართება, თუმცა მას უფრო სავარჯიშო ხასიათი ექნება და მაყურებელთათვის დახურული იქნება. საქართველოს ნაკრებს სლოვენიური როგლიდან კეჩკემეტამდე მგზავრობა დაახლოებით 5 საათს მოუხდა. სლოვენიაში გატარებული 10-დღიანი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ ილიას ზუროსი კმაყოფილია და იმ სამუშაოს შედეგს, რაც ასისტენტებთან ერთად სლოვენიაში გასწია, ხვალინდელ მატჩში იხილავს.

ჩვენი ნაკრები უნგრეთში 16
კალათბურთელით ჩამოვიდა. გუნდს აკლია ტრავმირებული გოგა ბითაძე, რომელიც ამერიკაში იმყოფება და სანდრო მამუკელაშვილი. სანდროს პირადი, ოჯახური მიზეზების გამო თბილისში გამომგზავრება მოუხდა და ეროვნულ გუნდს 7 აგვისტოს, უნგრეთიდან დაბრუნების შემდეგ შეუერთდება. ხვალინდელ მატჩში ჩვენს ნაკრებს ვერ დაეხმარება მიხეილ ბერიშვილი, რომელსაც ფეხის ტრავმა აწუხებს. ილიას ზუროსის განკარგულებაში მთლიანობაში 15 კალათბურთელი იქნება:

გიორგი ცინცაძე, ლუკა მაზიაშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, დუდა სანაძე, თად მაკფადენი, მერაბ ბოქოლიშვილი, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია, თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური.

საქართველოს ნაკრები დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე, კეჩკემეტის დარბაზში ივარჯიშებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 5 /
ერთხელ მაინც გენახათ ვილი ისიანი თქვე დალოცვილებო , სანამ ესპანეთისკენ წასულა
თედო
05 აგვისტო 2022 16:38
0
სულ მალე ახალი ტრანსფერი. ესპანეთში კიდევ ერთი ქართველი გააფორმებს კონტრაქტს რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ :)
ანა ნანა
06 აგვისტო 2022 19:23
0
კი მარა ასე თუ გაგრძელდა ბითაძე-მამუკელაშვილის პრობლემები, რომც შეუერთდნენ ნაკრებს, როდისღა უნდა შეთამაშდნენ?! დარჩებათ დრო საერთოდ საამისოდ?! ეს მე მაგონებს წინა ევრობასკეტამდე არსებულ სიტუაციას, როდესაც ზაზა ფაჩულიამ სხვადასხვა მიზეზების გამო (ნბა-ს შეზღუდული ვადები, შემდეგ ტრავმა და ა.შ.) ნაკრების მოსამზადებელი პერიოდი ძირითადად გამოტოვა და მერე კი ვნახეთ როგორ ითამაშა ევრობასკეტზე...
სიმართლე
05 აგვისტო 2022 16:06
0
Eseni nakrebshi arc maxsovs,neta rodis itamashes bolos.ar daeliat mizezebi.shengelia sul da guls debda da debs nakrebshi.xalxi lanzgavda ceeskashi rogor gadavidao da am dros iseti kontraqti daudo ceeskas nakrebshi chamosvlaze ver aferxebdnen.ase ro shengelias,shermadinis da makfadenis imedi tu gveqneba.
Gia
05 აგვისტო 2022 00:34
0
ესენი მგონი გვეკაიფებიან, სანდროს თუ ოჯახური პრობლემა ქონდა თბილისში ვერ ჩავიდა რა უნდოდა როგლაში? მაინც არ ქონდა ვარჯიშის უფლება, ის უღიმღამო შეხვედრაც არ მომეწონა რაღაცაშია საქმე.
გოგი
04 აგვისტო 2022 21:12
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული