საქართველოს ნაკრები უნგრეთთან ერთი ქულით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
AUTO PLAY
ქალაქ კეჩკემეტში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში მასპინძელ უნგრეთთან 88:89 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა თქვა, რომ სპარინგებში შედეგს მნიშვნელობა არ აქვს, თავს ექსპერიმენტების უფლება მისცა, როტაციას მიმართა და პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 31:24 მოიგეს, მეორეში 10 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის შემცირება შეძლო და პირველი ტაიმი 42:47 წააგო.

დიდი შესვენების შემდეგ შეცდომებს ორივე გუნდი უშვებდა, მეტოქე ჩვენს ფარზე მოხსნებში უკეთ გამოიყურებოდა, სამქულიანებსაც უკეთ ისროდნენ (საერთო ჯამში 13 სამიანი ჩააგდეს) და დასკვნითი პერიოდის წინ 7 ქულით გავიდა წინ (67:61). ბოლო მეოთხედის
დასაწყისში მადიარები 9 ქულით გაიჭრენ წინ, მაგრამ ცინცაძის, შენგელიასა და სანაძის ძალისხმევით ზუროსის გუნდმა საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. თუმცა, საბოლოოდ უნგრელებმა 1 ქულით იმარჯვეს.

ამ გუნდების მეორე შეხვედრა, რომელიც უფრო სავარჯიშო ხასიათის იქნება და მაყურებელი არ დაესწრება, 6 აგვისტოს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ერთი ამიხსენით, ორი თამაში ჩაატარა ნაკრებმა უნგრეთთან და არც ერთხელ რა შემადგენლობით არ დაგიწერიათ, სტატისტიკაზე აღარაფერს ვამბობ...
ვახო
11:07 07-08-2022
0
სანიკიძე იმ შუაშია რომ 20 წლამდელები ჩაფლავდნენ 18 წლამდელები ჩაფლავდნენ...3x3 კალათბურთში 2 ბავშვი ვინც კარგად ითამაშა დანარჩენები ნული...სანიკიძე იმ შუაშია რომ ნაკრების მწვრთნელები ოპტიმალური უნდა დანიშნოს ისეთი ვინც არ გაითვალისწინეს სხვის აზრს.მილოშა ლოთია და ბავშვები მიატოვა და დათვრა.
სანიკიძე იმისთვის მოვიდა რომ ეს შედეგები. დაგვედო...პერსპექტიული ბავშვები წამოწიონ წინ ამას მიხედონ
მოქალაქე
22:39 06-08-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული